მათემატიკური თავსატეხები ტვინის სავარჯიშოდ – ამოხსენით 30 წამში 

229

ჩვენი ტვინი ძლიერი გამართული მექანიზმია, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ბევრი წარმოუდგენელი რამ. ტვინს მუდმივად ვარჯიში სჭირდება, რომ საუკეთესოდ იმუშაოს. ტვინის სავარჯიშოები დარბაზში ჩაჯდომებს ან გაწელვებს არ ჰგავს, მაგრამ ისიც კარგ შედეგს იძლევა. მათემატიკური თავსატეხები ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ტვინის სტიმულირებისთვის.

ნებისმიერი სწავლა კონცენტრაციას და ყურადღებას მოითხოვს. პროცესმა მარტივად და სასიამოვნოდ რომ ჩაიაროს, ექსპერტები გირჩევენ, ამოხსნათ უჩვეულო ამოცანები, მაგალითად, ამოცანები ნახატებში. ეს თავსატეხები მეგობარმა მირჩია. ასეთ სავარჯიშოებს კოლეგებთან იყენებს მუშაობის გასაუმჯობესებლად. არასტანდარტული ამოცანები ხელს უწყობს ყურადღების გადატანას და ტვინის სტიმულირებას სერიოზული სამუშაო აქტივობის დროს.

მათემატიკური თავსატეხები ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

თავსატეხების ფორმატი კარგია იმით, რომ ტვინს მრავალმხრივ მუშაობას აიძულებს. ასეთი ამოცანების ამოხსნაში ჩართულია შემოქმედებითი აზროვნება, ლოგიკა და გონებრივი აქტივობა. მათემატიკური თავსატეხები ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ყურადღებას და კონცენტრაციას.

დაითვალეთ ცხენები

ეს თავსატეხი სისწრაფეს მოითხოვს. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მის ამოხსნას მხოლოდ 30 წამი სჭირდება. თუ შეძელით, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ჭკვიანი და ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანი ხართ.

სურათზე გამოსახულია ცხენები, ცხვრები და ზებრები. თითოეულ ცხოველს გარკვეული ციფრი შეესაბამება. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიგოთ და შემდეგ ბოლო მაგალითი ამოხსნათ. აბა როგორ? ამოხსენით?

ამოხსნა:

ერთადერთი პირობა, რომელიც პირველ მაგალითში მოცემულია, არის ციფრი 8, რომელიც ცხენს შეესაბამება. მეორე მაგალითში გვაქვს ზებრის უცნობი რიცხვი და ორი ცხოველის სხვაობა 4. შეგვიძლია გავიგოთ, რომელი ციფრი შეესაბამება ზებრას.  X – 8 = 4. X = 4 + 8 = 12. ამრიგად, ზებრა = 12.

შემდეგ შეგვიძლია განვსაზღვროთ ცხვრის ციფრი. მესამე მაგალითში არის პატარა ხრიკი, რადგან მის სწორად ამოსახსნელად მათემატიკური წესი უნდა იცოდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ სრულდება გამრავლება, რომელიც მაგალითის მეორე ნაწილშია, შემდეგ შეკრება. ამრიგად, ცხვრის ციფრი გამოდის: 56 – 8 = 48.  48 / 8 = 6. ცხვარი – 6.

ახლა მთავარი მაგალითი ამოხსენით. ცხოველის შესაბამისი ციფრები ჩასვით და პასუხს მიიღებთ: 12 / 6 = 2. 8 + 2 = 10.

გარდნერის ჭრილი

ამერიკელი მწერალი მარტინ გარდნერი მათემატიკით იყო გატაცებული, ამიტომ მუდმივად ქმნიდა სხვადასხვა ამოცანებს და თავსატეხებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო „გარდნერის გიჟური ჭრილი“. ქვემოთ მოცემულ სურათზე დახატულია უჩვეულო ფიგურა. თქვენი ამოცანაა ერთი ხაზით ფიგურა ორ თანაბარ ნაწილად გაჭრათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ აუცილებელი არ არის ხაზი სწორი იყოს.

შეძელით? აი, სწორი პასუხი.

მათემატიკური თავსატეხები: რამდენი სამკუთხედია?

ქვემოთ მოცემულ სურათს ყურადღებით დააკვირდით. მასზე გამოსახულია სამკუთხედი, დაყოფილი რამდენიმე ნაწილად. ყურადღებით დააკვირდით და დათვალეთ ყველა სამკუთხედი სურათზე.

აბა როგორ? რამდენი მიიღეთ? იხილეთ პასუხი ქვემოთ.