აირჩიეთ ის წესი რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ცივი გონება:
1. თუ მშვიდად არ ხართ არასოდეს უპასუხოთ. თუ დარწმუნებული არ ხართ სიმშვიდეში, ჩუმად იყავით. პირველ რიგში მოძებნეთ დრო და ძალა იმისათვის, რომ დამშვიდდეთ.
2. გადადგით სიმშვიდისკენ პირველი ნაბიჯი – ჩაისუნთქეთ ღრმად.
3. ისაუბრეთ რბილად, რომ სიტუაციის სიმწვავე შეამციროთ.
4. გააცნობიერეთ, რომ ყოველ რთულ სიტუაციაში არის შესაძლებლობა.
5. ყურადღება მიაქციეთ რასაც გეუბნებიან სხვები, როგორც სასარგებლოს, ეს დაგეხმარებათ გამოასწოროთ საკუთარი თავი.
6. დააიგნორეთ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ნეგატივის მატარებელია.
7. ადამიანზე იქონიეთ პოზიტიური შეხედულება. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ მისი საუბარი ან ქცევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირადად ვერ იტანთ.
8. გააცნობიერეთ, რომ ნეგატიურ გრძნობებს ტკივილი მოაქვთ პირველ რიგში თქვენთვის და არა იმისთვის, ვინც გაწყენინათ. ამიტომ, უარყოფითი ემოციის ქონას აზრი არ აქვს.
9. თუ შეცდომა დაუშვით, აღიარეთ ეს.
10. გახსოვდეთ, რომ ის, ვინც შეცდომას უშვებს, უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე ის, ვინც არაფერს არ აკეთებს.
11. იკითხეთ წიგნები, მოუსმინეთ მუსიკას, გააკეთეთ ყველაფერი, რასაც პოზიტიური გამწყობა შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში.
12. დაელაპარაკეთ მეგობარს, რომელსაც შეუძლია თქვენი მხარდაჭერა.
13. გამოიყენეთ საყვარელი ციტატები, რომლებიც გიბიძგებენ დადებითად განსჯისკენ.
14. ნეგატიურ სიტუაციას მიუდექით როგორც თქვენი ამტანობის და ცხოვრებისუნარიანობის ტრენინგს.
15. გახსოვდეთ, რომ თქვენ ვერ გაუგებთ ყველას და ვერც ყველასთვის გასაგები იქნებით. საშუალება მიეცით ზოგიერთ ადამიანს, უბრალოდ გვერდით ჩაიარონ. თქვენი დრო და ძალისხმევა დაუთმეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც შეგიძლიათ პოზიტიურად ურთიერთობა.