ჯადოს ნიშნები ბინაში – რომელ ნივთებთან უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე

2119

როცა სახლს ვყიდულობთ ან ვქირაობთ, ვიმედოვნებთ, რომ იქ სულიერად და ფიზიკურად დასვენებას შევძლებთ. მაგრამ ხანდახან აუხსნელი მიზეზით ახალ საცხოვრებელში დისკომფორტს განვიცდით. მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ წინა მფლობელის ნეგატიური გავლენის გამორიცხვა არ ღირს. ჯადოს ნიშნები ბინაში შეიძლება შეუმჩნეველი იყოს.

მეგობრებთან ერთად დასვენება და სახლის დაქირავება გადავწყვიტეთ. შენობა მოგვეწონა ვიზუალურად, მაგრამ იქ ყოფნა უსიამოვნო იყო. მიზეზი გასაგები გახდა, როცა შემთხვევით ერთ-ერთი კარის ღიობში ჩარჭობილი ნემსი ვიპოვეთ. ეს ნივთი უბედურებაზე შელოცვილი შეიძლება ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამ სახლიდან გადავედით. თქვენც მსგავსი რამ რომ არ დაგემართოთ, გიამბობთ, სხვა რომელი ნივთები შეიძლება იყოს გამოყენებული შელოცვისთვის.

ჯადოს ნიშნები სახლში

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი ნივთის სახლში პოვნა ზიანის გარანტიას არ იძლევა. მაგრამ თუ გრძნობთ დეპრესიას, ცხოვრებაში ხდება უსიამოვნო მოვლენები, თქვენს სახლს დააკვირდით.

სხვათა შორის, ეს ნივთები შეიძლება იპოვოთ როგორც ახალ, ასევე ძველ სახლში. ახალი ნაცნობების ან უსიამოვნო ხალხის სტუმრობის შემდეგ სახლს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

რომელი ნივთები შეიძლება იყოს უბედურების მომტანი?

ძაფები და თოკები

ჯადოქრები რიტუალებში სხვადასხვა ძაფებს იყენებენ. ისინი შეიძლება შელოცვილი იყოს როგორც სიკეთის, ასევე უბედურების, ავადმყოფობის და წარუმატებლობის მოტანაზე. სარკეზე, კარზე ან ავეჯზე დაკიდებულმა ძაფმა და თოკმა უნდა გაგაფრთხილოთ. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ ძაფებთან, რომელთაც არ იყენებთ, ანუ თქვენს სახლში არ უნდა იყოს.

ნემსები

ყველა ბასრ ობიექტს შეუძლია ნეგატიური ენერგიის დაგროვება, ამიტომ დამწყები ჯადოქრები მათ ხშირად იყენებენ. მაგალითად, ამ მიზეზით არ არის მიღებული დანის და მაკრატლის ჩუქება. ჩვეულებრივ, წარუმატებლობაზე შელოცვილ ნემსებს სახლის ყველაზე ფარულ ადგილებში მალავენ. როგორც წესი, ეს არის კარის და ფანჯრის ღიობი, შპალერი კუთხეებში ან ავეჯის უკან.

ცარცით ნახატი

ყურადღება მიაქციეთ, რომ კარებსა და ფანჯრებზე დახატული ჯვრები და სხვა სიმბოლოები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ სახლში სხვადასხვა რიტუალები ტარდებოდა. შეიძლება არ ატარებდეს ნეგატიურ ენერგიას, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვერ იქნებით.

მიწა

მიწა ყველა შელოცვის და რიტუალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ატრიბუტია. ის შეიძლება დაყარონ ზღურბლის ქვეშ ან სახლის კუთხეებში. არსაიდან გაჩენილი ჭუჭყის პოვნისას სიფრთხილე გმართებთ. გარდა ამისა, ხანდახან მიწას ყრიან ქისაში და აგდებენ ავეჯის უკან, რომელსაც იშვიათად გადააადგილებენ, მაგალითად, კარადის უკან. ასეთ მიწას ხშირად იღებენ სასაფლაოდან ან ჩვეულებრივი მიწია შელოცვილი უბედურებაზე.

