ცოტა ხნის წინ ჩემი ბეწვიანი ცხოველი ყოველწლიურ გამოკვლევაზე წავიყვანე ვეტერინართან. ძალიან თავაზიანი ბიჭი იყო, საჭირო ანალიზები აიღო. ცხოველებზე ვისაუბრეთ და გაოცებული დავრჩი, როცა პრობლემური ჯიშის კატებზე მიამბო. არადა ყოველთვის ძალიან პოპულარულ ჯიშებად ვთვლიდი.
თურმე, კატის ბევრი ჯიში ადამიანის მიერ სპეციალურად გამოყვანილია. იგივე ძაღლებს ეხება. და მაინც, ადამიანი ბუნება არ არის და მისი შემოქმედება არასრულყოფილია. ლამაზი პირის და გლუვი ბეწვის მიღების სურვილით ხალხი ქმნის არსებას, რომელიც უფრო იტანჯება, ვიდრე სრულფასოვნად ცხოვრობს. ვასახელებ ასეთი ჯიშების წარმომადგენლებს კატების სამყაროში.
პრობლემური ჯიშის კატები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ
შოტლანდიური ფოლდი
ეს ნაცრისფერი კატა ძალიან საყვარლად და ცოტა ბავშვურად გამოიყურება. ყველაფერი ქვემოთკენ დახრილი ყურების წყალობით. სინამდვილეში, ეს უბრალოდ ლამაზი უსაფრთხო დეფექტია. მოღუნული ყურები ოსტეოქონდროდისპლაზიის შედეგია, ანუ ხრტილის დაავადებაა. ძნელია ისეთი ჯიშის გამოყვანა, რომელსაც დეფექტური ხრტილი მხოლოდ ყურში ექნება. ამიტომაც, შოტლანდიურ ფოლდს ასეთი პრობლემა ყველა სახსარში აქვს. ადრეულ ასაკში თითქმის ყველას მტკივნეული ართრიტი უვითარდება.
სპარსული კატა
ეს ჯიში ეგზოტიკურად და უჩვეულოდ გამოიყურება. ბევრს მოსწონს „შეჭყლეტილი“ცხვირი კატაზე და ასეთი ცხოველის ყოლას ჩქარობენ. თუმცა ცოტა ფიქრობს იმაზე, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება არასწორი ფორმის თავის ცხოველებს. მათ უჭირთ სუნთქვა, მათი თვალები ინფექციების მიმართ დაუცველია. არის რიგი დაავადებები, რომლის მიმართაც სპარსული კატა მგრძნობიარეა: სტომატოლოგიური პრობლემები, გულის დაავადებები და თირკმლების პოლიკისტოზური დაავადება.
ბენგალური კატა
ადვილი მისახვედრია, რატომ მოსწონთ ამ ჯიშის კატა ადამიანებს. ნამდვილი ველური კატა, რომელიც სახლის პირობებს მიჩვეულია. ჯიქის მსგავსი კაშკაშა შეფერილობა და გლუვი ბეწვი ბენგალურ კატას სასურველად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ცხოველს საკმაოდ აგრესიული ხასიათი აქვს. თუ ოცნებობთ თქვენს კალთაზე კატის კრუტუნზე, ამ ჯიშის კატის ყოლაზე უარი თქვით. გარდა ამისა, ბენგალურ კატას აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. მისი კუჭი უხარისხო საკვებზე და კვების ცვლილებაზე ცუდად რეაგირებს.
სფინქსი
როგორც წესი, ამ ჯიშის კატას ალერგიული ადამიანები ირჩევენ ან ისინი, რომელთაც არ სურთ სახლის ბეწვისგან მუდმივი წმენდა. ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს სფინქსის მიმართ, მაგრამ ამ კატებს ერთი გავრცელებული პრობლემა აქვთ. ბეწვის არარსებობის გამო ხშირად აწუხებთ კანის დაავადებები და თვალთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა ამისა, სფინქსი ხშირად იყინება.
თუ არ გსურთ მხარი დაუჭიროთ ცხოველების მოშენებას, რომლებიც თითქმის დაბადებიდან იტანჯებიან ადამიანის ქმედებების გამო, ჩამოთვლილი ჯიშის კატები არ იყიდოთ. სისასტიკეა შეცვალოთ ბუნების მიერ შექმნილი ცხოველის გარეგნობა პატარა ახირების დასაკმაყოფილებლად.