სუბპროდუქტების დაუფასებლობა არ ღირს! ბიუჯეტური ღვიძლიც შეგიძლიათ აქციოთ საოცარ კერძად, რომელსაც ნებისმიერი გარნირი მოუხდება. ქათმის ღვიძლი კლიარში კიტრი-პომიდვრის სალათასთან ერთად მიირთვით და ყველაზე გემრიელად ვახშმობას შეძლებთ.
მთავარია, მოამზადოთ სწორი კლიარი მაიონეზით და ხორბლის ფქვილით. პროპორციები დაიცავით და მიიღებთ ჰაეროვან გარსს სუბპროდუქტისთვის, რომელიც ჩაკბეჩისას იხრაშუნებს. იდეალურია!
როგორ მოვამზადოთ ქათმის ღვიძლი კლიარში?
კლიარი წარმატებულად რომ მოამზადოთ, მის კონსისტენციას ყურადღება მიაქციეთ. თუ ძალიან თხელი გამოვიდა, ცოტა მეტი ფქვილი დაუმატეთ. თუ ხედავთ, რომ კლიარი სქელია, წყალი დაუმატეთ. მნიშვნელოვანია! კლიარი ღვიძლის ნაჭრებზე უკეთ რომ დაფიქსირდეს, ხორცი ჯერ ხორბლის ფქვილში ამოავლეთ.
ინგრედიენტები:
- 400 გ ქათმის ღვიძლი
- 2 ს/კ მაიონეზი
- 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- 3 ს/კ წყალი
- მწიკვი ხმელი ნიორი
- მზესუმზირას ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
1. ღვიძლი კარგად გარეცხეთ. აპკი და ძარღვები მოაშორეთ, ცხიმი მოაჭერით.
2. ღვიძლი ნაჭრებად დაჭერით. ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
3. კვერცხი ღრმა თასში ათქვიფეთ. მაიონეზი, ხმელი ნიორი, მარილი და დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.
4. ხორბლის ფქვილი კვერცხის ნარევს დაუმატეთ. სუფთა წყალი დაასხით. კარგად აურიეთ.
5. ტაფაზე მზესუმზირას ზეთი გააცხელეთ. ღვიძლი კლიარში ამოავლეთ.
6. ხორცი შეწვით ტაფაზე, ორივე მხრიდან 4-5 წუთის განმავლობაში.
თუ ჩარჭობისას ხედავთ, რომ სითხე არ გამოდის, ხოლო ღვიძლი ოდნავ ვარდისფერია, მაშინ კერძი მზად არის. შემწვარი ხორცის ნაჭრები ქაღალდზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. კლიარში ამოვლებული ქათმის ღვიძლი ნებისმიერ გარნირთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. კარტოფილის პიურეს, მაკარონის ნაწარმის და ფაფის გემოს იდეალურად ავსებს. ღვიძლისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ პომიდვრის სოუსი მწვანილით. ძალიან გემრიელი იქნება.