კვერცხი

კვერცხს ნეგატიური ენერგეტიკის შთანთქმის უნარი აქვს. ამიტომაც მიღებულია კვერცხით ავადმყოფობის და სასიყვარულო შელოცვების ამოღება. თუ სახლში არსაიდან გაჩენილი კვერცხი იპოვეთ, ავადმყოფობაზე შელოცვის ნიშანი შეიძლება იყოს.

თმა

სხვისი თმის კონა თქვენს სახლში უბედურების მოსაზიდად და ცოლ-ქმრის განქორწინების მიზნით შეიძლება იყოს მოტანილი. ზოგჯერ თმას მალავენ სახლის კუთხეებში ან ბალიშში.

ბუმბული

სახლის დასუფთავებისას ბუმბული იპოვეთ? ესეც სხვა ადამიანის არაკეთილსინდისიერი გავლენის ნიშანია. ჯვრად დაკეცილი ბუმბული, როგორც წესი, სახლის პატრონის სიკვდილზე შელოცვილია.

საჩუქრები

თუ სახლში უსიამოვნებები გახშირდა, დაფიქრდით, ხომ არ გამოჩნდა ახლახან ნაჩუქარი ნივთი. გაიხსენეთ, რომელი ნივთი გამოჩნდა სახლში თქვენი ნების გარეშე? სხვათა შორის, ასეთი ნივთები ქვეცნობიერად მაშინვე არ მოგვწონს. მჩუქებლისთვის მადლობის გადახდაც არ გვინდა. ყოფილა ასეთი შემთხვევა?

ქუჩაში ნაპოვნი ნივთები

ქუჩაში ნაპოვნი ნებისმიერი ნივთი ნეგატიური ენერგეტიკის მატარებელი შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, ეს არის სამკაული და სხვა ძვირფასი ნივთი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არის რაღაცები, რომლებიც ქუჩაში არ უნდა აიღოთ.

ჯადოს ნიშნები სახლში: რა ვუყოთ უსიამოვნო ნაპოვნ ნივთებს

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საეჭვო ნივთი მაშინვე უნდა გაანეიტრალოთ, რომ ცხოვრება ისევ არ მოგიწამლოთ. ამისთვის უნდა იცოდეთ რამდენიმე მარტივი წესი:

  1. ნაპოვნი ნივთი შიშველი ხელით არ აიღოთ. სქელი ქსოვილით აიღეთ ან ხელთათმანი გაიკეთეთ. ნემსები ბრტყელტუჩათი ამოიღეთ.
  2. ყველა ნაპოვნი ნივთი ცეცხლში ჩააგდეთ და დაწვით. ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია.
  3. თუ ნივთი მთლიანად არ დაიწვა ან მხოლოდ ნაწილობრივ (მაგალითად, ნემსი და ქინძისთავი), ამის შემდეგ სახლიდან და ბოსტნიდან შორს მიწაში ჩამარხეთ.
  4. ყველა მანიპულაციის შესრულებისას თქვით „საიდანაც მოვიდა, იქ წავიდა“
  5. სახლში დაბრუნებისას იატაკი მარილით გაწმინდეთ. ამის შემდეგ ჩვარი გადააგდეთ.
  6. ნებისმიერი წარწერა და ნიშანი წაშალეთ, თუნდაც დაცვის საშუალებად მოგეჩვენოთ. ზუსტად არ იცით, რა გზავნილს ატარებს, ამიტომ შედეგში დარწმუნებული ვერ იქნებით. უმჯობესია, მოგვიანებით თავად გააკეთოთ სასურველი ნიშნები.
  7. სახლის კუთხეებში ნაკურთხი წყალი ასხურეთ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს