ქალების უმეტესობა ქორწინდება სიყვარულით ფრთაშესხმული. ამ მდგომარეობაში ქალს უნდა საყვარელ მამაკაცთან ერთად გაიზიაროს ყველა სიხარული და დარდი, სახლი და გვარიც. მაგრამ უნდა იცოდეთ, რა შედეგი მოჰყვება თქვენს გადაწყვეტილებას. გახსოვდეთ, რომ ქმრის გვარი დიდ გავლენას ახდენს თქვენს ბედზე.
ჩემი ახლობელი დაოჯახების შემდეგ სამსახურში სწრაფად დაწინაურდა. ბევრს აინტერესებდა, რა იყო ასეთი მკვეთრი წინსვლის მიზეზი. თურმე ნუმეროლოგთან გასაუბრებისას გაარკვია, რომ მისთვის ქმრის გვარი უფრო წარმატებული იყო. თუ გსურთ გაარკვიოთ, ღირს თუ არა გვარის შეცვლა დაქორწინების შემდეგ, „პაპარაცის“ სტატია წაიკითხეთ.
რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცხოვრებაზე: ტესტი
ქვემოთ მოცემული ცხრილი გამოიყენეთ იმის გასარკვევად, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ახალ გვარს თქვენს ცხოვრებაზე. მასში ანბანის თითოეული ასო გარკვეულ ციფრს შეესაბამება. გვარის ყველა ასო ისე შეკრიბეთ, რომ ბოლოს ერთნიშნა რიცხვი მიიღოთ. გამონაკლისია 11, 22 და 33. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორნიშნა დატოვეთ.
მაგალითად, თუ თქვენი გვარია ბერიძე, მიიღებთ 2 + 5 + 8 + 9 + 1 + 5 = 30. ამრიგად, გამოვიდა ციფრი 1. ახლა მოძებნეთ თქვენი გაშიფვრა ცხრილში.
ტესტის შედეგები
1. ძლიერი ხასიათი თქვენი მთავარი კოზირია. დაბრკოლებებს ვერ ხედავთ, როცა მიზნისკენ მიდიხართ. ნებისყოფა და შეუპოვრობა გეხმარებათ სწორი არჩევანი გააკეთოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ამის წყალობით თქვენი მუშაობის შედეგები სხვებში შურს და აღტაცებას იწვევს.
2. თქვენნაირი ადამიანი ნებისმიერი გუნდის მშვენებაა. თქვენი მთავარი თვისებები არის გრძნობადობა და უკონფლიქტობა. ამის წყალობით კოლეგებს და მეგობრებს შორის დავას ძალიან ადვილად აგვარებთ. ეს კი ბევრი ღირს.
3. თქვენი საუკეთესო თვისებებია მეგობრულობა და გულახდილობა. იუმორის კარგი გრძნობა გაქვთ, რაც გეხმარებათ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა ნებისმიერ საქმეში. თქვენი კარგი განწყობა სხვებსაც გადაეცემა, რაც ნამდვილ მზის სხივად გაქცევთ.
4. შეიძლება ითქვას, რომ ცივი გონების ადამიანი ხართ. წინასწარ გეგმავთ თითოეულ ნაბიჯს და მიღებული გადაწყვეტილების შედეგებს აანალიზებთ. თქვენი საქმის ნამდვილი გულშემატკივარი ხართ, რასაც მოაქვს არა მხოლოდ ფული, არამედ ნამდვილი სიამოვნება.
5. თავისუფლება თქვენს მთავარ ღირებულებად შეიძლება ჩაითვალოს. პირობები და საზღვრები თქვენთვის მიუღებელია, რადგან ასეთ მდგომარეობაში თქვენი შინაგანი ცეცხლი ქრება, ხოლო ცხოვრება უღიმღამო ხდება. ხშირად რისკზე მიდიხართ და ამას კეთილშობილ საქმედ თვლით.
6. ხშირად მერკანტილურ ადამიანს გეძახიან, მაგრამ ასე არ არის. იცით, რაზე ღირს ძალის და დროის დახარჯვა, რადგან ისინი უსაზღვრო არ არის. ზუსტად გესმით, თქვენს რომელ ქმედებებს მოჰყვება საუკეთესო შედეგები, რაც გეხმარებათ მიზნისკენ თავდაჯერებულად და თამამად იაროთ.
7. ბუნებით ლიდერი ხართ. ხალხის გარშემო შემოკრება არ გიჭირთ. ეძებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ნებისმიერ სიტუაციაში და ამით საუკეთესო შედეგის მიღების ალბათობას ზრდით. ახალი ცოდნისკენ მუდმივი ლტოლვა გეხმარებათ იშოვოთ მეტი იმ ინდუსტრიებში, რომლებიც ადრე წამგებიანად ითვლებოდა. ამის გამო კონკურენტები პატივს გცემენ.
8. ნამდვილი ხელმარჯვე ხართ. არა მხოლოდ ნიჭით, არამედ ყველა შესაძლებლობის გამოყენების უნარით გამოირჩევით. თუ სხვა ფიქრობს, რომ პრობლემა გადაუჭრელია, თქვენ ცოტა დაფიქრების შემდეგ საუკეთესო გამოსავალს პოულობთ. ამიტომაც, ადვილად ამყარებთ სამუშაო და პირადი ურთიერთობას ნებისმიერ ადამიანთან.
9. რომანტიკოსი და მეოცნებე ხართ. სერიოზული გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება გიჭირთ, რადგან ზოგჯერ წარმოსახვა ბოროტად გეხუმრებათ და გაჩვენებთ ყველაზე უარეს სცენარს. როგორც წესი, ასეთი ადამიანები კარგად ავლენენ თავს შემოქმედებით პროფესიებში, რომლებიც ფანტაზიებს და წარმოსახვებს უკავშირდება. პირად ცხოვრებაში უფრო მშვიდი იქნება ძლიერ პარტნიორთან, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
11. თქვენთვის კარიერა პირველ ადგილზეა. სამსახურში წარმატების მიღწევა გეხმარებათ, ყველგან თავი კომფორტულად იგრძნოთ. ახალი მწვერვალების დაპყრობა გიყვართ, ასევე უკვე მიღებული უნარების სრულყოფა.
22. მენეჯერული უნარები თქვენი მთავარი კოზირია. ნებისმიერი ჯგუფის ორგანიზება შეგიძლიათ, იქნება ეს მეგობრების შეკრება მწვადზე თუ კოლეგების შეკრება პროექტზე სამუშაოდ. ყველას შეუძლია ჰქონდეს თქვენი მხარდაჭერის იმედი ნებისმიერ სიტუაციაში. ამიტომაც, ყველაზე რთული საკითხიც შესრულებადი ხდება, ხოლო გამოსავალი – რეალური.
33. რთული საკითხის მარტივად მოყოლა ნამდვილი პედაგოგიური ნიჭია. და ეს თქვენ გაქვთ. აზრების სწრაფად და მარტივად გადმოცემა შეგიძლიათ. ამ თვისებების წყალობით შეგიძლიათ გახდეთ კარგი მასწავლებელი და მენტორი.