ბერძნული წარმოშობის ყველაზე ლამაზი სახელები – რა დავარქვათ ბავშვს?

727

მშობლები ხშირად ხელმძღვანელობენ პირადი უპირატესობით, როცა შვილისთვის სახელს არჩევენ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თითოეულ სახელს საკუთარი ენერგეტიკა აქვს. მაგალითად, ჩვენთვის ნაცნობი სახელების უმეტესობა ბერძნული წარმოშობისაა. ბერძნული სახელები ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით და კეთილშობილებით, რამაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად აქცია.

თითოეულ სახელს კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. ადრე, როცა ბავშვს სახელს არქმევდნენ, იმედოვნებდნენ, რომ ბავშვი ხასიათის კონკრეტულ თვისებებს ან უნარებს მიიღებდა. რა თქმა უნდა, ახლა ამ საკითხს გაცილებით მშვიდად უდგებიან, მაგრამ თუ ბავშვისთვის სახელს არჩევთ, უმჯობესია ინფორმაციას გაეცნოთ. სხვათა შორის, რას ნიშნავს თქვენი სახელი?

ბერძნული სახელები ქალებისა და კაცებისთვის

ბერძნული სახელების უმეტესობა ბუნების ძალას ადიდებდა ან ადამიანს აიგივებდა მცენარესთან ან ცხოველთან. კონკრეტული სახელი ერთგვარი თილისმა ან ორიენტირი იყო. ამიტომ ადამიანები ცდილობდნენ შვილისთვის დაერქვათ ისეთი სახელი, რომელსაც ის ამაყად ატარებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. შევადგინეთ საბერძნეთიდან მრავალი საუკუნის წინ შემოსული ყველაზე ლამაზი სახელების სია ქალებისა და კაცებისთვის.

ბერძნული წარმოშობის სახელები ქალებისთვის

ანასტასია

ანასტასია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალის სახელია. ძველი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „აღმდგარი“ ან „სიცოცხლეში დაბრუნებული“. როგორც წესი, ამ სახელის მატარებელი ქალური, ელეგანტური და მომხიბვლელია. ცოცხალი, ცნობისმოყვარე გონებით გამოირჩევა. ხშირად ავლენს მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭს და კარგ ინტუიციას.

ეკატერინე

კიდევ ერთი პოპულარული სახელი. ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „უმწიკვლო“, „წმინდა“. როგორც წესი, ამ სახელის მატარებელი ნებისყოფით და მიზნების მიღწევის სურვილით გამოირჩევა. გარშემომყოფები აღნიშნავენ, რომ ეკა პირდაპირი და პატიოსანი ადამიანია, ამიტომ შეუძლებელია მის წესიერებაში ეჭვის შეტანა.

ელენა

ძველი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „სინათლე“, „ჩირაღდანი“ ან „მზის სხივი“. ელენას თანდაყოლილი მშვენიერების შეგრძნება აქვს. ძალიან კომუნიკაბელურია, კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა. ამ სახელის მატარებლის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ახლობლების მიმართ ძალიან ყურადღებიანი და მგრძნობიარეა.

ირინა

ეს სახელი მოდის ბერძნული ქალღმერთი ეირენესგან, რაც ნიშნავს „მშვიდობას“ და „სიმშვიდეს. ბუნებრივი თავქარიანობის მიუხედავად დამოუკიდებლობით გამოირჩევა. ჩვეულებრივ, კომუნიკაბელურია, ამიტომაც ნებისმიერ კომპანიაში სასურველია.

ნიკა

ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „გამარჯვება“. ამით ყველაფერი ნათქვამია. ნიკა გამოირჩევა ლოგიკური მოქმედებით და შინაგანი სიმშვიდით. საკმარისად გაწონასწორებულია, რომ ცივი გონებით აკონტროლოს თავისი აზრები და მოქმედებები.

ყველაზე ლამაზი ბერძნული სახელები კაცებისთვის

ალექსანდრე

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „დამცველი“. კომუნიკაბელური და გონებამახვილია, რაც ნებისმიერ კომპანიაში სასურველს ხდის. კარგი მეხსიერება და ძლიერი ცნობისმოყვარეობა წარმოუდგენელი მწვერვალების მიღწევაში ეხმარება. მართალია, ამისთვის უნდა გაუმკლავდეს ეჭვებს და გაუბედაობას, რომელიც ხშირად ვლინდება ამ სახელის მატარებელში.

ვასილი

ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „სამეფო“ ან „მმართველი“. გამოირჩევა ინტელექტით, ჭკუით და გონებამახვილობით. როგორც წესი, აქვს ძლიერი თვითშეფასება, ამიტომაც ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას.

დიმიტრი

სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან „დემეტრიოსი“ – „დემეტრეს საკუთრება“, რომელიც მითოლოგიაში იყო მიწათმოქმედების და ნაყოფიერების მფარველი. დიმიტრის მთავარი უპირატესობა არის შეუპოვრობა და ძლიერი ნებისყოფა. ამ სახელის მატარებელი კომუნიკაციით და მოსიყვარულებით გამოირჩევა. კარიერულ კიბეზე ადვილად ადის, რადგან წარუმატებლობას ადვილად და ზედმეტი ემოციის გარეშე უმკლავდება.

პეტრე

ბერძნულ ენაზე ეს სახელი ნიშნავს „ქვას“ ან „კლდეს“. როგორც წესი, ამ სახელის მატარებელ მამაკაცს კარგი თვითშეფასება აქვს, მიზანდასახული და საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. ამასთან მტკივნეულად აღიქვამს წყენას და დიდხანს არ იმახსოვრებს. მასთან საქმის დაჭერა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ აფასებს ერთგულებას და გულწრფელობას.

ტარასი

ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მეამბოხე“, „მოუსვენარი“. ამ სახელის მატარებელი დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მას აქვს ბევრი ნიჭი და იდეა, რომელსაც სხვებს სიამოვნებით უზიარებს. თუმცა ხშირად აკლია შინაგანი ძალა ნიჭის გასავითარებლად. ამ შემთხვევაში ეხმარება ცოლი და პარტნიორი, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს პირად და სამუშაო საკითხებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს