ვიტამინები, რომლებიც სჭირდება 40+ ასაკის ქალებს სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

56

როგორც არ უნდა გვინდოდეს დროის გაჩერება, ეს ჯერ ვერავინ მოახერხა. ასაკი თავისას იღებს და ორგანიზმის ცვლილებები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. განსაკუთრებით, ქალებში. მაგრამ არ ღირს ნერვიულობა, რადგან შეიძლება კომფორტულად დაბერება. ამის მისაღწევად უნდა იცოდეთ, რომელი ვიტამინების მიღება სჭირდება ქალს 40 წლის შემდეგ.

ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომელმაც 40 წლის ზღვარს გადააბიჯა, კინაღამ დეპრესიაში ჩავარდა. ჯანმრთელობის და გარეგნობის ცვლილებების ისე ეშინოდა, რომ სრული დიაგნოსტირება ჩაიტარა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად. თურმე, არაფერი აქვს სანერვიულო. ექიმმა უთხრა, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც უნდა მიიღოს ახალგაზრდობის დიდხანს შესანარჩუნებლად. გიამბობთ, რომელ ვიტამინებზე არის საუბარი.

ვიტამინები 40+ ასაკის ქალებისთვის

40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში ცვლილებები იწყება. იცვლება ჰორმონალური სისტემა, თმის და კანის მდგომარეობა, ნელდება ნივთიერება ცვლა. ახლა ორგანიზმი ითხოვს უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე 10 წლის წინ.

რა თქმა უნდა, თითოეულ ქალში ეს ცვლილებები უფრო ადრე ან გვიან შეიძლება დაიწყოს. ეს ინდივიდუალური პროცესია. მაგრამ საშუალოდ ქალების უმეტესობა 45 წლამდე ამ პრობლემას აწყდება. ორგანიზმის მხარდასაჭერად უნდა მიიღოთ გარკვეული ვიტამინები საკვებიდან ან დანამატების სახით. თუ გადაწყვეტთ დანამატების გამოყენებას, მკურნალ ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

რეტინოლი

A ვიტამინი (იგივე რეტინოლი) ქალის სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ის თმას აძლიერებს და ასქელებს, კანს გლუვს და ბზინვარეს ხდის. A ვიტამინი მხედველობას აუმჯობესებს, რაც საყურადღებოა მათთვის, ვისაც ახალგაზრდობის გახანგრძლივება სურს. ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღებისას ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება და განწყობა უმჯობესდება.

E ვიტამინი

კიდევ ერთი საჭირო კომპონენტი ქალის ჯანმრთელობისთვის 40 წლის შემდეგ. ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ანელებს ჟანგვით პროცესებს ორგანიზმში. E ვიტამინი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ეხმარება სისხლძარღვებს გაძლიერებაში. დადებითად მოქმედებს ჰორმონალური სისტემის მუშაობაზე, ამცირებს პრემენოპაუზის სიმპტომებს. E ვიტამინი ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანს სწრაფად აღდგენაში ეხმარება.

C ვიტამინი

C ვიტამინი ცნობილია, როგორც ძლიერი იმუნიტეტის გარანტი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40+ ასაკის ქალებისთვის. საქმე იმაშია, რომ ქალის ორგანიზმში იმუნომასტიმულირებელ ფუნქციას ესტროგენი ასრულებს. ამ ჰორმონის რაოდენობა ქალის ორგანიზმში ასაკთან ერთად უფრო და უფრო მცირდება, რამაც ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს.

C ვიტამინი თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლით ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს. ხელს უწყობს რკინის და კალციუმის ათვისებას, რომლებიც აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის 40 წლის შემდეგ. გარდა ამისა, C ვიტამინის გარეშე კუნთები სრულად ვერ აღდგება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

კალციუმი

ძვლოვანი ქსოვილი ყველაზე მეტად ზიანდება ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. უსიამოვნებებმა თავი მინიმალურად რომ იჩინოს, ამ ასაკში ქალს კალციუმის მიღება აუცილებლად სჭირდება. მის გარეშე ძლიერი კბილების, თმის და ფრჩხილების იმედი არ გქონდეთ.

D ვიტამინი

D ვიტამინი შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ცნობილია, როგორც მზის ვიტამინი, რადგან მზე ამ ვიტამინის წარმოებას ხელს უწყობს. 40 წლის შემდეგ ქალებს D ვიტამინი ეხმარება კალციუმის ათვისებაში. ასაკთან ერთად კალციუმი სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი. ეს აისახება კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობაზეც.

გარდა ამისა, D ვიტამინი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, წნევის დარეგულირებას და დაბერების პროცესის შენელებას. D ვიტამინი უნდა მიიღოთ არა მხოლოდ მზის აბაზანების, არამედ კაფსულების და აბების სახით.

B ჯგუფის ვიტამინები

მიუხედავად იმისა, რომ B პრეფიქსის ვიტამინები დიდ გავლენას ახდენენ ქალის სილამაზეზე, მათი თვისებები განსხვავებულია. გახსოვდეთ, ეს ვიტამინები ძლიერი ნერვული სისტემის მთავარ პირობად ითვლება. განსაკუთრებით ეხება B1, B6 და B12 ვიტამინებს.

პირველი მათგანი ააქტიურებს ნერვული უჯრედების აღდგენას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. B6 ვიტამინი ხელს უწყობს სეროტონინის აქტიურ გამომუშავებას, რომელიც გვიცავს ნერვიულობისა და გაღიზიანებისგან. B12 ვიტამინი აუმჯობესებს ჰორმონების და ნეირომედიატორების გამომუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანსაღ ფსიქიკას.

მაგნიუმი

კიდევ ერთი აგური, რომელიც ნერვულ სისტემას აძლიერებს. მაგნიუმი აწესრიგებს ძილს, ამცირებს ნერვიულობას და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მდგრადობას სტრესის მიმართ. გარდა ამისა, მაგნიუმი ენერგიით და ძალით გვავსებს, რომლის გარეშეც რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.

ომეგა 3

ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3-ის სახით შეუცვლელია ქალის ჯანმრთელობისთვის. ის აწესრიგებს ჰორმონალურ სისტემას, რაც 40 წლის შემდეგ აუცილებელია. ომეგა 3 აუმჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობას, ასევე წონის მართვას ხელს უწყობს. ნერვული სისტემა ომეგა 3-ის მიღებისას უმჯობესდება, რაც პირდაპირ აისახება ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს