სტილისტის რჩევები – რა შევუხამოთ თეთრ პერანგს მოდური შესახედაობისთვის

49

თეთრი პერანგი როგორც მამაკაცის, ასევე ქალის გარდერობის შეუცვლელი ნაწილია. ეს არის უნივერსალური ნივთი, რომლითაც შეგიძლიათ შექმნათ როგორც გამოსასვლელი, ასევე ყოველდღიური სტილი. იდეალურია ნებისმიერი შემთხვევისთვის! „პაპარაცი“ დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რა შეუხამოთ თეთრ პერანგს, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ როგორც სეირნობის დროს, ასევე სამსახურში და პაემანზე.

გთავაზობთ 4 მოდურ სტილს, რომლითაც 100%-ით იდეალურ შესახედაობას მიიღებთ. გაჩვენებთ ცნობილი მსახიობების მაგალითზე, რას შეუხამოთ ასეთი სამოსი, რომ მაქსიმალურად ეფექტური და ლამაზი შესახედაობა შექმნათ.

რასთან ჩავიცვათ თეთრი პერანგი: 4 მოდური სტილი

გრძელ ქვედაბოლოსთან

შერონ სტოუნი პირველია, ვინც „ოსკარის“ დაჯილდოებაზე თეთრი პერანგით გამოჩნდა. მან არჩევანი შეაჩერა მამაკაცის მოდელზე. ცნობილმა მსახიობმა პერანგი იასამნისფერ ატლასის ქვედაბოლოში ჩაიტანა. წარმატებული გადაწყვეტილება იყო როგორც სტილის, ასევე ფერის მიხედვით. ბიუჯეტური ზედა და ძვირადღირებული დიზაინერული ქვედა ნაწილის შერწყმით შერონ სტოუნმა მოდის ახალი ტენდენცია შექმნა.

აწეული სახელოებით

ცნობილი იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა თეთრ პერანგში აწეული სახელოებით და ტანზე მომდგარი ქვედაბოლოთი. ასე სტილს მსუბუქი დაუდევრობა შემატა. პერანგის ღილების შეკვრის ნაცვლად, მონიკამ გადაწყვიტა მისი გამონასკვა. მასიური ყელსაბამი ამ შესახედაობას იდეალურად ავსებდა.

გრძელ ქვედაბოლოსთან

უმა თურმანი, ცნობილი რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს მუზა, წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა თეთრი ატლასის პერანგით. პერანგს შეუხამა გრძელი შავი ქვედაბოლო-ფანქარი. ასე პოპულარულმა მსახიობმა შექმნა საკმაოდ მკაცრი კლასიკური სტილი, რომელიც დახვეწილობას ასხივებდა.

ჯინსთან

მერილინ მონრო კინოს ვარსკვლავია, რომელიც ხშირად ჩნდებოდა თეთრ პერანგში და მაღალწელიან ჯინსში. მსახიობი ამ სტილს ავსებდა ქამრით, რომელიც შესაფერისად გამოიყურებოდა. მოდური, ქალური და ძალიან ლამაზი! ასე ვთქვათ, ზედმეტი არაფერი.

ასეთ სტილში აუცილებლად დაიჭერთ გამვლელების აღტაცებულ გამოხედვას. მხოლოდ აირჩიეთ, როგორი გინდა იყოთ დღეს: ელეგანტური, მდიდრული თუ უბრალოდ ხიბლით. აქედან გამომდინარე აირჩიეთ სწორი ქვედა ნაწილი. გახსოვდეთ აქსესუარების მნიშვნელობა, რადგან მათ შეუძლიათ შესახედაობის გაუმჯობესება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს