რჩევები, როგორ შეინახოთ სწორად ყველი მაცივარში, რომ დიდხანს არ გაფუჭდეს

1

ყველაზე ხშირად ყველი სუპერმარკეტებში იყიდება ნაჭრებად დაჭრილი ან საკვების პარკში შეფუთული. ასე მომხმარებელი უკეთ აფასებს პროდუქტის გარეგნობას და ხარისხს. არჩევს მისთვის შესაფერის ნაჭერს, კალათაში დებს, ყიდულობს და სახლში მიაქვს. როგორ შევინახოთ ყველი სახლში მოტანის შემდეგ?

უდავოდ, ყველი შესაფუთ პარკში მაცივარში დიდხანს ვერ გაძლებს. უკვე რამდენიმე დღეში გაფუჭების პირველი ნიშნები გამოჩნდება. გამაგრდება და ნადები გაუჩნდება. 1 კვირის შემდეგ პროდუქტზე ობი გამოჩნდება. რა თქმა უნდა, პროდუქტი შეგიძლიათ სწრაფად შეჭამოთ ან რომელიმე კერძში გამოიყენოთ. მაგრამ უმჯობესია, მაცივარში ყველის სწორად შენახვა ისწავლოთ.

როგორ შევინახოთ ყველი სახლის პირობებში, რომ დიდხანს არ გაფუჭდეს

შეფუთვა

ყველს შესაფუთი პარკი უნდა მოაშოროთ. უმჯობესია, ეს პროდუქტი შეინახოთ პერგამენტის საცხობ ქაღალდში ან ცვილის ქაღალდში გახვეული. ყველის ნაჭერი ქაღალდში გაახვიეთ და ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსეთ, შემდეგ მაცივარში შეინახეთ. ასეთ პირობებში ყველი დიდხანს გაძლებს.

შაქრის კუბები

კიდევ ერთი ხრიკი, რომლის დახმარებით ყველი დიდხანს არ გაფუჭდება. პერგამენტის ქაღალდში გახვეულ ყველთან ერთად კონტეინერში მოათავსეთ შაქრის კუბები. ასეთი სახით მაცივარში შეინახეთ. თუ შაქარი გადნება, უბრალოდ შაქრის ახალი კუბით ჩაანაცვლეთ. პროდუქტი დიდხანს ახალივით იქნება, რადგან შაქარი ინარჩუნებს სწორ ატმოსფეროს კონტეინერში.

ზეთი

ეს მეთოდი ყველას არ მოსწონს, მაგრამ თქვენ შეიძლება მოგეწონოთ. ყველის ზედაპირს ზეითუნის ან სხვა მცენარეული ზეთი წაუსვით, სანამ მაცივარში შეინახავთ. რა თქმა უნდა, ზეთი უსუნო უნდა იყოს. ასე ობის გაჩენას და ყველის გამაგრებას თავიდან აიცილებთ. ასეთი სახით ყველი მაცივარში ქაღალდის და კონტეინერის გარეშე შეგიძლიათ შეინახოთ.

სად შევინახოთ ყველი მაცივარში?

ყველისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა და ტენიანობა ბოსტნეულისთვის განკუთვნილ კონტეინერშია. თუ გაქვთ შესაძლებლობა, ყველი იქ შეინახეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველი მაცივრის უკანა კედელთან ახლოს არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიყინება. ზოგიერთ თანამედროვე მაცივარს ყველისთვის სპეციალური განყოფილება აქვს. თუ თქვენს მაცივარს ასეთი განყოფილება აქვს, ყველი იქ შეინახეთ.

თუ პროდუქტებს სწორად შეინახავთ, დიდხანს არ გაფუჭდება. დაგვეთანხმეთ, ძალიან უსიამოვნოა, როცა არასწორად შენახვის გამო ინგრედიენტების გადაყრა გვიწევს. თუ ხედავთ, ყველის შენახვის ვადა იწურება, პიცაში გამოიყენეთ ან გამომცხვარ კარტოფილს მოაყარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს