ამოირჩიეთ ფერი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ საკუთარი თავის დახასიათება.
ლურჯი
თქვენ მომთმენი, შეუპოვარი და წარმოუდგენლად გულმოდგინე ადამიანი ბრძანდებით. წამოწყებული საქმის მიტოვება, ხელის ჩაქნევა და სიტყვები: “მაინც არაფერი გამოვა” თქვენს სტილში არანაირად არ ჯდება. ყოველთვის ნელ-ნელა, საფეხურებრივად მიყვებით წამოწყებულ საქმეს და არასდროს შეწყვეტთ სვლას, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევთ. სწორედ ამ თვისებებზე დაყრდნობით თქვენგან ნებისმიერ სფეროში შეიძლება ნამდვილი პროფესიონალი ჩამოყალიბდეს. თქვენთვის და თქვენი მსგავსი ადამიანებისთვის ცხოვრება მხოლოდ მაშინაა მისაღები და სასიამოვნო, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ასევე შეგვიძლია თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ თავსატეხებისა და ლოგიკური დავალებების მოყვარული ბრძანდებით, ასვევე ვერ იტანთ სიურპრიზებს და ცვლილებებს ცხოვრებაში.
მწვანე
მწვანე ფერი ითვლება დროებით, გარდამავალ ფერად. ჩვეულებისამებრ ამ ფერს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, მათი ცხოვრებით და სურვილი აქვთ, რომ შეცვალონ სიტუაცია უკეთესობისკენ. “აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ბედნიერი იყო ადამიანი, თუმცა მე საჭირო ადგილას არ ვარ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც ვიქნები” – აი რა წარმოადგენს თქვენი ცხოვრების დევიზს. განსაკუთრებული თვისებები, რომელიც გახასიათებთ: ცნობისმოყვარეობა, გამბედაობა და ინტერესი ყოველივე ახლის მიმართ. თქვენ უბრალოდ მოწყურებული ხართ ცვლილებებს და მთელი გულით მოელით მოვლენების ახლებურად განვითარებას თქვენს ცხოვრებაში.
სტაფილოსფერი
გაზაფხულსა და ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს, მიუხედავად ამინდისა და განწყობისა, ეს ადამიანები ყოველთვის ლიდერის სტაფილოფერ მაისურებში არიან გამოწყობილები! თქვენ ნამდვილი “ენერჯაიზერი” ხართ, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა ამბიციურობითა და პრაგმატიზმით. ასევე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თქვენ არა უბრალოდ იცით, თუ რა გსურთ ამ ცხოვრებაში, არამედ ისიც, თუ როგორ მიაღწიოთ ყოველივე სასურველს. მჭერმეტყველება და ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება, გადმობირება საკუთარ აზრზე თქვენი სტილია. მოკლედ რომ ვთქვათ ძლიერი ადამიანი და საშიში მოწინააღმდეგე ბრძანდებით, რომელიც მიზნების მისაღწევათ არაფერზე დაიხევს უკან.
წითელი
ამ ადამიანებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მსგავსად სხვას არავის შეუძლია თანაგრძნობა და გვერდში დგომა. თუ თქვენ სწორედ ეს ფერი ამოირჩიეთ, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ სანდომიანი და გვერდში მდგომი ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც სხვის ემოციებში და გრძნობებში შეჭრის ძალა შესწევს. თქვენ თავს კარგად მხოლოდ მაშინ გრძნობთ, როდესაც მოვლენები კარგად ვითარდება არა მხოლოდ თქვენს გარშემო, არამედ თქვენი საყვაელი ადამიანების ცხოვრებაში. არასდროს შედიხართ კონფლიქტში გარშემო მყოფ ადამიანებთან, თუნდაც ისინი ამის მიზეზს გაძლევდნენ, თუმცა ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ თქვენს მოთმინებას საზღვარი არ გააჩნია. თქვენთვის ამ ცხოვრებაში სიმშვიდე სამართალზე მნიშვნელოვანია და 100 დან 99 შემთხვევაში მზად ხართ ოპონენტს დაუთმოთ.
ყვითელი
თქვენ შემოქმედებითი, კრეატიული და ორიგინალური ნატურა ხართ. ზურგს აქცევთ სტერეოტიპებს, უპირატესობას ანიჭებთ ყველაფრის თქვენებურად გაკეთებას და ყოველთვის ირჩევთ პრობლემების გადაჭრის უჩვეულო, ორიგინალურ გზას. ასეთი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ქარიზმითა და მომხიბვლელობით. თუ თქვენ სწორედ ეს ფერი ამოირჩიეთ, მაშინ შეგვიძლია დაგახასიათოთ, როგორც ტემპერამენტული ადამიანი, რომელიც ძალიან მალე, მარტივად გამოდის მწყობრიდან და მისი ხასიათი უფრო ცვალებადია, ვიდრე ვალუტა ბაზარზე ვაჭრობის დროს. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ შესანიშნავი ორატორი ხართ, რომელიც მზადაა გაუზიაროს საკუთარი იდეები გარშემო მყოფ ადამიანებს.