ვერხვის ნაყენი უამრავ დაავადებას კურნავს. მასთან ერთად წლების მატება და ავადმყოფობა არ მაშინებს

774

ვერხვის ნაყენი ბევრ მიკრობულ დაავადებას შესანიშნავად კურნავს, მათ შორის გრიპს, ზედა სასუნთქი გზების ანთებას, ბრონქიტს, ფილტვების ანთებას, ანგინას, ოტიტს და ა.შ.

როგორ მოვამზადოთ ნაყენი

  1. აპრილი-მაისის პერიოდში აყვავებამდე ახალგაზრდა ვერხვის კვირტები და ქერქი უნდა შეაგროვოთ, წონის თანაფარდობა 1:3. ყველაფერი კარგად დააქუცმაცეთ. ქერქი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, კვირტები კი ყავის საფქვავით დაფქვით.
  2. აურიეთ და 50 გრ ნარევი აიღეთ. 0,5 ლ არაყი დაასხით.
  3. 4 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და ნაყენი მზადაა.

ნაყენის მიღების დოზა: ზრდასრულებში 30-40 წვეთი, 5 წლამდე ბავშვებში 7-8 წვეთი, 8 წლამდე ბავშვებში 10-12 წვეთი და 12 წლამდე ბავშვებში 15-20 წვეთი.

ბევრი მკურნალობის კურსის შესახებ კითხულობს. თუ დაავადების დაწყებისთანავე ნაყენს გამოიყენებთ, უკვე ერთ დღეში შვებას იგრძნობთ. თუმცა ნაყენის დალევა 2-3 დღე პროფილაქტიკის მიზნით მაინც გააგრძელეთ.

თუ მდგომარეობა უკვე გამწვავებულია, მიღების დრო და დოზა იზრდება – გამოჯანმრთელებამდე.

რაც შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ღვიძლის და თირკმლის დაავადებებს, სკლეროზს, ამ დროს ვერხვი არ გამომიყენებია და ამიტომ ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ თუ არა!

ამბობენ, რომ ვერხვი ადამიანს უარყოფითი ენერგიისგან ათავისუფლებს. ეს ნამდვილად ასეა. სწორედ ამიტომ, ლოგინის ქვეშ 2-3 ხის მასალა ან ვერხვის დაფა დაიდეთ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი არ დაგავიწყდეთ. ამ პირობის დაცვის გარეშე ნებისმიერი მკურნალობა უშედეგო იქნება.

ჯანსაღი ცხოვრების წესი – ეს ცარიელი სიტყვები არაა!

აი, ჩემი ოჯახის ცხოვრების მაგალითი.

ქმარს უკიდურესად მძიმე გულის დაავადება აწუხებდა. ძალიან ბევრ კლინიკაში იმკურნალა, ბოლოს კარდიოლოგიის ინსტიტუტში მოხვდა და სადაც დიაგნოზი დაუსვეს: უიმედო, მაქსიმუმ 2 თვე იცოცხლებს.

მაშინ კი მხოლოდ 47 წლის იყო. ეს განაჩენი მოისმინა და როცა ჩემი მკურნალობის მეთოდი შევთავაზე, დამთანხმდა. განაცხადა, რომ ყველაფერს გაუძლებდა.

რისი გადატანაც მოუწია, ნამდვილად რთული აღსაწერია. ყოველ 3-4 თვეში 7 დღე 7-ჯერ შიმშილობას ვაიძულებდი. ყველა მედიკამენტის მიღება ავუკრძალე, მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი სრული მოცულობით დავუტოვე მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ფეხზე ძლივს დგებოდა.

ნორმალური, სრულყოფილი ცხოვრების დასაბრუნებლად 5 წელი გახდა საჭირო. სწორედ მაშინ შუა აზიაში მოგზაურობა მოვიწყეთ, ალპური მთები დავლაშქრეთ. მას უკვე 52 წელი შეუსრულდა და უკვე 5 წლის სიცოცხლე ვაჩუქე.

ნებისყოფის და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეზღუდვის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. ბოლოს და ბოლოს, ქმარმა ვერ გაუძლო და კურსიდან გადაუხვია. როცა ორი თვის სიცოცხლე დარჩა, სინანულით განაცხადა, რომ ნებისყოფა რომ არ დაეკარგა, კიდევ 10 წელი იცოცხლებდა. მჯერა, ნამდვილად ასე იქნებოდა.

ეს არის პასუხი მათთვის, ვინც სასწაულ მოქმედ რეცეპტს ეძებს. დაიმახსოვრეთ: ერთი აბი ვერ გაგკურნავთ. ის მხოლოდ მდგომარეობას შეამსუბუქებს, სიმპტომებს გააქრობს, დაავადება კი დარჩება.

ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელი უნდა იყოს და დაავადების პროფილაქტიკის და მკურნალობის კურსში ყოველთვის უნდა შედიოდეს. ისინი განუყოფლები არიან. სხვა გზა არაა, თუ გამოჯანმრთელება გსურთ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს