ახლა მრავალწლიანი კულინარიული გამოცდილება მაქვს, ოდესღაც კი თევზის მომზადებაზე კატეგორიულ უარს ვამბობდი. დიახ, საკუთარ თავს და ჩემს ოჯახს გემრიელი სადილით სიამოვნების საშუალებას ვართმევდი. თევზის წმენდის პროცესი მძულდა. ახლა ვიცი, როგორ გავწმინდო თევზი ზედმეტი ძალისხმევის და ცრემლების გარეშე.
თუ დღემდე თევზის წმენდა თქვენში იწვევს ნეგატიურ ემოციებს, ამას არასწორად აკეთებთ. რა თქმა უნდა, თუ პირდაპირ ქერცლის მოშორებას დაიწყებთ, ქერცლები მთელ სამზარეულოში გაიფანტება. გარდა ამისა, ხელები და სამუშაოს ზედაპირები თევზის სუნს დიდხანს შეინარჩუნებს. არსებობს მარტივი გამოსავალი: უკვე გასუფთავებული თევზი იყიდეთ. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი თევზი ორჯერ მეტი ღირს. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ თევზი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
როგორ გაწმინდოთ თევზი და არ დასვაროთ მთელი სამზარეულო ქერცლით
წყალში ჩადეთ
აიღეთ დიდი ჭურჭელი და წყლით აავსეთ. თუ არ გინდა ჭურჭლის დასვრა, ამ მიზნით ნიჟარა საცობით შეგიძლიათ გამოიყენოთ. თევზი წყალში მოათავსეთ და წმენდას შეუდექით. ქერცლი არ გაიფანტება და წყალში დარჩება. თევზის გაწმენდა კუდიდან დაიწყეთ. ასე ქერცლს ერთ ფენად მოაშორებთ.
მდუღარე წყალი დაასხით
კიდევ ერთი სწრაფი და პრაქტიკული მეთოდი თევზის ქერცლებისგან გასაწმენდად. თევზი ჭურჭელში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. შემდეგ გაწმენდას შეუდექით. ან შეგიძლიათ თევზი კუდით დაიჭიროთ და მდუღარე წყალი დაასხათ. ორივე შემთხვევაში თევზს უფრო სწრაფად გაწმენდთ და სამზარეულოც უფრო სუფთა დარჩება.
ფენებად დაჭერით
დაგჭირდებათ ძალიან ბასრი დანა, სასურველია ფილეს დანა იყოს. კუდთან ჩაჭერით და მოაჭერით კანი თავისკენ დანის გადატარებით. თუ ერთ ფენად ვერ გაჭერით, არ იდარდოთ. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ნამდვილი შეფმზარეულივით მარჯვე გახდებით.
როგორც ხედავთ, თევზის წმენდის პროცესი ძალიან მარტივი შეიძლება იყოს. შესაძლოა, თავიდან გაგიჭირდეთ, მაგრამ მოგვიანებით ხელს გაავარჯიშებთ. პროდუქტის მომზადებას 10 წუთამდე დრო სჭირდება. გარდა ამისა, ხელი თევზის არომატით არ გაიჟღინთება, ხოლო მთელ სამზარეულოში ქერცლის შეგროვება არ მოგიწევთ.