აირჩიეთ ბუ და მიიღეთ ბრძნული რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რთული საკითხის გადაჭრაში

1108

როდესაც ცხოვრებაში პრობლემები ან სირთულეები გვაქვს, დახმარებას სხვადასხვა წყაროდან ვეძებთ. ამიტომაც ყველა ნიშანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ფსიქოლოგიური ტესტები შესაფერისია მინიშნების მისაღებად. მაგალითად, სურათს შეხედეთ და აირჩიეთ ბუ, რომელიც თანდაყოლილი სიბრძნით სწორ გადაწყვეტილებაზე მიგანიშნებთ.

ეს ტესტი ფსიქოლოგიით გატაცებულმა მეგობარმა მაჩვენა. უჩვეულო ფსიქოლოგიურ ტესტებს აგროვებს, განსაკუთრებით ტესტებს სურათებში. ამ ტესტის გავლა შემომთავაზა, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა. ვგრძნობდი, რომ ჩიხში ვიყავი და არ ვიცოდი, რა გზა ამერჩია. მეგობარმა შემომთავაზა სურათი ბუებით და დამპირდა, გამოსავალი გამოჩნდებოდა. ასეც მოხდა!

აირჩიეთ ბუ ბრძნული რჩევის მისაღებად

ერთი შეხედვით, მარტივი ტესტია, მაგრამ შეუძლია გიკარნახოთ, სად იპოვოთ გამოსავალი. დააკვირდით სურათს და აირჩიეთ ბუ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. აირჩიეთ? ახლა წაიკითხეთ ბრძენი ფრინველის რჩევა.

№1 იმედის ბუ

ეს ბუ გახსენებთ, რომ რწმენა არ უნდა დაკარგოთ. თქვენი ოცნებები მალე ახდება, თუ თავად ირწმუნებთ ამას. გახსოვდეთ, ბედი უღიმის მათ, ვინც არ კარგავს შეუპოვრობას და საკუთარი ძალების რწმენას. თუ სამყაროსა და გარშემომყოფების სიყვარულით იცხოვრებთ, მალე დაინახავთ, რომ თქვენი რეალობა უკეთესობისკენ იცვლება.

№2 კეთილდღეობის ბუ

თუ ეს ბუ მოგწონთ, ნიშანია, რომ ძალიან მალე დაინახავთ თქვენი შრომის და ძალისხმევის შედეგს. დახარჯული დრო და ძალისხმევა გადაიქცევა მიღწევებად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენი შუქურა იყო ზრდისთვის. გახსოვდეთ, არც ერთი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს უაზროდ, რადგან თითოეული მათგანი ოცნებისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯია. მუშაობა გააგრძელეთ და თქვენი ჯილდო ძალიან მალე გიპოვით.

№3 სიმშვიდის ბუ

თუ ეს ბუ აირჩიეთ, თქვენთვის მთავარი რჩევაა, არ დანებდეთ. დაე, გზაზე დაბრკოლებებმა არ დაგასუსტოთ, არამედ გაგაძლიეროთ და თავდაჯერებულობა შეგმატოთ. მაშინაც კი, თუ დროდადრო სასოწარკვეთა გიპყრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ დანებდებით, საქმე არ გამარტივდება. გამოავლინეთ შეუპოვრობა, არ გაჩერდეთ და სასურველს მიაღწევთ.

№4 სიძლიერის ბუ

ამ ბუს ირჩევენ ისინი, ვისაც ცხოვრებაში ლიდერებს უწოდებენ. მაშინაც კი, თუ ახლა ახალი მიღწევების რესურსს ვერ გრძნობთ, დასახულ გზას არ უნდა გადაუხვიოთ. ყოველ დღეს სიხარულით შეხვდით, ყოველ ადამიანს – ღიმილით. ეს სასიამოვნო ბონუსებით დაგიბრუნდებათ. შემოწმებულია!

№5 ბედნიერების ბუ

ეს ბუ გახსენებთ, რომ ღიმილით ყველაზე პირქუში დღეც ნათელი შეიძლება გახდეს. ყველაფერი, რასაც სიხარულით და გულღიად აკეთებთ, ბევრად უკეთესი და ხარისხიანი გამოდის. გახსოვდეთ, პოზიტიური დამოკიდებულებით ნებისმიერი პრობლემა სიკეთით შეიძლება შემოტრიალდეს. ოპტიმიზმი ყველა ჩაკეტილი კარის გასაღებია.

№6 ოცნების ბუ

ეს ბუ გახსენებთ, რომ თუ რამე ძალიან გინდა, აუცილებლად ახდება. არ დაგავიწყდეთ ყველაზე კაშკაშა ფერებში წარმოიდგინოთ თქვენი მიზნები, ასევე გრძნობები, რომელთაც მათი მიღწევისას განიცდით. ყოველდღე ნაბიჯი გადადგით თქვენი მიზნისკენ და ძალიან მალე თქვენი ყველაზე თამამი ოცნებები ახდება.