საუკეთესო რჩევები, როგორ ავირჩიოთ მწიფე ავოკადო და არ შევცდეთ

207

როგორც ცნობილია, ავოკადო ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ძალიან სასარგებლო ხილია. მაღალი კვებითი ღირებულების და მდიდარი ტექსტურის გამო ძალიან აფასებენ. მწვანე ნაყოფმა ორგანიზმს სარგებელი რომ მოუტანოს, მწიფე უნდა იყოს. აქ გარკვეული სირთულეები იქმნება. ცოტამ თუ იცის, როგორ აირჩიოს მწიფე ავოკადო. უნდა ვაღიაროთ, მარტივი საქმე არ არის.

ამ ხილის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მთელ რიგ ფაქტორებს. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ არ შეცდეთ შეძენისას. ასე მხოლოდ მწიფე და გემრიელ ხილს მიირთმევთ.

როგორ ავირჩიოთ მწიფე ავოკადო: საუკეთესო რჩევები

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ფერი და ფორმა. ავოკადოს ჯიშების უმეტესობა მომწიფებისას მუქი ფერი აქვს. მწიფე ხილს მდიდარი მწვანე კანი უნდა ჰქონდეს.  ავოკადოს ფორმასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. მსხლის ფორმის საუკეთესო არჩევანია.

ტექსტურა. მაღაზიაში ავოკადოს თითი დააჭირეთ და მისი ტექსტურა შეამოწმეთ. ჩანაჭყლეტი უნდა დარჩეს. თუ თითის კვალი ძალიან შესამჩნევია, ნაყოფი გადამწიფებულია. მთავარია, ოქროს შუალედი იპოვოთ.

ყუნწი. ავოკადოს არჩევისას მას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ღია ყუნწი ნიშანია, რომ ნაყოფი მკვახეა. თუ ის მუქი და გამხმარია, ხილი გადამწიფებულია.

მსუბუქი კაკუნი. იგივე მანიპულაცია არ ჩაატაროთ, როგორც საზამთროს არჩევისას. ავოკადოზე დაკაკუნება საჭირო არ არის. მხოლოდ განსაზღვრეთ, კურკა რბილობს შორდება თუ არა. ამისთვის ხილი შეანჯღრიეთ. ისმის მსუბუქი კაკუნი? ავოკადო მწიფეა!

ავოკადოს პასტის რეცეპტი

რბილი ხილის არჩევის შემდეგ მისგან გემრიელი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. მწიფე ავოკადო სალათას შეგიძლიათ დაუმატოთ ან ტოსტზე წასასმელ პასტად გამოიყენოთ. თან ასეთი გემრიელი და სასარგებლო საუზმის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი ავოკადო
  • 10 მლ ლიმონის წვენი
  • 20 მლ ზეითუნის ზეთი
  • ზღვის მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ავოკადო სიგრძეზე შუაზე გაჭერით და კურკა მოაშორეთ. ჩაის კოვზით რბილობი ამოიღეთ და ღრმა თასში გადაიტანეთ. ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ.
  2. ახალდაწურული ლიმონის წვენი დაუმატეთ. ზეითუნის ზეთი ჩაასხით. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  3. ზღვის მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ. ისევ აურიეთ. მზადაა!

ასეთი პასტა გემრიელი სენდვიჩის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პურის ნაჭრები ტაფაზე გახუხეთ ან ორცხობილა აიღეთ. მასზე ავოკადოს მასა გადაიტენეთ. ლიმონის ნაჭრებით და სეზამით გააფორმეთ. ნოყიერი საუზმე სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ!