რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ თავი? პროფესიონალების რჩევები

226

სკალპზე, როგორც სახის კანზე ზრუნვა, გაწმენდით იწყება. მაგრამ თავი სწორად უნდა დაიბანოთ. ამ პროცესის სიხშირეც ბევრ ფაქტორზე დამოკიდებულია. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ თავი, რომ თმის სილამაზეს და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.

ჩვენი დედების ახალგაზრდობის პერიოდში ითვლებოდა, რომ თავის დაბანა კვირაში ერთხელ საკმარისია. თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია ამტკიცებს, რომ ეს მიდგომა არასწორია. მაგალითად, ჩემი პარიკმახერი გულწრფელად გაოგნდა, როცა გაიგო, რომ თავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვიბან. თურმე ჩემი სკალპის ტიპისთვის ასეთი მიდგომა შეუფერებელია. მითხრა, რას მივაქციო ყურადღება დაბანის პროცესის დაგეგმვისას.

რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ თავი?

თავის დაბანის სიხშირის დასადგენად უნდა იცოდეთ, რატომ ჭუჭყიანდება თმა. სკალპზე ბევრი ცხიმოვანი ჯირკვალია განლაგებული. ისინი გამოყოფენ კანის ცხიმს, სებუმს. ის მოქმედებს როგორც ბუნებრივი ბარიერი, იცავს სკალპს და კვებავს თმას.

როცა სებუმის რაოდენობა ძალიან იზრდება, კანზე ფირი ჩნდება. ხდება ბაქტერიების გამრავლების ადგილი, თმის ფოლიკულებს ჟანგბადის მიღებაში ხელს უშლის. იწვევს თმის ცვენას და მტვრევადობას. ამის თავიდან ასაცილებლად სკალპი დროულად უნდა გაიწმინდოთ.

ფაქტორები, რომლებიც თმის სისუფთავეზე გავლენას ახდენენ

არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე და თავის დაბანის სიხშირეზე:

სკალპის ტიპი

ეს მთავარია, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მშრალი თმისთვის 7-10 დღეში ერთხელ დაბანა საკმარისია. ნორმალური ტიპის კანს 3-4 დღეში ერთხელ დაბანა სჭირდება, ცხიმიანს – ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს.

თმის სიგრძე

საიდუმლო არ არის, რომ თმის კვება ძირებიდან ხდება. რაც უფრო გრძელია თმა, მით ნაკლებია სწრაფად გაცხიმიანების ალბათობა. მოკლე თმა იღებს ბევრ ბუნებრივ კვებას, რის გამოც უფრო ხშირად დაბანა სჭირდება.

თმის სტრუქტურა

სწორ, ტალღოვან და ხუჭუჭა თმას სხვადასხვა სიხშირით დაბანა სჭირდება. რაც უფრო ფოროვანია თმის სტრუქტურა, მით უფრო ნელა ჭუჭყიანდება. სწორი, გლუვი თმა საკმაოდ სწრაფად ცხიმიანდება.

დასავარცხნი საშუალებები

თუ იყენებთ ქაფს, ლაქს ან სხვა საშუალებას თმის დასავარცხნად, თმა ხშირად უნდა დაიბანოთ. ასეთი საშუალებები სკალპზე მოხვედრისას ქმნიან ხელოვნურ ფირს, რომელიც ცხიმოვან ჯირკვლებს ნორმალურად მუშაობაში ხელს უშლიან. გარდა ამისა, თმებს აწებებს, რაც სისუფთავის დიდხანს შენარჩუნებას ხელს არ უწყობს.

გარემო

ბუნებაში დასვენების ან ქარიანი ამინდის შემდეგ თმა ხშირად დასაბანი ჩანს. მიზეზი არის ის, რომ თმაში ხვდება მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები, ამიტომ თმას უფრო ხშირად დაბანა სჭირდება.

ხშირი დავარცხნა

დავარცხნისას კანის ცხიმი თმის ძირიდან ბოლომდე ნაწილდება. ამიტომაც, სავარცხლის ხშირი გამოყენება თმას სწრაფად აჭუჭყიანებს. იგივე ეხება მათ, ვისაც უყვარს თმაზე ხელის მუდმივი გადასმა. თმის სისუფთავის გასახანგრძლივებლად დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ დაივარცხნეთ და ჭუჭყიანი ხელით ნაკლებად შეეხეთ.

არასწორი მოვლა

ნიღბები, ბალზამები და კონდიციონერები მხოლოდ თმის სიგრძეზე უნდა წაისვათ, სკალპს თავი უნდა აარიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ მიიღებთ ფირს, რომელიც თავს ჭუჭყიანს გახდის. თმა უფრო მტვრევადი და მოსაწყენი გახდება. გამონაკლისია, სპეციალურად სკალპისთვის შექმნილი საშუალებები. მაგალითად, ნიღაბი თმის ზრდისთვის.

ძალიან მაღალი ტემპერატურა

ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურად მუშაობენ მაღალი ტემპერატურის გავლენის ქვეშ. ძალიან ცხელი წყლით თავის დაბანა ცხიმის გამოყოფას ააქტიურებს. ეს ეხება ძალიან ცხელი ჰაერით თმის გაშრობასაც.

რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ თავი?

პროფესიონალი პარიკმახერები ხაზს უსვამენ, რომ თავი უნდა დაიბანოთ გაჭუჭყიანების მიხედვით. საშუალოდ, 3-4 დღეში ერთხელ. თუმცა თუ თქვენი თმა უფრო სწრაფად ჭუჭყიანდება, არ დაელოდოთ. გახსოვდეთ, ჭუჭყიანი თმით სიარული აფუჭებს არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ აზიანებს თმის ჯანმრთელობას.

თუ თქვენი სკალპის ტიპი ყოველდღე დაბანას მოითხოვს, მაგრამ ამის გაკეთების საშუალება არ გაქვთ ან არ გინდათ, რამდენიმე საიდუმლო არსებობს. ასე სუფთა თმას დიდხანს შეინარჩუნებთ:

  • გაწმინდეთ სავარცხელი იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც თავს იბანთ. სავარცხელზე ცხიმის ნაწილაკები რჩება, რომელიც შემდეგ ისევ თმაზე ხვდება. ეს თმას სისუფთავეს არ მატებს.
  • გამოიყენეთ სკრაბი და პილინგი სკალპისთვის. ასე კანის გარქოვანებულ ნაწილაკებს მოიშორებთ, რაც ბოლქვებზე ჟანგბადის წვდომას აუმჯობესებს. ცხიმის ჯირკვლები ნორმალურად მუშაობას შეძლებს.
  • შეარჩიეთ სწორი საშუალება. გახსოვდეთ, შამპუნი სკალპს უნდა წმენდდეს, ანუ მისი ტიპიდან გამომდინარე უნდა აირჩიოთ. თმისთვის არსებობს ნიღბები, ბალზამები და კონდიციონერები.
  • გამოიყენეთ მშრალი შამპუნი, როცა თმა ოდნავ დასაბანად გამოიყურება. თუ თმის სისუფთავის ერთჯერადად გახანგრძლივება გჭირდებათ, მშრალი შამპუნი სუფთა თმაზე წაისვით. ასე თმის სისუფთავეს გარკვეული დროით შეინარჩუნებთ, მაგალითად, მნიშვნელოვანი ღონისძიების ან ხანგრძლივი მოგზაურობის დროს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს