ტესტი სიმდიდრეზე: რა განაპირობებს თქვენს კარიერულ წარმატებას და რომელი პროფესია დაგეხმარებათ სიმდიდრის მოხვეჭაში?

142

ბაყაყი – ძველ ჩინეთში ის სიმდიდრისა და სიბრძნის სიმბოლოდ ითვლებოდა. ამოირჩიეთ ტესტის სურათზე ნაჩვენები 16 ბაყაყიდან ერთ-ერთი და გაიგეთ, თუ რა წარმოადგენს თქვენი სიმდიდრის წყაროს.

1. თქვენი სიმდიდის წყარო – პროფესია, რომელსაც კავშირი აქვს პოპულარობასთან, სახელის მოხვეჭასთან, ან რეკლამასთან. თქვენთვის ზედგამოჭრილია ჟურნალისტიკა, სილამაზის სალონი, სამკაულების, მოდური ტანსაცმლებისა და ბრენდული ნივთების გაყიდვა. ასევე არ არის გამორიცხული მსახიობის, ან მომღერლის კარიერაში წარმატების მიღწევა.

2. თქვენი სიმდიდრის წყარო – თქვენივე იდეები, მსჯელობები, ლოგიკა და ა.შ. თქვენ გაქვთ იმის ნიჭი, რომ მოიგონოთ სრულიად ახალი სისტემა ნებისმიერ სფეროში, ან არაჩვეულებრივად უხელმძღვანელოთ ძველს. ძალიან წარმატებული იქნებით ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე იურიდიულ და სამეცნიერო საქმიანობებში. გაქვთ ფართო და თავისუფალი აზროვნების უნარი.

3. თქვენი სიმდიდრის წყარო – რწმენა, რომელიც არის ღრმა და ძლიერი. ჩვენ არ გვაქვს საუბარი უფლის რწმენაზე და რელიგიაზე, არამედ ვგულისხმობთ საკუთარი თავის, საკუთარი ძალების და გარშემო მყოფი ადამიანებისადმი რწმენას. თქვენ ასევე შეგიძლიათ გარშემომყოფთათვის ამ რწმენის გაზიარება, რაც ძალზედ დასაფასებელია. შეგეფერებათ ნებისმიერი სახის სამუშაო, რომელიც ადამიანების დახმარებასთანაა დაკავშირებული: ექიმობა, პედაგოგობა, მღვდლობა და ა.შ

4. თქვენი სიმდიდრის წყარო – მუშაობა ჯგუფში, კოლექტივში. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ოფისში, ან სახლში, შეგიძლიათ მართოთ ძალიან დიდი ბიზნესები, თუმცა აუცილებლად გესაჭიროებათ გვერდში ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდში იქნება და თქვენს იდეებს მხარს დაუჭერს. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს მეუღლე, ან ბავშვობის მეგობარი.

5. თქვენი სიმდიდრის წყარო – ყველაფერი, რაც კავშირშია ოჯახურ მყუდროებასთან. მათ შორის: სხვადასხვა კერძების მომზადება, კულინარია, სამზარეულო ტექნიკა, რემონტი და ა.შ. თქვენგან მაღაზიის, ან კაფის არაჩვეულებრივი მფლობელი დადგება. ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ საკუთარი თავი მთლიანად ოჯახსა და ბავშვებს მიუძღვნათ.

6. თქვენი სიმდიდრის წყარო – აქტიურობა, მოქმედება და გამუდმებით წინ სვლა. თქვენთვის ყოველთვის აქტუალური იქნება სიტყვები “ცხოვრება – მოქმედებაა”. პროფესია, რომელშიც წარმტებას მიაღწევთ აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს მოგზაურობასთან, ან სპორტთან. თუ თქვენი სამსახური მაინც განსხვავებულია, მაშინ აუცილებელია გაანეიტრალოთ იგი შესაბამისი ჰობებით.

7. თქვენი სიმდიდრის წყარო – სიხარბე იმ სიამოვნებების მიმართ, რასაც ცხოვრება გჩუქნით. თქვენთვის მიზანშეწონილია გასართობ სფეროებში მუშაობა, ან რესტორნის ბიზნესის ფლობა. ცხოვრებამ აუცილებლად უნდა მოგანიჭოთ სიხარული, სიყვარული და ბედნიერება. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ გიყვარდეთ საკუთარი სამსახური.

