უნივერსალური საწმენდი საშუალება იმ 2 ინგრედიენტისგან, რომლებიც ყოველთვის ხელთ გვაქვს

53

სუფთა სახლი საკუთარი თავისადმი ნამდვილი სიყვარულის ნიშანია. მხოლოდ დალაგებულ სახლში შეიძლება ხარისხიანად დასვენება და ძალების მოკრეფა. მაგრამ დასუფთავების პროცესმა ნებისმიერ დიასახლისს განწყობა შეიძლება გაუფუჭოს. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენოთ გამოცდილი საწმენდი საშუალებები. ამასთან საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში ყიდვა აუცილებელი არ არის. უნივერსალური საწმენდი საშუალება სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ იმ ინგრედიენტებისგან, რომლებიც ყოველთვის ხელთ გაქვთ.

„დასუფთავების პრობლემას შევეჯახე, როცა აგარაკის სახლის სწრაფად დალაგება დამჭირდა. იქ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემი ქმარ-შვილი პატრონობდა სახლს, სანამ მე სამსახურში მნიშვნელოვანი პროექტით ვიყავი დაკავებული. აღმოჩნდა, რომ სახლს გენერალური დასუფთავება სჭირდება, მაგრამ საჭირო საწმენდი საშუალებები არ მაქვს. მეზობლის რჩევა დამეხმარა. მხოლოდ 2 ინგრედიენტით, რომლებიც სახლში ვიპოვე, საცხოვრებელი დავასუფთავე სწრაფად და ხარისხიანად. დასვენების დროც დამრჩა“.

უნივერსალური საწმენდი საშუალება

საწმენდი საშუალების მთავარი ინგრედიენტები არის სუფრის ძმარი და არაყი. ამ 2კომპონენტის კომბინაციას შეუძლია გააქროს ნებისმიერი სახის ლაქა, ცხიმი და ნადები. თუ რამდენიმე სხვა ინგრედიენტს დაუმატებთ, უკეთეს ეფექტს მიიღებთ. ასეთი უნივერსალური საწმენდი საშუალება საკმაოდ იაფი და ეკოლოგიურად სუფთაა.

როგორ გამოვიყენოთ არაყი და ძმარი სახლის დასალაგებლად

ცხიმის მოსაშორებელი საშუალება

მინის ჭურჭელში შეურიეთ 1 ჭიქა წყალი, 80 მლ ძმარი და 80 მლ არაყი. თუ არაყი არ გაქვთ, სპირტით ჩაანაცვლეთ. ამ ნარევს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ეთერზეთი. ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდის, როზმარინის ან ჩაის ხის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნარევს კარგად აურიეთ და სპრეის ბოთლში ჩაასხით.

ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხიმის, ლაქების და ჭუჭყის მოსაშორებლად. ჩამჯდარი ჭუჭყის შემთხვევაში, ხსნარით დაასველეთ და 15 წუთი გააჩერეთ. საწმენდი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ სააბაზანოს და სამზარეულოს დასასუფთავებლად, ფილების, ნიჟარის, იატაკის და სხვა ზედაპირების საწმენდად. არ დაგავიწყდეთ, გაწმენდის შემდეგ ოთახი გაანიავეთ.

მინის საწმენდი საშუალება

ძმრის და არყის ნარევი მინის და სარკის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. 0,5 ჭიქა ძმარი და 0,5 ჭიქა არაყი აურიეთ, მიღებული ნარევი ზედაპირს წაუსვით ღრუბლით ან სპრეი ბოთლის გამოყენებით. ნარევს ჩამორეცხვა არ სჭირდება. ბოლოს, რბილი უხაო ქსოვილით გაამშრალეთ. ასეთი ხელნაკეთი სპრეი გაუმკლავდება ჩიტის სკინტლის ნარჩენებს, ლაქებს, ნადებს და წვეთების კვალს.

საწმენდი ხელსახოცები

სახლის დასუფთავება სპეციალური ხელსახოცით ძალიან მოსახერხებელია. მისი ყიდვა საჭირო არ არის, რადგან ხელმისაწვდომი კომპონენტების გამოყენებით თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. მინის ჭურჭელში შეურიეთ 100 მლ არაყი, 20 მლ ძმარი, 10 მლ თეთრეულის კონდიციონერი და 8 გ საკვები სოდა.

10 ნაჭრის ან ვისკოზის ხელსახოცი მოათავსეთ ჭურჭელში, რომელსაც თავსახური მჭიდროდ ეხურება. ხელსახოცებს მიღებული ხსნარი დაასხით ისე, რომ მთლიანად დასველდეს. გამოიყენეთ ხელსახოცები სახლის დასუფთავების პროცესში ცხიმის და წებოვანი ლაქების მოსაშორებლად. გარდა ამისა, მისი გამოყენების შემდეგ ზედაპირზე ნაკლები მტვერი და ჭუჭყი დაგროვდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს