სასარგებლო რჩევები, როგორ მოუაროთ ლიმონის ხეს შემოდგომაზე

250

სახლში ლიმონის მოყვანა არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ ძალიან ლამაზიც. მცენარეს დიდი და ლამაზი ფოთლები აქვს, ხოლო ნაყოფის მოსხმის შემდეგ თვალს ვერ მოაშორებთ. ლიმონის ხეზე ზრუნვა მარტივი საქმე არ არის.

გახსოვდეთ, ოთახის ლიმონი თავს კომფორტულად გრძნობს თბილ კლიმატში. თუ ზაფხულში მზიან მხარეს ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ მოათავსოთ და ფანჯარა გააღოთ, ზამთარში ასეთი პირობა არ გამოადგება. ცივი ამინდის მოლოდინში ამ ტროპიკულ მცენარეზე სწორად იზრუნეთ.

ლიმონის ხეზე სწორად ზრუნვა შემოდგომაზე

ზოგადი პირობები

ლიმონის ხეს სჭირდება ბევრი სითბო, სინათლე და ტენიანობა, რომელსაც ბუნებრივ პირობებში იღებს. იზრუნეთ, რომ ოთახში, სადაც ლიმონის ხე იზრდება, ჰაერი მშრალი და ცივი არ იყოს. გარდა ამისა, ორპირ ქარს მოერიდეთ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ლიმონი ცენტრალურ გათბობაზე ცუდად რეაგირებს. ამიტომაც, გათბობის ბატარეისგან შორს მოათავსეთ. ლიმონი რეგულარულად და უხვად დანამეთ.

ფოთლები და მორწყვა

დაცვენილი ფოთლები ნიადაგის ზედაპირიდან დაუყონებლივ მოაშორეთ. მორწყვის რეჟიმი დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომელშიც მცენარე ცხოვრობს. აკონტროლეთ ლიმონის ხის ნიადაგის მდგომარეობა. როცა მიწის ფენის პირველი 2 სმ გაშრება, თამამად შეგიძლიათ მორწყოთ.

გადარგვა და გამოკვება

თუ ფიქრობთ, ღირს თუ არა ლიმონის ხის გადარგვა, ორი რჩევა გვაქვს. მცენარე გადარგეთ, თუ ფიქრობთ, რომ ქოთანში მიწა სწრაფად შრება. ასევე ხეს გადარგვა სჭირდება, თუ ფესვები სადრენაჟო ხვრელებში ზრდას იწყებს. როგორც ჩანს, მცენარე ქოთანში ვიწროდ არის.

ექსპერტები ცივ სეზონზე ლიმონის ხის გამოკვებას არ გირჩევენ. ამან ნაყოფის განვითარებას ხელი შეიძლება შეუშალოს.

გახსოვდეთ, ლამაზი ლიმონის ხე ამ ციტრუსის თესლიდან შეგიძლიათ გაზარდოთ. მცენარე მარტივი მოსავლელი არ არის, მაგრამ არც ძალიან პრეტენზიული. სამაგიეროდ, სახლს ამშვენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს