ეფექტური მეთოდი 90-იანი წლებიდან – როგორ გავწმინდოთ ქვაბი ნამწვისგან

567

ყველაზე იაფი სარეცხი საშუალებაც უფრო ძვირია, ვიდრე სოდა და სარეცხი საპონი, რომლებიც სხვადასხვა სახის ჭუჭყს შესანიშნავად უმკლავდებიან. მათი თვისებების წყალობით ჭურჭელს პირვანდელი ბზინვარება შეგიძლიათ დაუბრუნოთ ნაყიდი ქიმიის გარეშე. ამ ორი ინგრედიენტის გამოყენებით შეგიძლიათ მოამზადოთ ეფექტური ხსნარი, რომელიც გაწმენდს ქვაბს ნამწვისგან, ნაქაფისგან და ჩამჯდარი ცხიმისგან.

ეს ხალხური მეთოდი ანეიტრალებს შეწოვილ სუნს და იცავს საკვებს უსიამოვნო მჟავე გემოსგან. ასეთი შედეგი რომ მიიღოთ და ჭურჭელს კრისტალური სისუფთავე დაუბრუნოთ, საკვები სოდის ნაცვლად კალცინირებული სოდა გამოიყენეთ. მას უფრო ძლიერი თვისებები აქვს. გახსოვდეთ, ამ მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია რეზინის ხელთათმანის გაკეთება ხელის კანის დასაცავად.

როგორ გავწმინდოთ ქვაბი ნამწვისგან

ეფექტური მეთოდი

ხალხური მეთოდი კარგია იმით, რომ ქვაბს როგორც გარედან, ისე შიგნიდან წმენდს. მთავარია, იპოვოთ დიდი ზომის შესაფერისი ჭურჭელი, შემდეგ კი დაიწყოთ გამოხარშვა. დაგჭირდებათ 1 სარეცხი საპონი, 1 ტუბი სილიკატური წებო და 200 გრამი კალცინირებული სოდა.

  1. გასაწმენდი ქვაბი უფრო დიდ ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით.
  2. დაუმატეთ წებო, სოდა და გახეხილი სარეცხი საპონი.
  3. ქურაზე მოათავსეთ. საშუალო ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში ადუღეთ. როგორც კი წყალი აორთქლდება, სითხე დაუმატეთ.
  4. ქურა გამორთეთ. ხსნარს გაგრილება აცადეთ, შემდეგ ქვაბი გარეცხეთ რბილი ღრუბლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით.

მნიშვნელოვანია! სანამ ამ მეთოდით ქვაბის გაწმენდას დაიწყებთ, სამზარეულოში ფანჯარა გააღეთ. ხარშვისას შეიძლება წარმოიქმნას უსიამოვნო სუნი, რომელიც მაშინვე უნდა მოიშოროთ, რადგან შემდეგ ბინის განიავება უფრო გაგიჭირდებათ.

დამატებითი საშუალება

თუ თქვენს ქვაბზე ნამწვის კვალი არ არის, მაგრამ ცხიმის მოშორება გჭირდებათ, უფრო ნაზი მეთოდი გამოიყენეთ. ქვაბში სუფთა წყალი ჩაასხით. 1 ს/კ კალცინირებული სოდა და 0,5 ჩ/კ სარეცხი საშუალება დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით და ნახევარი საათი გააჩერეთ. შემდეგ ხსნარი გააცივეთ და ქვაბი გამდინარე წყალში გარეცხეთ.

ამ მეთოდით ტეფლონის ჭურჭელი არ გაწმინდოთ. კალცინირებული სოდა ანტიმიწვის საფარს დააზიანებს და ჭურჭელი გამოუსადეგარი გახდება. სხვა მასალის ჭურჭელი ამ მეთოდით, ასევე გამოხარშვით თამამად შეგიძლიათ გაწმინდოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს