კლასიკური ნიადაგის 5 საუკეთესო ალტერნატივა ოთახის ყვავილებისთვის

43

ბევრ ფლორისტს დიდად არ უყვარს მიწაში ჩიჩქნა. ეს პროცესი არც ისე სასიამოვნოა და თან დიდ დროს მოითხოვს. რა გავაკეთოთ, თუ მცენარეს გადარგვა სჭირდება? „პაპარაცი“ გიამბობთ, რით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნიადაგი, რომ ოთახის ყვავილი ჯანმრთელი იყოს, ხოლო ხელები სუფთა დარჩეს.

არსებობს ეკოლოგიური ნარევების ბევრი რაოდენობა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასიკური ნიადაგის ალტერნატივად მცენარეებისთვის. სამწუხაროდ, ყველა ვერ ასრულებს ნიადაგის ფუნქციას. გავარკვიოთ, შეიძლება თუ არა ნიადაგის ჩანაცვლება ოთახის ყვავილის დაუზიანებლად.

რით შევცვალოთ ნიადაგი ოთახის მცენარეებისთვის?

კერამზიტი

კლასიკური ნიადაგის საკმაოდ უჩვეულო, მაგრამ ძალიან ეფექტური ალტერნატივაა. კერამზიტი არა მხოლოდ სადრენაჟოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამით ნიადაგი მთლიანად შეგიძლიათ შეცვალოთ. ამ მიზნით აარჩიეთ პატარა კერამზიტი (დაახლოებით 0,5 სმ დიამეტრის). გახსოვდეთ, რომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დეზინფექცია სჭირდება. აი, მთელი ნიუანსი!

ქოქოსის სუბსტრატი

სუბსტრატი კარგია იმით, რომ ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას და ჟანგბადის გატარების კარგი დონე აქვს. გამშრალი და დაპრესილი ქოქოსის ქერქი ნატურალურ ანტისეპტიკებს შეიცავს. ამის წყალობით მცენარე ქოთანში არ დაავადდება. ასეთი სუბსტრატის გამოყენება საკმაოდ მარტივია. ღრმა თასში მოათავსეთ და წყალი დაასხით 1:5 პროპორციის დაცვით. რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც კი მოცულობაში გაიზრდება, ყვავილი დარგეთ.

ვერმიკულიტი

ნიადაგის ეს ალტერნატივა ქოქოსის სუბსტრატს ჰგავს იმით, რომ ანტიბაქტერიულია. ამასთან, ვერმიკულიტს შეუძლია დაიკვეხნოს თავისი შემადგენლობით. შეიცავს კალიუმს, ალუმინს, მაგნიუმს და სხვა სასარგებლო თვისებებს. ვერმიკულიტი ოთახის ყვავილებს სიცივისგან იცავს.

გრანულიატი

ნატურალური ნარევი, რომელიც ტენს სწრაფად შთანთქავს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ყვავილს საჭირო რაოდენობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ გრანულები მცენარის კარგ ფიქსაციას ხელს უწყობს.

კვარცის ქვიშა

ეს ქვიშა ნიადაგის შესანიშნავი ალტერნატივაა. ყველა მცენარისთვის შესაფერისი არ არის, მაგრამ საოცარ შედეგს აჩვენებს. მნიშვნელოვანია, ამ მიზნით გამოიყენოთ კვარცის ქვიშა მსხვილ გრანულებში და გამოყენებამდე გარეცხოთ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება.

ზოგჯერ, ჩვეულებრივი ნიადაგის ნაცვლად გვირჩევენ ჰიდროგელის და აკვაგრუნტის გამოყენებას. გირჩევთ, ასეთი რჩევა უგულებელყოთ, რადგან მათი გათვალისწინებით საყვარელი ოთახის მცენარე შეიძლება დაღუპოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს