რატომ უნდა შეინახოთ დაფნის ფოთოლი საფულეში: საიდუმლო მეთოდი ფინანსების მოსაზიდად

1

დაფნის ფოთოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანამატია ბევრი ნაცნობი კერძისთვის. მის გარეშე შეუძლებელია მოამზადოთ გემრიელი კერძი, ბულიონი და ნებისმიერი კონსერვი. მართალია, დაფნა შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით. მაგალითად, მისი ადგილი შეგიძლიათ იპოვოთ არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ საფულეში. გაგიკვირდათ? გიამბობთ, რატომ უნდა შეინახოთ დაფნის ფოთოლი საფულეში და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამას.

ერთ-ერთმა მეგობარმა მოულოდნელად დაიწყო კომპანიაში გამოჩენა ახალი ძვირადღირებული ნივთებით. მეგონა, რომ მისი განახლებული გარდერობის წყარო მდიდარი თაყვანისმცემელი გახდა. მაგრამ გაირკვა, რომ მეგობარს გამოუჩნდა დამატებითი შემოსავლის წყარო, სამსახურშიც ხელფასი მოუმატეს. ასეთი ფინანსური წარმატება ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მეგობარმა გამიმხილა, რომ მისი ფულის საიდუმლო დაფნის ფოთოლია. თურმე, მისი დახმარებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეგვიძლია.

რატომ უნდა შეინახოთ დაფნის ფოთოლი საფულეში: ჯადოსნური თვისებები

ძველ დროში დაფნის ფოთოლი სიმდიდრის, დოვლათის და ბედნიერების სიმბოლოდ ითვლებოდა. მაგალითად, ძველ საბერძნეთში გამარჯვებულს თავზე ადგამდნენ დაფნის გვირგვინს, როგორც ტრიუმფის და დიდების სიმბოლოს. ძველ რომში დაფნის ფოთოლს ბედნიერების და კეთილდღეობის მოსაზიდად იყენებდნენ. ხალხი დარწმუნებული იყო, რომ დაფნის ფოთოლი დაავადების განკურნებაში და დოვლათის მოტანაში ეხმარებოდათ.

ამიტომაც, დაფნის ფოთოლი ფულის სხვადასხვა რიტუალის სავალდებულო ელემენტი იყო. გარდა ამისა, დაფნა მზის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ თილისმად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაფნის ფოთლის დახმარებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ფინანსურ ზრდას, სახლის გაწმენდას ნეგატივისგან და სამსახურის პოვნას. ამის გაკეთება ძალიან ადვილია.

როგორ გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა დაფნის ფოთლით?

დაფნის ფოთოლი ფულის ძლიერი თილისმაა, ამიტომ საფულესთან მისი კონტაქტი ხელსაყრელ გარემოს შექმნის სიმდიდრის მოსაზიდად. ექსპერტები გირჩევენ, შეინახოთ დაფნის ფოთოლი საფულეში. ასე მოიზიდავთ სიმდიდრეს თქვენს ცხოვრებაში და საფულეს ნეგატივისგან დაიცავთ. მოულოდნელი ხარჯი, დანაკარგი და ფინანსური სირთულე გვერდს აგივლით.

დაფნის ფოთოლმა რომ იმოქმედოს, რამდენიმე რეკომენდაცია დაიცავით:

1. აირჩიეთ საფულე სწორად. პირველ რიგში, საფულე ვიზუალურად უნდა მოგწონდეთ. ეს მნიშვნელოვანია. საფულისთვის საუკეთესო ფერია შავი, წითელი, მწვანე ან ყავისფერი. ფულის ფერებად ითვლება და სიმდიდრის მოზიდვას ხელს უწყობს. სასურველია, საფულე ნატურალური ტყავისგან იყოს დამზადებული. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, აიღეთ ხარისხიანი ტყავის შემცვლელი. მთავარია, რომ ახალი იყოს.

2. აიღეთ დაფნის ფოთოლი. უნდა იყოს მთელი, დაზიანების გარეშე, გლუვი ზედაპირით. სხვათა შორის, შეიძლება იყოს გამხმარი ან მწვანე.

3. ფოთოლი ხელისგულებს შორის ფრთხილად გაახახუნეთ. ასე თილისმას თქვენი ენერგიით დამუხტავთ. შემდეგ ფოთოლს წაუსვით წვეთი პიტნის ან ფორთოხლის ეთერზეთი. ასე დაფნის ფულად ენერგიას გააძლიერებთ.

4. დაფნის ფოთოლი წითელ ხელსახოცში ან ნაჭერში გაახვიეთ და საფულეში ფულის გვერდით შეინახეთ. ხმამაღლა თქვით: „ფული ფულს!“

5. ამის შემდეგ საფულე დახურეთ და ხელში დაიჭირეთ. რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენი ფინანსური ოცნება წარმოიდგინეთ. ვიზუალურად წარმოიდგინეთ, როგორ იღებთ ფულს ხელში და ინახავთ საფულეში, როგორ იხდით ამ ფულით შესყიდვებს. წარმოიდგინეთ, როგორ შრიალებს კუპიურები, რა სუნი აქვს, შეიგრძენით მათი წონა ხელში.

6. ბოლოს სამყაროს მადლობა გადაუხადეთ სიმდიდრისთვის. ამაში არის განსაკუთრებული საიდუმლო. როცა სამყაროს მადლობას უხდით, მაშინაც კი, თუ ჯერ მიზანი მიღწეული არ არის, აპროგრამებთ სამყაროს, დაგეხმაროთ სასურველის მიღწევაში. ამრიგად, მადლიერება იმისთვის, რაც ჯერ არ გაქვთ, იზიდავს თქვენს ცხოვრებაში იმას, რაზეც ოცნებობთ.

7. დაფნის ფოთოლი საფულეში თილისმად ატარეთ და შეცვალეთ გაცვეთის ან იერის დაკარგვის შემთხვევაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმავე პრინციპით, როგორც პირველად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს