1. დაუმთავრებელი საქმე
განთავისუფლდით წარსულისგან. მიიყვანეთ ბოლომდე ყველა საქმე, რასაც კი ხელი მოჰკიდეთ. ეს შეიძლება იყოს: პროექტი, დიეტა, კონფლიქტი, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა და ა.შ. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ მარტომ, დამოუკიდებლად გაართვათ თავი ყოველივე ამას, ან უკიდურეს შემთხვევაში გადააბარეთ ისინი სხვა ადამიანს.
2. აწმყოს უგულვებელყოფა, იგნორირება
დღევანდელი დღე სწორედ იმ დღეების წყალობა და დამსახურებაა, რომელიც ახლო, ან თუნდაც შორეულ წარსულში იყო. ეცადეთ მაქსიმალურად პოზიტიურად გაატაროთ თითოეული დღე, რადგან სწორედ მათი ერთობლიობა განაპირობებს თქვენს მომავალს. შეინახეთ ფული დღეს და ერთი კვირის შემდეგ გაცილებით მეტი ფული გექნებათ, მიიღეთ 500 კალორიით ნაკლები დღეს და უახლოეს მომავალში თქვენ ლამაზი ფიგურა გექნებათ. სწორედ ის განაპირობებს თქვენს მომავალს და კეთილდღეობას, რასაც გააკეთეთ დღეს.
3. პრიორიტეტების არქონა
ნუ დაკავდებით იმით, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ კონკრეტულ მომენტში, სიტუაციაში, რადგან ასე თქვენ აღარ დაგრჩებათ დრო ისეთი მოვლენებისთვის, რაც თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას თითოეულ ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც თქვენს გარშემო ვითარდება, არამედ მაქსიმალურად კონცენტრირდით იმაზე, რაც დანამდვილებით გჭირდებათ. არ გაანაწილოთ თქვენი დროს თქვენივე პრიორიტეტების მიხედვით, არამედ პირიქით, გაანაწილეთ პრიორიტეტები თავისუფალი დროის მიხედვით.
4. თავის მოტყუება
თავის მოტყუება – ყველაზე დიდი უპატივცემულობაა საკუთარი თავის მიმართ. გაიხსენეთ, რამდენჯერ შეპირებიხართ საკუთარ თავს, რომ ხვალიდან, ან მომავალი კვირიდან თქვენ რაღაცას გააკეთებდით. მაგალითად: დაანებებდით მოწევას თავს, ან დაიწყებდით ყოველ დილით ვარჯიშს… ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს თავის დამღუპველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
5. კეთილგანწყობა ადამიანების მიმართ
თუ თქვენ ყოველთვის ამბობთ “კი”_ს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში “არა”_ს თქმა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ამგვარად კარგავთ საკუთარი დროისა და ენერგიის კონტროლს. ნუ გააკეთებთ რაღაცას მხოლოდ საყვარელი ადამიანისთვის, თუ თქვენ ამის გაკეთება არ გსურთ…
6. ენერგიის წყარო
ყოველდღიურმა კრიზისებმა და პრობლემებმა არ უნდა მიგიყვანოთ მთელი ენერგიის დაშვრეტამდე. უბრალოდ მიჰყევით ცხოვრების დინებას და მაქსიმალურად შეეცადეთ გაიმარტივოთ თქვენზე დაკისრებული მისიები, დავალებები. გახსოცდეთ, რომ საკუთარი ცხოვრების ორგანიზება ძალზედ მნიშვნელოვანია…
7. ჩივილი მოთხოვნის ნაცვლად
თქვენი მიიღებთ ამ ცხოვრებისგან იმას, რასაც მოითხოვთ. ჩივილი, წუწუნი – პასიური ქმედებაა. გამოიჩინეთ მეტი კონკრეტიკა და გაარკვიეთ ადამიანები ზუსტად, თუ რა გსურთ და რას მოითხოვთ მათგან. მოეშვით წუწუნსა და ჩივილს.
8. ნაკლების დაფარვა, დამალვა
თქვენი ნაკლები თქვენივე გულწრფელობის მიზეზად უნდა იქცეს. უთხარით გარშემო მყოფ ადამიანებს: “მე არ შემიძლია საიდუმლოების შენახვა და გთხოვთ ნუ მეტყვით იმას, რისი მოყოლაც სხვებისთვის შემიძლია”.
9. ოცნება საქმის კეთების ნაცვლად
მოეშცით ფიქრებს, ოცნებებს და მოკიდეთ ხელი რაიმე საქმიანობას! თუ თქვენ უბრალოდ განაგრძობთ მხოლოდ ფიქრსა და გეგმების დალაგებას, მაშინ მოემზადეთ წარუმატებლობისა და უბედურებისათვის.