რას უნდა ველოდეთ ახალი, 2020 ვირთხის წლისგან

1534

2019 წელი დასასრულს უახლოვდება. წინ ახალი, სიხარულით, ცვლილებებით, წარუმატებლობითა და წარმატებებით სავსე წელია. კარგი იქნება იმის ცოდნა, თუ რას უნდა ველოდოთ 2020 წლისგან. ყოველთვის კარგია იმის გაგება, თუ რა გველის მომავალში. ასეთია ადამიანის ბუნება, გვიყვარს სპოილერები, თუ ისინი ჩვენს პირად ცხოვრებას ეხება.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომელიც მოგიყვებათ, თუ რას მოგიტანთ ახალი წელი.

რა გველოდება 2020 წელს

ტესტი, როგორც ყოველთვის, ბანალურად მარტივი, თუმცა სახალისოა. თქვენ უბრალოდ შეხედეთ ამ საყვარელ თოვლისკაცებს და აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი. რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ, სწორედ ის განსაზღვრავს თქვენს მომავალს.

1. სათვალიანი თოვლისკაცი

თქვენ ხომ გესმით, რამდენად მაგარია ეს კაცი? დარწმუნებული ვართ, რომ არც თქვენ ხართ ნაკლები, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაოცარი, გაჯერებული წელი გხვდებათ წილად. მთავარია, რომ წინ ბევრი მოგზაურობა გელით. თუ ამაზე დიდი ხანია ოცნებობთ, სწორედ ამ წელში გაგიჩნდებათ ოცნების განხორციელების შანსი.

მნიშვნელოვანია, ხელიდან არ გაუშვათ ბოლო მომენტი. ოცნებები იმისთვისაა ოცნებები, რომ განახორციელოთ, კი არ დააგროვოთ. თუ ყველაფერი გაძლევთ ხელს, თამამაც გაეშურეთ მოგზაურობაში, რომელსაც გეგმავდით. ახალი ბლენდერის ან მტვერსასრუტის შეძენა სხვა დროსაც შეიძლება, ახლა მხოლოდ თავგადასავლების დროა.

2. საყვარელი თოვლისკაცი ფრინველებით

როგორ ფიქრობთ, რას გიმზადებთ ეს კაცი? რა თქმა უნდა, ახალ სიყვარულს. ეს წელი უამრავ შეხვედრას, ახალ ადამიანებს გთავაზობთ. ნუ გამოტოვებთ მათ შორის მას, ვინც თქვენს გულს დანარჩენი წლების მანძილზე გაათბობს. ეს ადამიანი აუცილებლად თქვენ გარშემო იქნება, დამიჯერეთ.

თუ უკვე გყავთ ასეთი, მაშინ თქვენი ურთიერთობის გამყარების დრო დადგება. შესაძლოა, ეს იყოს ხელის თხოვნა ან ქორწილი. ან, უბრალოდ გადაწყვეტთ გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხს, ურთიერთობაც სრულად დალაგდება. საერთო ჯამში, ამ წელს კამათისა და კონფლიქტების დრო არაა. დატკბით საყვარელი ადამიანით და დააფასეთ იგი.

3. თოვლისკაცი ცოცხით

ეს მომხიბლავი თოვლისკაცი განიშნებთ, რომ დროა, ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი გახვეტოთ. აიღეთ ხელში ცოცხი და დაიწყეთ დალაგება. ცუდი აზრები, ტოქსიკური ადამიანები, კარადაში არსებული ხარახურა – მოიშორეთ ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან. თქვენ ჰაერი, თავისუფალი სივრცე გჭირდებათ, რათა გზა მისცეთ დიდებულ მიღწევებს.

თუ ყველაფერი ზედმეტისგან შეძლებთ გათავისუფლებას, მომავალი წელი ბევრ სიხარულს მოგიტანთ. როცა ხარახურას მოიშორებთ, მიხვდებით, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და შეძლებთ, მას მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ. დაალაგეთ და დაიწყეთ ოცნებების განხორციელება.

4. ხელთათმნიანი თოვლისკაცი

იგი ისეთი მხიარული და ბედნიერია, რომ მხოლოდ ღიმილს გვანიჭებს. სწორედ ღიმილი გელით მომავალ წელს. უფრო კონკრეტულად, რაღაც ძალიან სასიხარულო მოვლენა. არამხოლოდ ხელფასის მატება ან ახალი ჩექმები… ეს იქნება რაღაც მნიშვნელოვანი, რაც თქვენს ცხოვრებას სრულად შეცვლის. შესაძლოა, ეს ოჯახში მატება ან სახლის შეძენა იყოს.

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს რაღაც მოულოდნელი შემოსავალი იყოს. თუმცა, საკმაოდ დიდი იქნება იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება თავდაყირა გადააბრუნოს, შეცვალოს ძირფესვიანად. გამაგრდით, მალე ცვლილებები გეწვევათ.

5. კეთილი თოვლისკაცი ჩაიდნით

რას ხედავთ, როცა ამ კეთილ არსებას ხედავთ? სიმყუდროვესა და კომფორტს. სწორედ ეს გელით 2020 წელს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ამ წელს მხოლოდ სასიამოვნო მოვლენებს მიიღებთ, ყოველგვარი არეულობისა და კონფლიქტის გარეშე.

თუმცა, ეს წელი თქვენთვის გლობალური ცვლილებების დრო არ იქნება. ეს უბრალოდ კარგ წლად მოგევლინებათ, რომელიც ყოველმხრივ მშვიდი იქნება თქვენთვისა და თქვენი ოჯახისთვის. სამაგიეროდ, შეძლებთ თქვენი საცხოვრებელი პირობების გარკვეულწილად გაუმჯობესებას. დროა, თქვენი ბუდე კარგად მოაწყოთ და გახადოთ უფრო კომფორტული.

პროგნოზების მიხედვით, 2020 წელი გაჯერებული და კარგი იქნება. თქვენ გჯერათ ასეთი მკითხაობის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს