როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სახლიდან სამუდამოდ

19459

ზაფხულის ხალისი შეიძლება ერთმა უსიამოვნო მოვლენამ – მწერებმა ჩაგიშხამონ. ინსტინქტურ დონეზე, ადამიანში ჩადებულია მათ მიმართ შიში და ზიზღი. ეს გამართლებულიცაა: ევოლუციის მსვლელობისას მკვეთრად გავითავისეთ, რომ მწერები იკბინებიან, ავრცელებენ ინფექციებს და აფუჭებენ პროდუქტს.

თვითონ ადამიანი იზიდავს მათ, თავისი ცხოველქმედებით. ავიღოთ, მაგალითად, ჭიანჭველები. მაგიდაზე დატოვებული ბინძური ჭურჭელი, იატაკსა და მაგიდაზე დარჩენილი საკვების ნამცეცები, ურნაში მოთავსებული, რამდენიმე დღის ნაგავი – მათთვის უბრალოდ “საცხოვრებელი მიწაა”.

როგორ გავთავისუფლდეთ ჭიანჭველებისგან სამუდამოდ 

ჭიანჭველების შემოსევა, უმეტესწილად, ზაფხულში ხდება. სახლის ჭიანჭველები უსაფრთხო, თუმცა, შესახედავად მაინც არასასიამოვნოა. ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ პატარა დაუპატიჟებელი სტუმრები საცხოვრებელ სახლში აღწევენ, ცოცავენ ავეჯსა და სამზარეულო მოწყობილობებზე, ხვდებიან საშაქრეში და, საბოლოო ჯამში, გვაწუხებენ არსებობით.

პენსიონერმა ოლგამ იცის, როგორ მოიშოროს ჭიანჭველები სამუდამოდ, მავნე ქიმიის გარეშე, ბავშვებისთვისა და შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო მეთოდით.

მწერების წინააღმდეგ მისი გამარჯვების საიდუმლოა მიხაკის ზეთი.

-“სახლში ყოველთვის მაქვს მიხაკის ეთერზეთი. მუდმივად მიმაქვს თან მგზავრობისას, რადგან იგი კოღოებსაც აფრთხობს. ახლა კიდევ იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჭიანჭველებსაც ეშინიათ ამ ზეთის!“- გვიზიარებს გამოცდილებას ქალბატონი. მან უბრალოდ მოაშხეფა ზეთიანი ხსნარი სახლში და ჭიანჭველებმა მაშინვე დატოვეს სახლი.

სახლის მთელი ტერიტორია რომ მოიცვათ, მოამზადეთ სპეციალური ხსნარი. აიღეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და 5-6 წვეთი მიხაკის ეთერზეთი. კარგად შეანჯღრიეთ, დაასველეთ ამის იატაკის ტილო და მოწმინდეთ იატაკი.

ასეთი საშუალება მწერებს დააშინებს და ისინი 1 დღეში სრულად გაქრებიან. საქმე ისაა, რომ ჭიანჭველები ვერ იტანენ ფენოლს – შხამიან ნივთიერებას, რომელსაც მიხაკის ზეთი შეიცავს. მწერების დაღუპვისთვის საკმარისია სულ ცოტაოდენი ასეთი საწამლავი. არ იდარდოთ, ცხოველებისა და ადამიანებისთვის ეს ნივთიერება უსაფრთხოა.

შეგიძლიათ, ჭიანჭველების საწინააღმდეგო საშუალება სპრეის სახითაც მოამზადოთ, რადგან იგი მგზავრობისას მარტივი გამოსაყენებელია. შემოწმებულია, რომ ასეტი საშუალება შესანიშნავად აფრთხობს ტკიპებსაც. მის მოსამზადებლად ჩაასხით ჭიქა წყალში 1 ჩ.კ. მიხაკისა და გერანის ეთერზეთები, 1 ს.კ. არაყი, გადაასხით შხეფის ბოთლში და გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

დაამუშავეთ ამ მასით ჭიანჭველების გზა 3 დღეში ერთხელ და ეს მწერები სამუდამოდ გაქრებიან სახლიდან. მიხაკის ხსნარით შეგიძლიათ დაიმუშავოთ კანი და ტანსაცმელი, ტკიპები რომ დააფრთხოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს