სამკურნალო სალბი კანის ჩირქოვანი ინფექციების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება.
ხალხურ მედიცინაში ძირმაგრის, აბსცესების, ტროპიკული წყლულების და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ სამკურნალო სალბის ნახარშის და ნაყენის სახვევებს, აბაზანებს და ლოსიონებს უძველესი დროიდან იყენებენ.
ამ მიზნით როგორც მხოლოდ სალბის შემცველი ხსნარი, ასევე კომბინირებული საშუალებები გამოიყენება.
რეცეპტი 1
დაგჭირდებათ: 1 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული სალბის ბალახი.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს მდუღარე წყალი დაასხით. 1-2 საათით დააყენეთ და გააგრილეთ. გაფილტრეთ და ჭრილობის, ტროპიკული წყლულის გასაწმენდად გამოიყენეთ.
რეცეპტი 2
დაგჭირდებათ: 1 ს/კ ხმელი დაქუცმაცებულ სალბი, 1 ს/კ ფარსმანდუკი და 1 ს/კ სააფთიაქო გვირილას ყვავილები.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს მდუღარე წყალი დაასხით და 3-4 საათით დააყენეთ. გააგრილეთ და გაფილტრეთ. ჭრილობების გასაწმენდად გამოიყენეთ.
რეცეპტი 3
დაგჭირდებათ: 1 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული სალბი, 1 ს/კ დაქუცმაცებული მუხის ქერქი, 1 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული ფარსმანდუკი.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს მდუღარე წყალი დაასხით, 2-3 საათით დააყენეთ და კარგად გაფილტრეთ. შემდეგ ნაყენი გააგრილეთ. ჭრილობების, აბსცესების და ტროპიკული წყლულების გასაწმენდად გამოიყენეთ.
რეცეპტი 4
დაგჭირდებათ: 3 ს/კ სალბი, 1 ს/კ სააფთიაქო გვირილას ყვავილი.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახი თერმოსში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. 6 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ სრულ გამჭვირვალობამდე გაფილტრეთ და ყველა ნარჩენი მოაშორეთ. 30-40 გრადუსამდე გააგრილეთ. ჩირქოვანი ჭრილობების, ძირმაგრის, აბსცესების და ტროპიკული წყლულების გასაწმენდად და სახვევად გამოიყენეთ.
რეცეპტი 5
დაგჭირდებათ: 2 ს/კ ხმელი სალბი, 1 ს/კ ახალი ალოეს წვენი, 1 ს/კ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: სალბის ბალახს წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. გაფილტრეთ და ნარჩენები მოაშორეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და ახალი ალოეს წვენი და წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ. მიღებული მასა შეანჯღრიეთ და ბნელ, გრილ ადგილას 2-3 საათით გააჩერეთ. გამოყენების წინ ოთახის ტემპერატურამდე შეათბეთ.
ჭრილობების და წყლულების გასაწმენდად გამოიყენეთ. სალბის ფოთლები ტანინებს შეიცავს და ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება გააჩნია, რაც დაზიანებული ქსოვილების მიკროფლორაზე დადებით გავლენას ახდენს.
ცივი კომპრესები
რეცეპტი 1
დაგჭირდებათ: 2 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული სალბი, 2 ს/კ გულყვითელას ყვავილი, 1 ს/კ სააფთიაქო გვირილას ყვავილი.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. 5 წუთის შემდეგ ნახარში გაზიდან გადმოდგით და 30-40 წუთით დააყენეთ. გაფილტრეთ და თბილი ნახარში ჭრილობების, წყლულების გასაწმენდად ან ძირმაგრის და აბსცესების დროს ცივი კომპრესის სახით გამოიყენეთ.
რეცეპტი 2
დაგჭირდებათ: 2 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული სალბი, 1 ს/კ გვირილას ბალახი, 1 ს/კ კრაზანა.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 5-6 საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მარლის სალფეთქი ხსნარში გაჟღინთეთ და 15-20 წუთით ფიქსირებული სახვევი გაიკეთეთ. ამის შემდეგ სახვევი მოიხსენით და დარჩენილი ნაყენით ჭრილობა გაიწმინდეთ.
