როგორ გაზარდოთ კიტრი ჭიქაში სახლის პირობებში, რომ მთელი წელი ახალი ბოსტნეული მიირთვათ

7

სახლში კიტრის მოყვანა არც ისე ცუდი იდეაა. ხშირად მაღაზიებში ნაყიდი ბოსტნეული ძალიან წყლიანი და უგემურია. თან უცნობია, გამოიყენეს თუ არა ქიმიკატები მისი გაზრდისას. გარდა ამისა, ზამთარში კიტრი გაცილებით ძვირია. ყველას არ აქვს აგარაკი ბოსტნით, ამიტომ გიამბობთ, როგორ გაზარდოთ კიტრი ჭიქაში.

დიდი ალბათობით, იცით, როგორ გაზარდოთ ხახვი ფანჯრის რაფაზე, მაგრამ სახლში თითქმის ნებისმიერი კულტურის გაზრდა შეგიძლიათ: ლიმონიდან პომიდვრამდე. ამას ბევრი უპირატესობა აქვს: პროდუქტის ნატურალურობაში დარწმუნებული ხართ და ზედმეტის გადახდა არ გიწევთ. ამასთან, სახლში კიტრის მოყვანა ძალიან მარტივია.

როგორ გავზარდოთ კიტრი ჭიქაში: ყველა ხრიკი

1. პირველ რიგში, ჭიქებზე იზრუნეთ. სპეციალური, სანერგე ჭიქები შეგიძლიათ შეიძინოთ. თუმცა 450 მლ მოცულობის ჩვეულებრივი ჭიქაც გამოგადგებათ. მასში კიტრის გაზრდა მოსახერხებელია.

2. ნოყიერი მიწა შეარჩიეთ. მის შემადგენლობაში უნდა იყოს ბიოჰუმუსი და ტორფი. მებაღეობის მაღაზიაში ამ საშუალებებს თეთრებად შეიძენთ.

3. ჭიქები ნიადაგით გაავსეთ და კიტრი დათესეთ ზუსტად ისე, როგორც ღია მიწაში თესავთ.

4. კიტრი ყოველდღე მორწყეთ.

კიტრის მოვლაზე შეწუხება საჭირო არ არის. მხოლოდ ყოველდღიური მორწყვა სჭირდება. პირველი ყლორტი ერთ კვირაში გამოჩნდება. ჭიქები ფანჯრის რაფაზე დადეთ და ისიამოვნეთ ახალი კიტრით მთელი წლის განმავლობაში. ფანჯრის რაფასთან მიდით, კიტრი მოწყვიტეთ, დაჭერით და სალათას დაუმატეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს