ნაძვის ხის წიწვები ჯანმრთელობას გვანიჭებს – ნახეთ, როგორ ვიმკურნალოთ!

2435

ნაძვის ხის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებს ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ. სამკურნალო მიზნით ფისი, კვირტები, ასევე თავად წიწვი და გირჩები გამოიყენება.

ნაძვის ხის ერთ-ერთი მთავარი თვისება ჰაერის მავნე ბაქტერიებისგან გაწმენდაა. ნაძვის ხე ფიტონციდებს გამოყოფს და ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს.

ტონუსის ასამაღლებლად ხალიჩაზე დაყრილ ნაძვის გირჩებზე დილით ტერფების მასაჟი სასარგებლოა.

ნაძვის ხის ეთერზეთი სოკოს საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა.

შენობა დაავადების გამომწვევი მიკრობებისგან რომ გაწმინდოთ, ოთახში ნაძვის ხის ტოტი დადეთ ან ვედროში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით (თავსახური არ დაახუროთ). გრიპის ეპიდემიის დროს 1 წვეთი ნაძვის ხის ან სოჭის ზეთი ცხვირის კუთხეებში წაისვით.

ნაძვის ხის კვირტებს ადრეულ გაზაფხულზე აგროვებენ. კვირტებს პირდაპირ ძირში ჭრიან, შემდეგ სუფთა ჰაერზე სიბნელეში ან ბნელ შენობაში 20-25 გრადუსზე აშრობენ.

მოუმწიფებელ გირჩებს აგვისტო-სექტემბრის პერიოდში აგროვებენ.

მწვანე გირჩებიდან მურაბებს აკეთებენ, რომელთაც ბრონქების და ფილტვების დაავადების დროს იყენებენ.

წიწვებს გვიან შემოდგომასა და ზამთარში ტოტებთან ერთად აგროვებენ და ცივ ადგილას, თოვლის ქვეშ ინახავენ. ამ შემთხვევაში ვიტამინებს 2-3 თვე შეინარჩუნებს. ოთახის პირობებში კი წყლით სავსე ჭურჭელში ვიტამინებს რამდენიმე დღე შეინარჩუნებს. მტვერს ყვავილობის დროს აგროვებენ და კარგად თავდახურულ მინის ჭურჭელში ინახავენ.

ნაძვის ხის წიწვები ეთერზეთს, ტანინებს, ფიტონციდებს, მინერალურ მარილებს და დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავენ.

წიწვების ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. ასევე ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.

კბილების ჯანმრთელობისთვის

წიწვოვანი, მაგალითად ნაძვის ხის ფისიდან პატარა კვერები გააკეთეთ და დაღეჭეთ. ფისი კბილებს დაშლისგან და ლორწოვან გარსს სხვადასხვა ბაქტერიებისგან იცავს. ფისი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვობაში, როცა კბილები იზრდება.

წყლულების, რევმატიზმის და ანგინის დროს

კვირტების ნახარში: 2 ს/კ ნაძვის ხის კვირტებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 30 წუთით შეათბეთ. სასუნთქი ორგანოების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს როგორც ამოსახველებელი, სადეზინფექციო და შარდმდენი საშუალება 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ ჭამამდე მიიღეთ.

ხალხურ მედიცინაში კვირტების ნახარშს წყლულების, რევმატიზმის დროს და ნაღვლმდენი საშუალების სახით იყენებენ.

ნახარშს სასუნთქი გზების ანთების და ანგინის დროს ინჰალაციისთვის იყენებენ. ამისთვის უფრო კონცენტრირებულ ნახარშს აკეთებენ – 2 სუფრის კოვზის ნაცვლად 10 კოვზ კვირტს იღებენ.

კვირტების ნაყენი: 10 გრ დაქუცმაცებულ კვირტებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 4 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი ყოველ 2-3 საათში ფილტვების და თირკმლების დაავადების დროს მიიღეთ.

კვირტებს სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთადაც იყენებენ.

ორგანიზმის გაწმენდა

წიწვის ნახარშის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მის ძლიერ მწკლარტე გემოში მდგომარეობს.

