კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სანელებელია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან გემოს თვისებების გარდა, ორგანიზმის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. კურკუმა თაფლთან ერთად ითვლება ყველაზე ძლიერ ბუნებრივ ანტიბიოტიკად, რომელიც გაციების სიმპტომებს რამდენიმე დღეში ამარცხებს.
როცა მე და ჩემი მეგობრები წავედით თურქეთში დასასვენებლად, წამლების წაღება ბოლოს გაგვახსენდა. ასე რომ, როცა ერთ-ერთმა ჩვენგანმა უკვე გზაზე იგრძნო გაციების სიმპტომები, საჭირო მედიკამენტი არ აღმოგვაჩნდა. ჩასვლისას გაგვახსენდა, რომ არსებობს ჯადოსნური საშუალება და მისი მომზადება შეიძლება პროდუქტებისგან, რომლებიც ყველა ბაზარში იყიდება. ამ საშუალების დალევიდან მეორე დღესვე მეგობარი თითქმის გამოჯანმრთელდა. თქვენც გიამბობთ ამ ჯადოსნური წამლის შესახებ.
კურკუმა თაფლთან ერთად აბების ნაცვლად
კურკუმა და თაფლი – პროდუქტები, რომლებიც უძველესი დროიდან ცნობილია სამკურნალო თვისებებით. სიტყვაზე, კურკუმას სარგებელი მეცნიერებს სრულად ჯერ არ შეუსწავლიათ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ „ოქროს თაფლი“, როგორც თაფლის და კურკუმას კომბინაციას უწოდებენ, ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია.
აღმოსავლური სანელებელი კურკუმა ამ საშუალების მთავარი კომპონენტია. კურკუმას მთავარი აქტიური ნივთიერება არის კურკუმინი. დაავადებებს სწორედ ის ებრძვის. თაფლს კი აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიბაქტერიული ეფექტები.
ამის წყალობით კურკუმა თაფლთან ერთად ებრძვის სხვადასხვა პრობლემებს:
- ამ ნარევს აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი ეფექტი. ამიტომაც ხშირად იყენებენ გაციების დროს ორგანიზმის სწრაფად აღსადგენად. კურკუმა და თაფლი აუმჯობესებს მდგომარეობას ქრონიკული დაავადებების დროს.
- სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ „ოქროს თაფლი“ ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობას. უმჯობესდება მისი ზოგადი მდგომარეობა, საჭმლის მომნელებელი პროცესი, ქრება შებერილობა. ასევე თაფლი კურკუმასთან ერთად ღვიძლს და ფილტვებს აჯანსაღებს.
- კურკუმასს და თაფლის კომბინაცია დადებითად მოქმედებს გულის და გულ-სისხლძარღვთა მთელ სისტემაზე. საშუალება ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- პროდუქტი წარმატებით ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ამიტომ ძლიერი ანტისიმსივნური ეფექტი აქვს.
- ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი ეფექტის წყალობით კურკუმა თაფლით ხელს უწყობს კანის ზედაპირის აღდგენას. თუ კანზე ჭრილობა გაქვთ, ამ ნარევის საფენი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- თაფლის და კურკუმას კომბინაცია ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ამიტომ ორგანიზმის ყველა სისტემაზე გავლენას ახდენს. საშუალება ებრძვის ჭარბ წონას და საერთო განწყობას აუმჯობესებს.
როგორ გამოვიყენოთ თაფლი კურკუმასთან ერთად
„ოქროს თაფლის“ მომზადება ძალიან მარტივია. 100 გრამი ახალი თაფლი და 4 ს/კ კურკუმას ფხვნილი აურიეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ.
გაციების დროს 0,5 ჩ/კ საშუალება ყოველ საათში მიირთვით. მთელი დღის განმავლობაში ასე გააგრძელეთ. მეორე დღეს თაფლის და კურკუმას ნარევი ყოველ 2 საათში მიიღეთ იმავე რაოდენობით. ბოლოს, მესამე დღეს საშუალება სამჯერ მიიღეთ. სამ დღეში გაციება უკან დაიხევს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნარევი პირში უნდა გაწუწნოთ, სრულად დაშლამდე.