აირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ, რა არის თქვენი ბედნიერების წყარო – მარტივი ტესტი

892

ჩვენს არასტაბილურ დროში სულ უფრო რთულია, იგრძნო ბედნიერება. ნაცნობი საგნები და მოვლენები აღარ გვახარებს, ხოლო სად ვიპოვოთ ბედნიერების ახალი წყარო, სრულიად გაუგებარია. “პაპარაცი” გიამბობთ, როგორ იპოვოთ ბედნიერების ახალი წყარო, რომელიც თქვენთვის შესაფერისი იქნება.

გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის დახმარებით აირჩევთ მიმართულებას თქვენი მომავალი ქმედებებისთვის. თურმე, ცხოვრების შეცვლა ძალიან მარტივია!

რა არის თქვენი ბედნიერების წყარო

იმის გასარკვევად, სინამდვილეში რა განიჭებთ ბედნიერებას და სიამოვნებას, სურათს შეხედეთ. ინტუიციურად აირჩიეთ ყვავილი, რომელიც ამ მომენტში ყველაზე მეტად მოგწონთ. აირჩიეთ? თქვენი ვარიანტის გაშიფვრა იპოვეთ.

ყვავილი № 1

ამ ყვავილს ირჩევს ის, ვისი ოცნებები ხშირად ხდება. გიყვართ თქვენი მომავლის წარმოსახვა და ამას წარმატებით იყენებთ. ოცნებებზე და გეგმებზე ფიქრები თქვენი ბედნიერების წყაროა. იმის წარმოსახვით, რომ თქვენი მიზნები უკვე მიღწეულია, აახლოებთ იმ დღეს, როდესაც ეს რეალურად მოხდება.

ერთადერთი, რამაც ხელი შეიძლება შეგიშალოთ, თქვენი ორჭოფობაა. გახსოვდეთ, ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თუ გულწრფელად ირწმუნებთ.

ყვავილი № 2

თქვენი ბედნიერების წყარო რომ იპოვოთ, კომფორტის ზონა უნდა დატოვოთ. რუტინას ყველაზე მშვენიერი მცდელობის გაფუჭებაც შეუძლია, ეს გახსოვდეთ. ისეთი შედეგები რომ მიიღოთ, როგორიც აქამდე არასდროს გქონიათ, უნდა გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ.

მაშინაც კი, თუ თავიდან უკანდახევის სურვილი დაგეუფლებათ, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დროებითია. გახსოვდეთ, ძალიან მალე თქვენი ქმედებების შედეგს დაინახავთ. მხოლოდ ცოტა ძალისხმევა გჭირდებათ.

ყვავილი № 3

ძალიან განვითარებული ინტუიცია გაქვთ, რისი წყალობითაც ენერგიას კარგად მართავთ. ეს გეხმარებათ, იპოვოთ ბედნიერების წყარო საკუთარ თავში, მოუსმინოთ შინაგან ხმას. ნაცნობია გრძნობა, როცა გამოსავალი მყისიერად ჩნდება თავში და ამავდროულად გრძნობთ, რომ მაქსიმალურად სწორია? ამ გრძნობის განვითარება ღირს.

ზუსტად იცით, როგორ იგრძნოთ ბედნიერება მომენტებში, რის გამოც გარშემომყოფებს უყვარხართ. ბევრისთვის მოტივატორი და ენერგიის წყარო ხართ. და ეს სრულიად გამართლებულია.

ყვავილი № 4

ამ ვარიანტს ირჩევს ის, ვისთვისაც ბედნიერების საუკეთესო წყარო სასიამოვნო მოულოდნელობაა. დაუგეგმავი მოგზაურობა და სპონტანური შეხვედრები მოგიტანთ არა მხოლოდ დადებით ემოციებს, არამედ კარგ ცვლილებებს ცხოვრებაში. ყველა მოვლენა მადლიერებით მიიღეთ და ისიც იმავეთი გიპასუხებთ.

ყვავილი № 5

ვისაც ეს ყვავილი მოეწონა, შეუძლია იპოვოს ბედნიერების წყარო გარემოცვაში. ეს შეიძლება იყოს ოჯახი, შვილები, მეგობრები, გუნდი და სხვა მნიშვნელოვანი პიროვნება. მათთან ურთიერთობა გავსებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას შთაგაგონებთ. თუ გრძნობთ, რომ სასიცოცხლო ენერგია იწურება, დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრა ან ოჯახთან ერთად დაისვენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს