ზამთარში ბევრ ჩვენგანს აწუხებს მტანჯველი ხველა, რომლის მოშორება არც ისე მარტივია. როდესაც სხვა სიმპტომების კვალიც კი უკვე გამქრალია, ხველა აგრძელებს ჩვენი ორგანიზმის დასუსტებას. ამ პრობლემას მარტივად მოიშორებთ ხველების საწინააღმდეგო მდოგვის კვერებით. მას შეუძლია პაციენტი ერთ დღეში ფეხზე დააყენოს!
ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ეფექტური საშუალება საოცარ შედეგს აჩვენებს. აბები და სიროფები ეფექტურობით ვერ შეედრება. თუ დაგღალათ მტანჯველმა ხველამ, დროა ამ სასწაული კვერების მომზადება დაიწყოთ.
ნატურალური მდოგვის კვერები ხველების საწინააღმდეგოდ
მართლა ეფექტურია?
ხველების საწინააღმდეგო ასეთი ხელნაკეთი საშუალება მაქსიმალური გათბობის ეფექტს იძლევა. ეს შედეგი მიიღწევა მდოგვის ფხვნილის საშუალებით, რომელიც აჩქარებს იმუნური უჯრედების გავრცელებას მთელ ორგანიზმში. ასე აქტიური ნივთიერებები სწრაფად ხვდება ვირუსებით დაინფიცირებულ ადგილებში. ეს ხელს უწყობს ბრონქების მოდუნებას და მშრალი ხველის შეტევების შემცირებას.
მომზადების დეტალური ინსტრუქცია
ნატურალური კვერების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხარისხიანი მდოგვის ფხვნილი. მწარე სუნი და მოყვითალო ფერის უნდა იყოს. აფთიაქში შეიძინეთ. შენახვის ვადას ყურადღება მიაქციეთ. 12 თვეს არ უნდა აჭარბებდეს.
ჯერ 1 ს/კ (ზრდასრულისთვის) ან 0,5 ს/კ (ბავშვისთვის) მდოგვის ფხვნილი გააზავეთ თბილ წყალში (40 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის უნდა იყოს). ცალკე ჭურჭელში 2 ს/კ თაფლი, 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი და 2 ს/კ ხორბლის ფქვილი აურიეთ. მდოგვის ნარევი ჩაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
როგორ გამოვიყენოთ კვერები სწორად?
მაქსიმალური შედეგი რომ მიიღოთ, სანამ მდოგვი-თაფლის ნარევს წაისვამთ, კანი დამატენიანებელი კრემით დაამუშავეთ. კვერები გულმკერდის ზონაში ფრთხილად დაიფინეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ გულის არეს არ შეეხოს. თუ კომპრესს ზურგზე იფენთ, ფილტვების არეზე გადაანაწილეთ. გირჩევთ, წასმული საშუალება დააფიქსიროთ, რომ არ ჩამოსრიალდეს. ამ მიზნით ბამბის საფენი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზემოდან ზამთრის თბილი შარფი შემოიხვიეთ. ასე საუკეთესო ეფექტს მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ მდოგვის ფხვნილზე ძალიან ცხელი წყლის დასხმა არ შეიძლება, რადგან ასე ფერმენტები შეიძლება განადგურდეს. შედეგად, კვერების გამახურებელი თვისებები შესუსტდება. მიღებული მასის კონსისტენციას ყურადღება მიაქციეთ. უნდა იყოს სქელი, ელასტიკური და არ იღვენთებოდეს. ამ შემთხვევაში უკვე პირველი გამოყენების შემდეგ საუკეთესო შედეგს მიიღებთ.