ბიუჯეტური სასუქი ხახვის ფურცლებისგან ოთახის ყვავილებისთვის – დეტალური ინსტრუქცია

1113

ხახვი ბოსტნეულია, რომელსაც აქტიურად იყენებენ როგორც კულინარიაში, ასევე მებაღეობაში. ხახვის ფურცლებისგან მომზადებული სასუქი პოპულარული გახდა მის მიერ ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგის წყალობით. მებაღეობის მაღაზიაში დიდი თანხის დატოვება არ არის საჭირო. ამ საკითხს უფრო პრაქტიკულად უნდა მიუდგეთ. გიამბობთ, როგორ!

ხახვის ფურცლებისგან დამზადებული ხელნაკეთი სასუქი ბიუჯეტური და ეფექტური მეთოდია, რომელიც ოთახის მცენარეების ყვავილობას აძლიერებს. ამასთან, ეს საშუალება მცენარეს იცავს სხვადასხვა მავნებლებისგან. მხოლოდ სარგებელი აქვს!

ეფექტურია თუ არა ხახვის ფურცლებისგან მომზადებული სასუქი?

სასუქის სარგებელი

ხახვის ფურცლები შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ოთახის ყვავილების ზრდაზე დადებითად მოქმედებენ. მდიდარი შემადგენლობის წყალობით შეუძლია როგორც ყვავილობის გაუმჯობესება, ასევე მცენარეების დაცვა ბუგრებისგან, თრიფსებისგან და ობობას ტკიპებისგან.

  • კაროტინი. ხახვის ფურცლებში შემავალი ნივთიერება ზრდის მცენარეების ამტანობას და სხვადასხვა დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარს.
  • ფიტონციდები. ნიადაგში არსებულ სოკოებს და ბაქტერიებს კლავს.
  • ნიკოტინის მჟავა. დაგეხმარებათ, თუ ოთახის მცენარე მზის სხივებს საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს. ამასთან, ეს მჟავა ფესვების გაძლიერებას ხელს უწყობს.

ხახვის ფურცლები, როგორც მავნებლისგან დამცავი საშუალება

თუ ხედავთ, რომ ოთახის ყვავილზე გამოჩნდა მავნებელი, მაშინვე ეფექტური ნაყენი მოამზადეთ. ერთლიტრიანი ქილა ხახვის ფურცლებით გაავსეთ და წყალი დაასხით. 2 დღე გააჩერეთ. მიღებული ნარევი გადაწურეთ. ხახვის ნაყენი სუფთა წყალში 1:2 თანაფარდობით გააზავეთ.

მზა პროდუქტის გამოყენებამდე ოთახის ყვავილების ფოთლები გაწმინდეთ. შემდეგ სპრეის ბოთლში ნაყენი ჩაასხით და მცენარეს შეასხურეთ. მზადაა! ასეთი რეგულარული პროცედურა საშუალებას მოგცემთ არ იდარდოთ მომავალში მავნებლების გამოჩენაზე.

ასე იაფად და ეფექტურად შეგიძლიათ გადაარჩინოთ ოთახის მცენარე. სხვადასხვა კერძის მომზადებისას ხახვის ფურცლები ნაგვის ურნაში არ გადაყაროთ. მისგან ხომ შეგიძლიათ მოამზადოთ ეფექტური საშუალება, რომელიც მცენარის ბევრ მავნებელს ებრძვის. ოთახის მცენარე მადლიერი დაგრჩებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს