ქარიზმა ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი თვისებაა. სხვა ადამიანებში სიმპათიის გამოწვევის უნარი გვეხმარება სწრაფად მივაღწიოთ წარმატებას ცხოვრებაში და მივიღოთ უფრო ხარისხიანი შედეგები. იმის ცოდნა, რამდენად ქარიზმატული ხართ, დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად სწრაფად დაამყარებთ ურთიერთობას სხვებთან. გთავაზობთ მარტივ ტესტს ქარიზმის გამოსავლენად.
ეს ტესტი მეგობარმა გამაცნო. ის ფსიქოლოგად მუშაობს ერთ მსხვილ კომპანიაში, რომელიც ხშირად ატარებს სხვადასხვა ტესტირებას თანამშრომლებისთვის. ქარიზმის გამოსავლენ ტესტს იყენებს იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც საკუთარ ძალებსა და უნარებში ეჭვი ეპარებათ. ტესტის შედეგი ეხმარება ადამიანს გაიგოს, რომელი თვისებები აკლია გარკვეული სიმაღლეების მისაღწევად. გთავაზობთ ამ მარტივი ტესტის გავლას.
ტესტი ქარიზმის გამოსავლენად
ბლოგერი მია იილინის წყალობით ეს ტესტი მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. ის, როგორც ოპტიკური ილუზიების სპეციალისტი, ხალხს ხასიათის თვისებების გამოვლენაში ეხმარება. ამ ტესტის გასავლელად სურათს შეხედეთ. რა დაინახეთ პირველად: არწივი თუ მთა? ქვემოთ გაშიფვრა წაიკითხეთ.
არწივი
თუ პირველად დაინახეთ არწივი სურათზე, თქვენი ქარიზმა უბრალოდ საზღვრებს სცდება. თქვენნაირი ადამიანი ნებისმიერ კომპანიაში სასურველია. საშობაო გირლანდივით ხართ, სივრცეს სინათლით და სიხარულით ავსებთ. ბუნებრივი მომხიბვლელობა გეხმარებათ კომფორტულად იგრძნოთ თავი ნებისმიერ კომპანიაში.
მეორე მხრივ, ის, ვინც სურათზე ჩიტი დაინახა, ხშირად ივიწყებს საკუთარ თავს სხვების სასარგებლოდ. ახლობლები თქვენთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ მათთვის ხშირად დათმობაზე მიდიხართ, საკუთარ სურვილებზე და სარგებელზე არ ფიქრობთ. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. ნუ მოგერიდებათ „არას“ თქმა თუნდაც ყველაზე ახლობელი ადამიანისთვის. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი პირადი საზღვრები.
მთა
თუ პირველად დაინახეთ მთა სურათზე, ეს მიუთითებს თქვენს შრომისმოყვარეობაზე, შეუპოვრობაზე და შრომისუნარიანობაზე. ამის წყალობით მიზნებს აღწევთ, რადგან თქვენი ქარიზმა დიდად განვითარებული არ არის. ასეთი ხალხი ზუსტად განსაზღვრავს მთავარ და მეორეხარისხოვან საკითხებს თითოეულ საქმეში, რაც ეხმარებათ დრო და ენერგია ტყუილად არ დახარჯონ.
გახსოვდეთ, რომ მიზნების მიღწევისთვის რბოლაში საკუთარ თავს დასვენების საშუალება უნდა მისცეთ. ასე თავიდან აიცილებთ გადაწვას, ასევე დრო გექნებათ, დაფიქრდეთ ახალ საქმეზე და პირად მიღწევებზე.