რეცეპტი 3
დაგჭირდებათ: 2 ს/კ სალბი, 2 ს/კ მრავალძარღვა, 1 ს/კ კრაზანა, 1 ს/კ სააფთიაქო გვირილა
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 20-30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გააგრილეთ, გაფილტრეთ მანამ, სანამ ნახარში გამჭვირვალე არ გახდება. ამ ნახარშით წყლულები გაიწმინდეთ.
რეცეპტი 4
დაგჭირდებათ: 4 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული სალბი.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: სალბი თერმოსში მოათავსეთ და ცხელი წყალი დაასხით. 1-2 საათით დააყენეთ. შემდეგ კარგად გაფილტრეთ და ჩენჩო მოაშორეთ. თბილი ნახარშით ჭრილობა მოიწმინდეთ. ამ ნახარშს შეგიძლიათ 150 მლ ფურაცილინის ხსნარი დაუმატოთ. ეფექტი გაცილებით ძლიერი იქნება.
ტროპიკული წყლულების გაწმენდა
ტროპიკული წყლების გასაწმენდად, რომელსაც ცუდი სუნი აქვს, ხალხური მედიცინა რიგ სადეზინფექციო და არომატულ ბალახებთან ერთად სალბის ნახარშების და ნაყენების გამოყენებას გირჩევთ.
რეცეპტი 1
დაგჭირდებათ: 2 ს/კ სალბი, 1 ს/კ თავშავა, 1 ს/კ პიტნა
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ. 2-3 წუთის შემდეგ გაზიდან გადმოდგით და 20-30 წუთით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და ოდნავ გააგრილეთ. გასაწმენდად გამოიყენეთ.
რეცეპტი 2
დაგჭირდებათ: 1 ს/კ სალბი, 1 ს/კ პიტნა, 1 ს/კ სააფთიაქო გვირილა
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს მდუღარე წყალი დაასხით და 5-6 საათით დააყენეთ. შემდეგ კარგად გაფილტრეთ. ნაყენი გამჭვირვალე უნდა გახდეს და ნალექი არ უნდა ჰქონდეს. თბილი ნაყენი წყლულების და ჭრილობების გასაწმენდად გამოიყენეთ.
რეცეპტი 3
დაგჭირდებათ: 2 ს/კ სალბი, 2 ს/კ ბეგქონდარა, 1 ს/კ მრავალძარღვა.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ და ცოტა გააგრილეთ. თბილი ნახარში (დაახლოებით 30-40 გრადუსი) კარგად გაფილტრეთ, თავსახური დაახურეთ და პირსახოცით შეფუთეთ. 10-15 წუთის შემდეგ კვლავ გაფილტრეთ. ამ ნაყენით ჭრილობები და წყლულები გაიწმინდეთ.
რეცეპტი 4
დაგჭირდებათ: 2 ს/კ სალბი, 1 ს/კ კრაზანა, 1 ს/კ სააფთიაქო გვირილა.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: ბალახს მდუღარე წყალი დაასხით, კარგად შეფუთეთ და 2-3 საათით დააყენეთ. თბილი ხსნარით წყლულები გაიწმინდეთ.
რეცეპტი 5
დაგჭირდებათ: 2 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული სალბი, 1 ს/კ ალოეს ახალი წვენი.
მომზადების და გამოყენების მეთოდი: სალბის მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დააყენეთ. 5-6 საათის შემდეგ გაფილტრეთ და ჩენჩო მოაშორეთ. გამჭვირვალე ნაყენი უნდა მიიღოთ. ჯერ კიდევ თბილ ნაყენს ალოეს წვენი დაუმატეთ. მიღებული ხსნარი შეანჯღრიეთ და კიდევ 1-2 საათით გრილ, ბნელ ადგილას დააყენეთ.
გამოყენების წინ სუსტ ცეცხლზე შეათბეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და გააგრილეთ. თბილი ხსნარით წყლულები და ჭრილობები გაიწმინდეთ.