2 გამოცდილი და იაფი მეთოდი, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი მაცივარში

24

სუნი მაცივარში დიდ უსიამოვნებას წარმოადგენს ნებისმიერი დიასახლისისთვის. საკმარისია, ყურადღება მოადუნოთ, არ გადაყაროთ გაფუჭებული ბოსტნეული ან ყველი, დაგავიწყდეთ კერძზე პარკის გადაფარება ან კონტეინერში შენახვა და უკვე მაცივრის გაღებისას უსიამოვნო არომატი იგრძნობა.

თუ მაცივარში სუნს გრძნობთ, პროდუქტების გამოლაგება და გენერალური დასუფთავების ჩატარება არ იჩქაროთ. მხოლოდ გაფუჭებული პროდუქტის გადაყრა საქმეს ვერ უშველის. სამწუხაროდ, არომატი მაშინვე არ გაქრება. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოიშოროთ სუნი მაცივრიდან ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.

როგორ გავაქროთ სუნი მაცივარში სახლის პირობებში

სოდა

ჩაყარეთ  150 გრამი სოდა თეფშზე ან ჭიქაში და მაცივარში თაროზე დადეთ. თავზე არაფერი დაახუროთ. ეს პროდუქტი უსიამოვნო არომატს სწრაფად გაუმკლავდება. ძალიან მძაფრი სუნის შემთხვევაში ცოტა ხნის შემდეგ სოდა ახალი ნაწილით შეცვალეთ. მარტივი გამოსავალია.

ყავა

ყავა, რომელიც სამზარეულოში თითქმის ყველას აქვს, კიდევ ერთი დამხმარე პროდუქტია უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში. როგორც ყავის მარცვლები, ასევე დაფქული ყავა გამოგადგებათ. ყავა რაიმე ჭურჭელში ჩაყარეთ და მაცივარში მოათავსეთ. თუ მძაფრი სუნის პროდუქტი თქვენს მაცივარში ხშირად ხვდება, ყავა ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეცვალეთ.

უდავოდ, ვარიანტი სოდით უფრო უნივერსალურ მეთოდად ითვლება, რადგან ამ პროდუქტს სუნი არ აქვს. თუ გეგმავთ, მაცივარში სუნს ყავით შეებრძოლოთ, ყავის მსუბუქი არომატისთვის მოემზადეთ. შესაძლოა, ყავის მოყვარულებს მოეწონოთ კიდეც!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს