ნებისმიერ ძეხვზე უკეთესია – შინ მომზადებული მოშუშული ხორცის კონსერვი ავტოკლავის გარეშე

1

დღეს მაღაზიაში ნაყიდი მოშუშული ხორცის კონსერვი საერთოდ არ გვახარებს. ხსნი ქილას და გხვდება მხოლოდ ცხიმი, ხორცის სუნიც არ არის. ხელნაკეთი ჩაშუშული ხორცის კონსერვი ასეთ უსიამოვნო სიურპრიზს არ მოგიმზადებთ. მის ხარისხში 100 %-ით დარწმუნებული იქნებით!

მომზადებაზე მხოლოდ ერთ დღეს დახარჯავთ, სამაგიეროდ მომავალში ბევრი დროის დაზოგვას შეძლებთ. არომატული ჩაშუშული ხორცის კონსერვი იდეალურად ავსებს ნებისმიერ გარნირს: კარტოფილი, მაკარონი, ფაფა. პურზე წასმულიც გემრიელია. 5 წუთი და საოცარი წასახემსებელი მზად არის!

ჩაშუშული ღორის ხორცის კონსერვი: რჩევები მოსამზადებლად

პატარა რჩევები. პირველ რიგში, ამ რეცეპტით ჩაშუშული ხორცის კონსერვის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 2,5 კგ ღორის კისერი და ამდენივე ბარკალი. მეორეც, თუ არ მოგწონთ ბაჰარის წიწაკის ძლიერი არომატი, შავი წიწაკით ჩაანაცვლეთ. მესამეც, მარილის რაოდენობა თავად შეგიძლიათ დაარეგულიროთ, თქვენი პრეფერენციებიდან გამომდინარე.

ინგრედიენტები:

  • 5 კგ ღორის ხორცი
  • 1 კგ ღორის ქონი
  • 1 დაფნის ფოთოლი (ქილაზე)
  • 3 მარცვალი ბაჰარის წიწაკა (ქილაზე)
  • 6 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

1. ხორცი გარეცხეთ. ზედმეტი სითხისგან გადაწურეთ. ღორის ხორცი ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ. ხორცი დიდ ნაჭრებად დაჭერით. ღრმა თასში მოათავსეთ.

2. მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. თავსახური დაახურეთ და 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

3. ღორის ქონს ტყავი მოაშორეთ. პატარა კუბებად დაჭერით. ქონის ნაჭრები სტერილური ქილების ძირში მოათავსეთ. ზემოდან ხორცის ნაჭრები ჩააწყვეთ, ქილა თითქმის ბოლომდე გაავსეთ. თითოეულ ქილას დაუმატეთ თითო დაფნის ფოთოლი და 3 ცალი ბაჰარის წიწაკა.

4. ქილებს დააფარეთ თუნუქის თავსახურები (რეზინის გარეშე). საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ქვემოთ მოათავსეთ კიდევ ერთი საცხობი ფორმა და ჩაასხით ცივი წყალი (ეს დაზღვევაა, რომ ქილები არ გასკდება).

5. ცივ ღუმელში მოათავსეთ. ტემპერატურა 200 გრადუსზე დააყენეთ. წვენის გამოჩენის შემდეგ ტემპერატურა 140 გრადუსამდე შეამცირეთ. ხორცი 4,5 საათის განმავლობაში ჩაშუშეთ.

6. ქილები ღუმელიდან გამოიღეთ. მოხუფეთ სტერილური თავსახურებით. ქილები გადმოატრიალეთ. პირსახოცით შეფუთეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ გაგრილებამდე. მზადაა!

ცივი ქილები გრილ ადგილას შეინახეთ. ამისთვის იდეალური ადგილია სარდაფი ან მაცივარი. მზის სხივების გარეშე შინ მომზადებული ჩაშუშული ხორცის კონსერვი დიდხანს გაძლებს. ასე ყოველთვის ხელთ გექნებათ ხორცის ნამზადი, რომელიც მაღაზიაში ნაყიდზე უფრო გემრიელი და სასარგებლოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს