შოკოლადის ტორტი ხაჭოს კრემით – რეცეპტი ღუმელის გარეშე

155

თანამედროვე დესერტების მრავალფეროვნებას შორის ფავორიტის არჩევა რთულია, მაგრამ ჩემი ოჯახი შოკოლადის ტორტზე გიჟდება. ერთი კონკრეტული რეცეპტი არ გვაქვს, აქტიურად ვატარებთ ექსპერიმენტებს და ვამზადებT სხვადასხვა ტორტს შოკოლადით.

ჩემი ბოლო, ძალიან წარმატებული აღმოჩენაა შოკოლადი-თაფლის ნამცხვარი. წარმოიდგინეთ, რბილი შოკოლადი-თაფლის ფენა, გაჟღენთილი ნაღები-ხაჭოს კრემით. ფიქრიც კი აღძრავს ფანტაზიას და მადას.

როგორ მოვამზადოთ ტაფაზე შოკოლადის ტორტი ხაჭოს კრემით

თუ თქვენი ღუმელი დაკავებულია ან უბრალოდ წვალება არ გსურთ, მოამზადეთ ტორტი ტაფაზე! ამ სწრაფი და მარტივი მეთოდით მთა ფენებს 10 წუთში გამოაცხობთ. ღუმელში ცხობა მეტ დროს წაგართმევთ!

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 120 გ შაქარი
  • 1 კვერცხის გული
  • 65 გ კარაქი
  • მწიკვი მარილი
  • 30 გ კაკაოს ფხვნილი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 240 გ ხორბლის ფქვილი
  • 180 გ ხაჭო
  • 400 გ ნაღები
  • 180 გ არაჟანი
  • 100 გ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. აურიეთ კვერცხი, კვერცხის გული, კაკაო, გამდნარი კარაქი, შაქარი, მარილი და თაფლი. მასა გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ, შაქრის ბოლომდე გახსნამდე.

2. ცხელ მასას სოდა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ.

3. გაცრილი ფქვილი ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. 8 ნაწილად გაყავით და თითოეული დააგუნდავეთ, პარკი გადააფარეთ და 40-60 წუთი მაცივარში შეინახეთ.

4. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომის თითოეული გუნდა თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. მისი დიამეტრი ტაფის ზომის უნდა იყოს. ფენები ჩანგლით დასერეთ.

5. შოკოლადი-თაფლის ფენები ორივე მხრიდან შეწვით მშრალ ტაფაზე სუსტ ცეცხლზე.

6. კრემის მოსამზადებლად ხაჭო და არაჟანი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნაღები შაქრის ფხვნილთან ერთად ათქვიფეთ და შემდეგ ნაღების და ხაჭოს მასები აურიეთ.

7. ტორტი ააწყვეთ. ფენები ერთმანეთს დაადეთ, ფენებს შორის კრემი წაუსვით. ერთი ფენა გასაფორმებლად გადადეთ. ტორტს ზემოდან და გვერდებზე კრემი წაუსვით. დესერტი 6-8 საათით მაცივარში შეინახეთ.

8. შენახული ფენა წვრილი ნაფშვენის მისაღებად დაფშვენით. ტორტი ზემოდან და გვერდებზე გააფორმეთ.

გახსოვდეთ, რომ თაფლიან ტორტში შაქარი უფრო მეტი ან ნაკლები შეგიძლიათ დაამატოთ. ეს თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებულია. თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, რეცეპტიდან ამოიღეთ ეს ინგრედიენტი. ასე მიიღებთ უბრალოდ მრავალფენიან შოკოლადის ტორტს, ძალიან ნაზს და ზომიერად ტკბილს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს