კომბოსტოს ტოლმის მომზადება რთული პროცესია, მაგრამ გემრიელი შედეგი ღირს გაწეულ ძალისხმევად. სამწუხაროდ, ეს კერძი ყოველთვის კარგი არ გამოგვდის. ეს კი გამოწვეულია რიგი გავრცელებული შეცდომით, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც გამოცდილ დიასახლისსაც ერთხელ მაინც დაშვებული აქვს. რატომ არ გამოდის კომბოსტოს ტოლმა და როგორ გამოვასწოროთ ეს?
თუ გსურთ, მოამზადოთ საოცრად გემრიელი და მადისაღმძვრელი კომბოსტოს ტოლმა, 5 ძირითად წესს ყურადღება მიაქციეთ. მათი დაცვით სუფრაზე გაიტანთ არომატულ და ლამაზ ტოლმას, რომლის დანახვაზე ოჯახის წევრებს მაშინვე ნერწყვი მოადგებათ.
5 მიზეზი, რატომ არ გამოგდით კარგი კომბოსტოს ტოლმა
კომბოსტოს მომზადება
როგორც ვიცით, ფარში ბრინჯით უმ ფოთლებში არ უნდა შეახვიოთ. ტოლმა კარგად მოხარშული კომბოსტოსგან მზადდება. კომბოსტოს ზედა ფურცლები მოაშორეთ, ხოლო ხიკვის გარშემო ჩაჭერით. მთელი კომბოსტო მოხარშეთ მდუღარე წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ კომბოსტო წყლიდან ამოიღეთ და 2-3 ფურცელი მოაშორეთ. ისევ მდუღარე წყალში დააბრუნეთ და კიდევ 2 წუთი მოხარშეთ და ფურცლების მოშორება განაგრძეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ ყველა ფურცელს არ მოაშორებთ. ბოლოს მოაჭერით მსხვილი ძარღვები, რომელიც კომბოსტოს ფურცლებს შუაში აქვს, და შემდეგ ეტაპზე გადადით.
ფარშის შერჩევა
მჭლე ხორცისგან კომბოსტოს ტოლმის მომზადება კარგი იდეა არ არის. ქათმის ან ძროხის ხორცის შიგთავსში დამატებით, ძალიან მშრალ კერძს მიიღებთ. უმჯობესია ღორის ხორცი გამოიყენოთ. სხვა შემთხვევაში, ქათმის და ძროხის ხორცს წინასწარ გატარებული ქონი დაუმატეთ. ასე კომბოსტოს ტოლმა წვნიანი გამოვა.
ბრინჯის მომზადება
ბრინჯის ჩალბობა, მით უფრო უმი მარცვლეულის დამატება შიგთავსში არ ღირს. ასე კერძი მშრალი გამოვა. მარცვლეული ხორციდან მთელ ტენს შეიწოვს და ტოლმას წარმატებულს ვერ უწოდებთ. ფარშს დაუმატეთ გაცივებული, ნახევრად მომზადებული ბრინჯი. წინასწარ მოხარშეთ, შემდეგ ხორცს შეურიეთ.
ბოსტნეულის დამატება
ყველა დიასახლისი არ იყენებს სტაფილოს და ხახვს კომბოსტოს ტოლმის მომზადებისას. აღსანიშნავია, რომ ასეთი დანამატით შიგთავსი უფრო წვნიანი და გემრიელი გამოდის. ხახვი წვრილად დაჭერით და სტაფილო გახეხეთ. ცხელ ტაფაზე კარაქში მსუბუქად შეწვით, შემდეგ ბრინჯს და ფარშს დაუმატეთ. თუ შემწვარი სტაფილოს მოყვარული არ ხართ, მაშინ ახალი მწვანილი გამოიყენეთ. ოხრახუში დაჭერით და შიგთავსს დაუმატეთ.
სოუსის მომზადება
როგორც წესი, კომბოსტოს ტოლმას პომიდვრის საწებელში შუშავენ. ეს ყველაზე გავრცელებული და კლასიკური ვარიანტია. ზოგი დიასახლისი ამზადებს არაჟნის სოუსს, რომლის დამატება კომბოსტოს ტოლმას ნამდვილ შედევრად აქცევს. მისი რეცეპტი უჩვეულოდ მარტივია. არაჟანი წყალში ან ხორცის ბულიონში გააზავეთ. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და დაფქული შავი წიწაკა. კარგად აურიეთ. ასეთ არაჟნის სოუსში მომზადებული კომბოსტოს ტოლმა ზღაპრულად ნაზი და წვნიანი გამოდის.
ყველა ამ წესის დაცვით, მიიღებთ საოცრად გემრიელ კერძს, რომელიც მომენტალურად გაქრება სუფრიდან. მთავარია, გახსოვდეთ ძირითადი ინგრედიენტების მომზადების და შერჩევის წესები. ამ ნიუანსების გათვალისწინებით თქვენ მიერ მომზადებულ კომბოსტოს ტოლმას ბადალი არ ეყოლება. გარანტიას გაძლევთ!