8. თქვენი სიმდიდრის წყარო – წვეულებები. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ საბავშვო წვეულებები, იყოთ არაჩვეულებრივი თამადა, ფოტოგრაფი, ან მუსიკოსი. თქვენგან ასევე გამოვა არაჩვეულებრივი გამფორმებელი და დიზაინერი. ასევე კარგად გაართმევთ თავს ტურისტულ აგენტობას. თქვენთვის აუცილებელია ნათელი ცხოვრება!

9. თქვენი სიმდიდრის წყარო – თქვენივე თანაგრძნობის უნარი. ვაღიარებთ, რომ თქვენგან არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი დადგებოდა, რომელიც უპრობლემოდ შეძლებდა ადამიანების დახმარებას. თქვენ ძალზედ კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რომელსაც ემოციების დამალვა არ შეუძლია, რაც თქვენსავე სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხოვრებაში.

10. თქვენი სიმდიდრის წყარო – ხალხის სამსახურში ყოფნა. თქვენ ზოგადად ძალზედ მკაცრი ხართ სხვა ადამიანების მიმართ და თვლით, რომ ადამიანს თავში ხელის წამორტყმა უფრო შველის, ვიდრე ქება-დიდება. თქვენთვის ზედგამოჭრილია პოლიციაში, ან ჯარში მოღვაწეობა.

11. თქვენი სიმდიდრის წყარო – საკუთარი ბიზნესი. უკეთესია, თუ ეს ბიზნესი დაკავშირებული იქნება მშენებლობასთან. ჰაერივით გესაჭიროებათ რაღაც ახალის შექმნა, რომელიც მოემსახურება ადამიანებს. საკმაოდ სერიოზული და დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნების მქონე ადამიანი ბრძანებით, გაქვთ საკუთარი შეცდომების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ძალა, რაც ძალზედ დასაფასებელია.

12. თქვენი სიმდიდრის წყარო – ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მეტალთან და სისწრაფესთან. ეს შეიძება იყოს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების მშენებლობა, ან მათი მართვა. მოკლედ რომ ვთქვათ ამ ცხოვრებაში თქვენთვის ძალიან მნიშვნელობანია სისწრაფე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დაცულობა და უსაფრთხოების გარანტია.

13. თქვენი სიმდიდრის წყარო – აუცილებლად უნდა გჩუქნიდეთ სითბოსა და ბედნიერებას როგორც თქვენ, ასევე თქვენს საყვარელ ადამიანებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუთმოთ ყურადღება წვრილმანებს. თქვენი დავალებაა საინტერესო იდეების მოწოდება. ხშირ შემთხვევაში მკაცრ, უხეშ ადამიანად გთვლიან, თუმცა სინამდვილეში თქვენ ყველაფერს მხოლოდ ამ ადამიანების სასიკეთოთ აკეთებთ.

14. თქვენი სიმდიდრის წყარო – დამოკიდებულია თქვენს იუმორის გრძნობაზე. მისი გამოვლენა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ სფეროში. რა თქმა უნდა დამკრძალავი ბიურო არ არის შესაფერისი ადგილი სამუშაოდ თქვენნაირი ადამიანისთვის. გონებამახვილობა და მჭერმეტყველება გეხმარებათ ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში.

15. თქვენი სიმდიდრის წყარო – ნებისმიერი პროფესია, რომლსაც კავშირი აქვს სისუფთავესთან. თქვენთვის შესაფერისია ექიმის, ან მეცნიერის კარიერა. აუცილებელია, რომ სინდისი გქონდეთ სუფთა და არ ჩაირიოთ ბინძურ საქმიანობებში. თქვენთვის მიუღებელია ტყუილი!

16. თქვენი სიმდიდრის წყარო – გელოდებათ მდინარის ნაპირას შორეულ ქვეყანაში. ცნობისთვის სწორედ ზღვა ითამაშებს გადამწვეტ როლს თქვენს ცხოვრებაში. თქვენი პროფესიული საქმიანობა, ან ჰობი აუცილებლად იქნება დაკავშირებული წყალთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს