რა გავაკეთოთ, რომ სათვალე არ დაიორთქლოს ზამთარში – 4 ხრიკი

1

სათვალე აქსესუარია, რომელიც წარმატებით ხაზს უსვამს არჩეულ სტილს წლის ნებისმიერ დროს. უდავოდ, მას ატარებენ სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო. ზოგი ამას აკეთებს ჩაცმულობის შესავსებად, ზოგი – მზის სხივებისგან დასაცავად, ზოგიც უკეთ დასანახად. მიზეზიდან გამომდინარე არჩევენ ამ აქსესუარის მოდელს. სხვადასხვა დანიშნულების მიუხედავად, ყველა სათვალე ზამთარში იორთქლება.

ეს საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა, რომელსაც ბევრი ადამიანი აწყდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ მინუს ტემპერატურაა. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ თქვენს წინ არაფერი დაიბლაროს და კარგი ხილვადობა გქონდეთ ცივ ამინდშიც?

რატომ იორთქლება სათვალეები ზამთარში და რა უნდა გააკეთოთ ასეთ სიტუაციაში?

ლინზების დაორთქვლის ძირითადი მიზეზები

  1. ზამთარში შენობაში ჰაერის ტემპერატურა გაცილებით მაღალია, ვიდრე გარეთ. როცა სიცივიდან თბილ შენობაში ვხვდებით, ლინზებზე ჩნდება წვრილი წვეთები (კონდენსატი). ეს კი ართულებს ხილვადობას.
  2. როცა ზამთარში გარეთ ვართ, სათვალის ლინზები საკმაოდ ცივდება. ამოსუნთქული თბილი ჰაერი ზემოთ ადის და ტემპერატურის ცვლილებები ხდება, რაც იწვევს სათვალის დაორთქვლას.
  3. ჰაერის მაღალი ტენიანობა ხილვადობის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს. ასე წარმოიქმნება კონდენსატი როგორც შენობაში, ასევე გარეთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან სათვალის დაორთქვლა?

მუდმივად რომ არ მოგიწიოთ სათვალეების გაწმენდა, რომ ზამთარში ქუჩაში რაღაც მაინც დაინახოთ, ხრიკი გამოიყენეთ. ეს ხრიკები დაგეხმარებათ დაივიწყოთ, რას ნიშნავს ლინზების დაორთქვლა.

  • მეთოდი №1. დაგჭირდებათ ცოტა შამპუნი და სუფთა წყალი. თანაბარი პროპორციით უნდა გამოიყენოთ. მიღებულ ნარევში ჩვარი დაასველეთ და სათვალის ლინზები გაწმინდეთ. შემდეგ გაამშრალეთ. ახლა ყინვაში გასვლა ვერ შეგაშინებთ.
  • მეთოდი №2. სათვალის დაორთქვლის თავიდან აცილება შეგიძლიათ მშრალი საპნით. მოქმედების პრინციპი მარტივია. წყლით დასველებულ ლინზებს საპონი წაუსვით. შემდეგ ჩვრით კარგად გაამშრალეთ.
  • მეთოდი №3. ოთახის ტემპერატურის გლიცერინი კარგი საშუალებაა ამ პრობლემის მოსაშორებლად. სათვალის ლინზებს გლიცერინი ორივე მხრიდან წაუსვით. ჩვარი გამოიყენეთ. კარგად შეაზილეთ და გამშრალება აცადეთ. შემდეგ ლინზები კარგად გაწმინდეთ.
  • მეთოდი №4. ამ მეთოდისთვის გჭირდებათ არა მშრალი, არამედ თხევადი საპონი. ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. სათვალის ლინზები თხევადი საპნით დაამუშავეთ. შემდეგ რბილი ჩვრით გაამშრალეთ.

ეს მეთოდები კარგ შედეგს აჩვენებს. სათვალეები ზამთარში არ დაიორთქლება. მთავარია, ინსტრუქციას მიჰყვეთ და ლინზების გასაწმენდად გამოიყენოთ მიკროფიბრის ქსოვილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს