გუფთებს ერთ ინგრედიენტს ვუმატებ, რომ მივიღო ზღაპრულად გემრიელი ხორციანი კერძი

1

გაქვთ ნახევარი კილოგრამი ფარში და ნახევარი საათი თავისუფალი დრო? მოამზადეთ გემრიელი გუფთები სოკოთი. ხორციანი კერძი პირველივე ჩაკბეჩაზე თავს შეგაყვარებთ. ამაში ეჭვი არ გვეპარება.

გუფთები სოკოთი წარმოუდგენლად წვნიანი და არომატული გამოდის. აღარ მოგიწევთ ფიქრი, თუ რა გაიტანოთ გარნირად ვახშამზე. ასეთი ხორციანი კერძი ყოველთვის კარგი იდეაა.

როგორ გამოვაცხოთ გემრიელად გუფთები სოკოთი

მზა კერძი ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, პატარა ზომის სოკო გამოიყენეთ. ასე გაჭრილი გუფთა შეუდარებელი იქნება. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, დიდი ზომის ქამა სოკო შეგიძლიათ დაუმატოთ. თუმცა მოგიწევთ მისი დაჭრა რამდენიმე ნაწილად და მზა კერძი ისეთი ეფექტური ვერ გამოვა, როგორც მთელი ქამა სოკოთი.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ხორცის ფარში
  • 200 გ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 200 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ არაჟანი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

1. ხორცის ფარში ღრმა თასში გადაიტანეთ. მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ.

2. ხახვი გაასუფთავეთ, წვრილად გახეხეთ და ხორცს დაუმატეთ. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ.

3. ფარშიდან პატარა ბურთულები (ნიგვზის ზომის) გააკეთეთ. ქამა სოკო გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ.

4. ხორცის ბურთულები გააბრტყელეთ. თითოეულის ცენტრში თითო ქამა სოკო მოათავსეთ. ფარშში გაახვიეთ და ისევ ბურთის ფორმა მიეცით. ნამზადი ხორბლის ფქვილში ამოავლეთ. ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

5. ცალკე თასში წყალი, პომიდვრის პასტა, არაჟანი და ცოტა წიწაკა მოათავსეთ და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი ხორცის ბურთულებს დაასხით.

6. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთი აცხვეთ. შემდეგ ღუმელიდან გამოიღეთ, საცხობი ფორმის ძირიდან სოუსი მოასხით და ისევ 20 წუთით ღუმელში მოათავსეთ.

მზა გუფთები საცხობი ფორმიდან თეფშზე გადაიტანეთ. მოხარშულ კარტოფილს ან მაკარონს გვერდზე შეგიძლიათ მიუწყოთ. პომიდვრის სოუსი მოასხით, დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და დიდებული ვახშამი მზად არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს