დაბადების საათი განაპირობებს ჩვენს ხასიათსა და სახეს. შესაბამისად მოქმედებს ყველა ადამიანის ბედზეც. ასტროლოგიაში მიღებულია დღე-ღამეს 12 ნაწილად დაყოფა, ყოველი მათთაგანი 2 საათიანია.
00:00 – 02:00. ამ დროს მფარველობს მერკური. ეს ადამიანები როგორც წესი სკოლასა და ინსტიტუტში ფრიადოსნები არიან. ისინი ფლობენ შესანიშნავ ორგანიზატორულ თვისებებს. ხშირია შემთხვევა როდესაც ისინი თავის ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. მათი სამუშაო დაკავშირებული უნდა იყოს საუბართან და მივლინებებთან. ეს ადამიანები ნებისმიერ ურთიერთობაზე ზედმეტად გახნილები არიან.
02:00 – 04:00. დღის ამ მონაკვეთში დაბადებული ადამიანები ვენერას მფარველობეის ქვეშ იმყოფებიან. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ფულის ფასი. ისინი ძალიან შრომისმოყვარეები არიან. ძალიან აფასებენ კომფორტს საკუთარ სახლში. მათ უყვართ ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება. გიჟდებიან ხელოვნებასა და მუსიკაზე. ყოველთვის მისდევენ მოდის ტენდენციებს. სიყვარულში ისინი ერთგულებას და თავდადებას.
04:00 – 06:00. ამ ადამიანებს მართავს მარსი. ისინი ძალიან გამოირჩევიან სხვა ადამიანებს შორის. უფრო ხშირად ისინი გამორჩეული პიროვნებები არიან. მათან არ არსებობს მოწყენილობა. სიყვარულში მათ ჭირდებათ ძლიერი და ნებისყოფიანი ადამიანი. კარიერაში ყოველთვის აღწევენ წარმატებას.
06:00 – 08:00. ამ ადამიანებს ნეფტუნი მფარველობს. ეს ადამიანები ხშირად ძალიან რელიგიურები არიან. მათ ძლიერი ხასიათი აქვთ, ესმით ყველასი და იგებენ ყველაფერს. უჭირთ მათვის მისაღები პროფესიის არჩევა. სიყვარულში ხშირად ჩადიან მოულოდნელ და აუხსნელ მოქმედებებს.
08:00 – 10:00. ამ ადამიანებს მართავს ურანი. ძალიან სასიამოვნო და მეგობრული ხალხია. მათ როგორც წესი უამრავი მეგობარი ყჰავთ. ისინი არაფორმალური ლიდერები არიან ნებისმიერ საზოგადოებაში. ეს ადამიანები ვერ იტანენ მეტიჩრებს. ისინი ყოველთვის, ნებისმიერი ფორმის სიმართლის მხარეს არიან.
10:00 – 12:00. ეს ადამიანები სატურნის მფარველობის ქვეშ არიან. ეს ადამიანები როგორც წესი საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. კარიერაში ისინი ძალიან წარმატებულები არიან. პროფესიულ სფეროში მათ შეესაბამებათ მმართველი მუშაკის თანამდებობა. პირად ცხოვრებაში ისინი ხშირად მარტოსულები არიან, რადგან მთელს დროს კარიერას უთმობენ. სიყვარულში ისინი მუდმივები და ყურადღებიანები არიან.
12:00 – 14:00. დროს ამ მონაკვეთში დაბადებულ ადამიანებს იუპიტერი მფარველობს. რაც არუნდა გასაკვირი იყოს ეს ადამიანები ცუდი მოსწავლეები არიან, მაგრამ საუკეთესო მასწავლებლები. ადამიანები რომლთაც მასთთან ურთიერთობა აქვთ ხშირად მიმართავენ მას რჩევისათვის. მათ პროფესორობა ძალიან გაუადვილდებათ. უყვართ მოგზაურობა. სიყვარულში მათ ურჩევნიათ არაორდინალური ან ეგზოტიკური ადამიანები.
14:00 – 16:00. ეს ადამიანები პლუტონის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ხშირად ეხმარებიან და მხარს უჭერენ გარემომცველ ადამიანებს. მათ ნებისმიერი სიტუაციის განვითარების წინასწარ განჭვრეტა სჩვევიათ. სასიყვარულო ურთიერთობებში მათ სექსუალური პარტნიორები ურჩევნიათ, რადგან თავადაც ძალიან სექსუალურები არიან. სამსახურში როგორც წესი ყველა ცდილობს მათან იმეგობროს.
16:00 – 18:00. ეს ადამიანები ვენერას მფარველობის ქვეშ არიან. ეს ადამიანები საზოგადოების თვალში ძალიან მიმზიდველები არიან. ეს ადამიანები ან ძალიან იღბლიანები არიან ან სრული უიღბლოები. კონკია-ეს მათი საყვარელი ზღაპარია. ისინი იდეალური ცოლები ან ქმრები არიან.
18:00 – 20:00. მათ მერკური მართავს. მათ ცხოვრებაში მთავარი -სამუშაო და ჯანმრთელობაა. გიჟდებიან დიეტებზე და სწორ კვებაზე. მათ იციან ყველაფერი წამლებზე და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. მათ შორის ძალიან ბევრია ექიმი ან სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი.სამსახურში მათ აფასებენ და პატივს სცემენ.
20:00 – 22:00. ამ ადამიანებს თავად მზე მფარველობს. მათ სცენაზე აქვთ გზა ხნილი. მათ ცხოვრებაში მთავარი – ვნება, სიყვარული და ბავშვებია.ისინი დაბადებიდან ფლობენ ფლირტის ხელოვნებას. ამ ადამიანებს ძალიან მარტივად უყვარდებათ. ისინი იქცევიან პრაქტიკულად, როგორც კინოვარსკვლავები. შესაბამისად სიყვარულში მათ რეჟისორი სჭირდებათ. მათ ურთიერთობაში მუდმივად არსებობს ვნება.
22:00 – 24:00. ამ ადამიანებს მთვარე მართავს. ისინი ძალიან ზუსტად გრძნობენ გარშემომყოფებს. ისინი მუდმივად იჩენენ ყურადღებას სხვების მიმართ. შეუძლიათ ფლობდენ დიდ გავლენას მათზე. ოჯახი მათთვის სიწმინდეა. ყოველთვის მიისწრაფიან შექმნან ოჯახი, რომელშიც პირველობისკენ მიისწრაფიან.