კაკლის ფოთლები საკმაოდ დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ყველაფერი მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კაკლის ფოთლები თქვენი ორგანიზმისთვის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.
ამ მცენარის ჩაი უჩვეულოდ ეფექტურია. სასარგებლოა გაციების დროს, აქრობს ყველა უსიამოვნო სიმპტომს. კაკლის ფოთლების ნაყენი შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს სასარგებლოა. მისი მიღება ღირს ორგანიზმის ტონუსის გასაზრდელად. უნდა აღვნიშნოთ კაკლის ფოთლებისგან დამზადებული მალამოც. ის ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას, ანთებითი პროცესების გაქრობას.
როგორ გამოვიყენოთ კაკლის ფოთლები: 3 მეთოდი
სასარგებლო ნაყენი
კაკლის ფოთლები გვეხმარება შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკმლების და შარდის ბუშტის პრობლემების დროს. ამისთვის სპეციალური ნაყენი მოამზადეთ. 2 ს/კ კაკლის ფოთლებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათი გააჩერეთ. მიღებული ნარევი გადაწურეთ, ფოთლები მოაშორეთ. ნაყენი რეგულარულად დალიეთ. უკვე რამდენიმე დღეში გაუმჯობესებას იგრძნობთ.
სამკურნალო ჩაი
ნიგვზის ფოთლებისგან დამზადებული ჩაი სასარგებლოდ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. ამ სასმლის წყალობით საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას შეძლებთ. აიღეთ 2 ჩაის კოვზი ნიგვზის ხმელი ფოთლები და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთის შემდეგ არომატული და სასარგებლო ჩაი დალიეთ.
ეფექტური მალამო
კაკლის ფოთლებისგან არა მხოლოდ სამკურნალო სასმელი, არამედ მალამოც შეგიძლიათ მოამზადოთ. მალამო ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, ნაკაწრებზე. 20 გრამ ფოთოლს დაასხით 120 მლ მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ და 1 კვირა ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მიღებული მასა წყლის ორთქლზე შეათბეთ. გადაწურეთ და 20 გრამი ნატურალური ცვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მალამო მზადაა. კანის ანთების დროს მალამო შეუცვლელი საშუალებაა.
მნიშვნელოვანია შეაგროვოთ არა მხოლოდ ნიგოზი, არამედ მისი ფოთლებიც. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ წარმოუდგენლად ეფექტური საშუალება, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს დაგეხმარებათ. ჩაიწერეთ ოდნავ მომწარო გემოს მქონე სამკურნალო სასმელების და აღმდგენი თვისებების მქონე მალამოს რეცეპტები.