თუ C ვიტამინი ტოქსინების ჟანგვას ხელს უწყობს, ეთერზეთები მათ დაშლას, სისხლძარღვების გაფართოებას და ძლიერ შარდმდენ ეფექტს, მწკლარტე გემოს წყალობით ნარჩენი პროდუქტების დაფარვა და ორგანიზმიდან მათი გამოდევნა ხდება. წიწვოვანი აბაზანის და ნახარშის კომბინირებულად  მიღება გაწმენდის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.

ნახარში: ემალის ქვაბში 5 ს/კ დაქუცმაცებულ ახალ წიწვს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ, თბილ ადგილას მთელი ღამე დააყენეთ. დილით გადაწურეთ და თბილი ნახარში წყლის ნაცვლად დღის განმავლობაში მიიღეთ.

კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ორიენტაცია საკუთარ შარდზე გააკეთეთ, ნალექი მიუთითებს, რომ ნახარში მოქმედებს. წიდების და მარილების დაშლის ხარჯზე შარდი სხვადასხვა ფერში შეიძლება შეიღებოს. როგორც კი შარდი თავის ბუნებრივ ფერს დაუბრუნდება და გამჭვირვალე გახდება, გაწმენდა დასრულდება.

ბუნებრივი სამკურნალო საშუალება

ამ ხის მიერ დიდი რაოდენობით გამოყოფილი ფიტონციდები გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანისთვის სასარგებლოა. ასევე ფიტონციდები ტუბერკულოზის ჩხირებს ანადგურებენ.

  • წიწვის დაწვისგან მიღებული კვამლი მხედველობას აძლიერებს.
  • წიწვისგან ამზადებენ ექსტრაქტს, რომელსაც ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს აბაზანის მისაღებად იყენებენ.
  • მტვერისგან ჩაის ამზადებენ და რევმატიზმის და პოდაგრის დროს სვამენ.
  • მტვერს თაფლთან ერთად მძიმე დაავადების და ოპერაციის შემდეგ იყენებენ.
  • მდუღარე წყალში მოხარშულ ახალ ნაძვის ხის ნახერხს მტკივნეულ სახსრებსა და წელზე იდებენ.
  • წიწვების ნაყენს სურავანდის სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ.
  • გასრესილი წიწვის სუნთქვა სურდოს დროს სასარგებლოა.

დამბლის დროს

დამბლის დროს ასე მოქცევას გირჩევთ:

  1. ნაძვის ხის წიწვები და ახალი დაფნის ფოთოლი აიღეთ, ფხვნილის სახით დააქუცმაცეთ.
  2. 1 ნაწილი ნაძვის ხის წიწვის ფხვნილი, 6 ნაწილი დაფნის ფოთოლის ფხვნილი და 12 ნაწილი კარაქი აურიეთ.
  3. მიღებული მალამო მთელ პარალიზებულ ადგილას წაისვით.
  4. ნარევი მაცივარში ყავისფერი მინის ქილაში თავდახურული შეინახეთ.

ასეთი ხსნარიც მოამზადეთ

  1. 1 ლ წყალზე 1 ს/კ ქვის მარილი (მსხვილი სუფრის მარილიც გამოდგება), 50 გრ 10%-იანი ნიშადურის სპირტი და 10 გრ ქაფურის სპირტი აიღეთ. ორივე სპირტი აურიეთ, წყალი დაასხით და მარილი დაუმატეთ.
  2. მინის ქილაში ჩაასხით და მარილის გახსნამდე კარგად შეანჯღრიეთ. საშუალება პარალიზებულ ადგილას დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ.

ინსულტის შემდეგ მარცხენა ხელი გაშეშებული მქონდა. სანამ საავადმყოფოში 1 თვე ვიწექი, ნაძვის ხის წიწვების მალამო და შესაზელი საშუალება მომიტანეს. ყოველდღე ვიყენებდი. ასევე ხელის ტანვარჯიშს (წერტილოვანი მასაჟი) ვაკეთებდი, რომელიც საავადმყოფოში მაჩვენეს. ახლა ხელი კვლავ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.

უკუჩვენება

ნაძვის ხის წიწვების ნახარში და ნაყენი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. დღეში მაქსიმუმ 1 ჭიქა, რადგან თირკმლების მუშაობას ძლიერ ააქტიურებს.

ნაძვზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებები კუჭის წყლულის და გასტრიტის დროს უკუჩვენებულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს