იმისათვის რომ თქვენი შედეგი უფრო სარწმუნო იყოს თქვენ აუცილებლად უნდა შეასრულოთ ორი პირობა:
1. მშვიდი ადგილი, სადაც თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ მომავალი 10 წუთის განმავლობაში, სადაც შესძლებთ იჯდეთ მოხერხებულად და მოდუნებულად.
2. მცირე ფანტაზია, იმისათვის რომ წარმოიდგინოთ ცოცხალი სამყარო. შეგიძლიათ წამოიდგინოთ ის ვარსკვლავების გროვად ან ენერგიის მოდინებად – როგორც გესიამოვნებათ.
თუკი ეს პირობები უკვე შექმნილია – შეგიძლიათ დაიწყოთ ტესტის გავლა, თუკი არა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ამობეჭდოთ ტექსტი და გაიაროთ ეს ტესტი მოგვიანებით.
ყურადღება: ექპერიმენტის სისუფთავისთვის უკეთესია მიჰყვეთ მას თანმიმდევრულად, არ გაიქცეთ წინ და შეეცადეთ იყოთ მაგქსიმალურად გულწრფელები. წინააღმდეგ შემთხვევაში სიამოვნების ნახევარს გაფლანგავთ.
მაშასე, დაბრძანდით მოხერხებულად. მარცხენა ხელი დაიდევით მუხლზე ისე რომ ხელის გული ზევით იყოს და შეასრულეთ 5 მარტივი მოქმედება:
1. დაიდევით მარჯვენა ხელი გულზე და წარმოსთქვით (შეგიძლიათ გონებაში შეასრულოთ ეს), მივმართავ დედა ბუნებას: “დედა ბუნებავ მე სულიერი არსება ვარ!”
2. დაიდეთ მარჯვენა ხელი შუბლზე, ძლიერად მიაჭირეთ მას და დახარეთ თავი ოდნავ წინ. წამოსთქვით (მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ) “დედა ბუნებავ, მე ვპატიობ ყველას და მე ვპატიობ საკუთარ თავს”. შეეცადეთ ყველას გულწრფელად აპატიოთ, მთელი გულით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი ადამიანისთვის – შეეძლოს პატიება.
3. დაიდეთ მარჯვენა ხელი ადილზე თხემსა და შუბლს შორის. ძლიერად დააჭირეთ. მოახდინეთ მასაჟირება საათის ისრის მიმართულებით. წარმოსთქვით “დედა ბუნებავ, გთხოვ მაგრძნობინე, რომ მე სულიერი არსება ვარ, გთხოვ დამეხმარე მოვახდინო საკუთარი თავის რეალიზება ცხოვრებაში.”
4. ახლა აწიეთ მარჯვენა ხელი თავს ზევით და დააკვირდით შეგრძნებებს ხელის გულზე და ადგილზე თხემსა და შუბლს შორის. ისინი შესაძლოა რთულად შესამჩნევი იყოს – სიცივე, სითბო ან ჩხვლეტები. დაიმახსოვრეთ ეს შეგრძნება.
შეცვალეთ ხელი: მარჯვენა დაიდეთ მუხლზე ისე რომ ხელის გული ზევით იყოს, ხოლო მარცხენა ასწიეთ თავს ზევით და დააკვირდით შეგრძნებებს, როდესაც ხელისგულს თხემისკენ მიმართავთ და ასევე დაიმახსოვრეთ ეს შეგრძნებაც.
5. ახლა ორივე ხელი მუხლებზე დაილაგეთ, დახუჭეთ თვალები რამოდენიმე წუთით და შეეცადეთ ბოლომდე მოდუნდეთ. უბრალოდ დააკვირდით თქვენს შიგნითმ თავზე, ხელის გულზე, თითებზე შეგრძნებებს.
თუკი თქვენ ყველაფერი ზედმიწევნით სწორედ შეასრულეთ გაეცანით შედეგებს:
1. თუკი თქვენ ტესტის შემდეგ იგრძენით სიცივე, ხელის გულებიდან და თხემის მიდამოდან დაახლოებით მზგავსი ძალით – გილოცავთ, თქვენ ნამდვილად სულმაღალი ადამიანი ხართ! თქვენი ენერგია მუშაობს სრული ძალით თქვენ უბრალოდ მისი მართვის სწავლა გმართებთ.
2. თუკი თქვენ გაქვთ შეგრძნება, მაგრამ ის საკმაოდ სუსტია და არათანაბარია (ერთ ხელზე მეტია, ხოლო მეორეზე ცოტა, ან ზოგიერთ ადგილებზე გრზნობთ სითბოს ან ჩხვლეტას) – თქვენ სწორ გზად ადგახართ, მაგრამ თქვენ კვლავაც გაქვთ საკუთარ თავზე სამუშაო. და უმჯობესი ინქება ამას ახლავე თუ დაიწყებთ.
3. თუკი თქვენ ვერაფერი ვერ შეიგრძენით, არ განაწყენდეთ, შესაძლოა თქვენ უბრალოდ გადაიღალეთ და ამჯერად ყურადღების მოკრება ფერ შეძელით, შეეცადეთ დაისვენოთ და შემდეგ სცადეთ გაიაროთ ტესტი განმეორებით – ასევე გირჩევთ დაამატოთ მეტი გულწრფელობა.