პოპულარული ლიქიორების 3 რეცეპტი – გემო მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

189

შესაძლებელია იპოვოთ ქალებისთვის უფრო დამახასიათებელი ალკოჰოლური სასმელი, ვიდრე ლიქიორია? მისი ტკბილი გემო და ალკოჰოლური ნოტები ალამაზებს ნებისმიერ დღესასწაულს ან მეგობრების შეკრებას. ხარისხიანი და გემრიელი ლიქიორის პოვნა მარტივი არ არის, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ადვილად შეიძლება. ხელნაკეთი ლიქიორი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება.

ჩვენი მეგობარი ხშირად აწყობს გოგონების შეკრებებს მის სახლში და ხელნაკეთ ლიქიორებს გვიმზადებს. თითოეული მათგანი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის, ამიტომ მაღაზიაში სასმლის ყიდვაზე არც ვფიქრობთ. სახლში მომზადებული ლიქიორი მაღაზიაში ნაყიდ ვერსიასთან შედარებით ბევრ უპირატესობას ფლობს. „პაპარაცი“ გთავაზობთ ყველაზე საყვარელ გამოცდილ გემოებს.

ლიქიორი სახლის პირობებში: 3 საყვარელი რეცეპტი

ხელნაკეთ ლიქიორს რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ზუსტად იცით, რა არის დამატებული სასმელში და რა ხარისხის პროდუქტია. გარდა ამისა, ხელნაკეთი ლიქიორი უფრო იაფი გამოდის, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ანალოგიური სასმელი. თუ გაქვთ დრო, მოამზადოთ ალკოჰოლური სასმელი, აუცილებლად სცადეთ.

ბანანის ლიქიორი

ინგრედიენტები:

  • 4 ბანანი
  • 400 მლ არაყი
  • 350 მლ რძე
  • 150 გ შაქარი

მომზადების წესი:

1. ბანანს ქერქი მოაშორეთ და ნაყოფი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხილის ნაჭრები ქილაში ჩაყარეთ, არაყი დაასხით და 7 დღე სიბნელეში გააჩერეთ.

2. 1 კვირის შემდეგ ბანანი სითხისგან გადაწურეთ. ძალიან გაშავებული ნაჭრები გადაყარეთ. დანარჩენი ბანანი დააბლენდერეთ პიურეს მისაღებად. ბანანის პიურეს დაასხით არაყი, რომელშიც ბანანი დაყენებული გქონდათ. კარგად აურიეთ.

3. პატარა ქვაბში რძე და შაქარი მოათავსეთ. ცეცხლზე დადგით, ადუღებას დაელოდეთ. შემდეგ ქურიდან გადმოდგით და ოთახის ტემპერატურამდე გაცივებას დაელოდეთ.

4. გაცივებულ რძის ბაზას ბანანის ნარევი დაუმატეთ და აურიეთ. მაცივარში შეინახეთ. 1 საათში მზად იქნება და შეგიძლიათ დალიოთ.

ლიქიორი „ლიმონჩელო“

ინგრედიენტები:

  • 3 ლიმონი
  • 250 მლ სპირტი
  • 250 მლ წყალი
  • 150 გ შაქარი

მომზადების წესი:

1. ლიქიორისთვის მხოლოდ ციტრუსის ცედრა დაგჭირდებათ. რბილობი ჩაისთვის, მურაბისთვის ან თევზის მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ. ლიმონი კარგად გარეცხეთ და ცედრა მოაჭერით. ქერქის თეთრ ფენას არ შეეხოთ, ასე ლიქიორი მწარე გამოვა. ცედრა ქილაში ჩაყარეთ, სპირტი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 7 დღე სიბნელეში გააჩერეთ.

2. წყალი და შაქარი პატარა ქვაბში შეურიეთ. ჭურჭელი ქურაზე დადეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. სიროფი რამდენიმე წუთით ხარშეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით. ქილიდან ცედრა ამოიღეთ და სიროფში გადაიტანეთ. სიროფში დატოვეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. ამის შემდეგ ცედრა ამოიღეთ.

3. ცივი სიროფი და სპირტიანი ნაყენი აურიეთ და 1 საათი მაცივარში შეინახეთ. ამის შემდეგ ლიმონჩელო მზად იქნება.

ბეილისი სახლურად

ინგრედიენტები:

  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 500 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 2 ჩ/კ ხსნადი ყავა
  • 500 მლ არაყი
  • 4 გ ვანილი

მომზადების წესი:

1. ჩაასხით არაყი ჭურჭელში, რომელიც მიქსერის ან ბლენდერის გამოსაყენებლად შესაფერისია. ყავა დაუმატეთ. აურიეთ და ყავის გრანულების გახსნას დაელოდეთ. აქვე ვანილი დაუმატეთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 1 პაკეტი ვანილის შაქრით. მართალია, ამ შემთხვევაში უნდა დარწმუნდეთ, რომ კრისტალები ბოლომდე დაიშალა.

2. ყავის ნარევში ჩაასხით შესქელებული რძე და მიქსერით ან ბლენდერით ათქვიფეთ. მომავალ ლიქიორს დაუმატეთ ნაღები და ისევ ათქვიფეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს.

3. ლიქიორი რამდენიმე საათით (ან მთელი ღამე) მაცივარში შეინახეთ. ხელნაკეთი ბეილისი სუფრაზე ჩაცივებული გაიტანეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს