კარდიოქირურგი ილია ემეცი: “თქვენ წყალს არასწორად იღებთ და ასე ჯანმრთელობას ვნებთ”.

352

ინტერნეტ სივრცეში ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით უამრავ სტატიას, რომლის ავტორებიც მოგვიწოდებენ, მივიღოთ ყოველდღიურად მაქსიმალურად დიდი რაოდენობით წყალი. სინამდვილეში, გამოცდილი ექიმები და კარდიოლოგები ამტკიცებენ, რომ ჭარბი რაოდენობით წყლის მიღების შედეგად ჩვენი თირკმელები ზედმეტად იტვირთება და ამ ჩვევისგან ჯანმრთელობისთვის სარგებელს ვერ ვიღებთ.

როდის და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ წყალი?
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ აბსოლიტურად ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ჩვევა, რომელიც ერთი ადამიანისთვის მარგებელია, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს სხვა ინდივიდისთვის. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უნიკალურ, ჯანსაღ სქემას, თუ დღის რა მონაკვეთში რა რაოდენობით წყალი უნდა მივიღოთ, რათა არ მივაყენოთ ზიანი ჩვენს ორგანიზმს და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი.

  1. მიირთვით 1 ან 2 ჭიქა წყალი ყოველდღიურად გაღვიძებისთანავე. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი სხეული განიცდის გაუწყლოებას, რის გამოც აუცილებელი და საჭიროა სითხის მარაგის შევსება ორგანიზმში.
  2. საკვების ყოველი ულუფის მიღებამდე 10-15 წუთით ადრე რეკომენდებულია 1 ჭიქა (200 მლ) წყლის მიღება. ასე თქვენ შეძლებთ მეტაბოლიზმის დაჩქარებას.
  3. თუ თქვენ ჩაისა და ყავის მოყვარული ხართ, ყოველ ჯერზე მირთმეულ არომატულ სასმელს დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი.
  4. შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს? ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმებსაც კი განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ჩვევა მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან წყალი ანეიტრალებს კუჭის წვენს, ხოლო მეორე ნაწილის მოსაზრებით, ჭამის დროს წყლის მიღება საზიანო მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც კუჭის მჟავიანობის დაქვეითება აწუხებთ.
  5. მაღალინტენსიური ძალოსნური ვარჯიშების შესრულების დროს ყოველ 20 წუთში ერთხელ რეკომენდებულია 100-150 მლ წყლის მიღება.
  6. ღამის საათებში რეკომენდებულია თავის შეკავება სითხის მიღებისგან, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, რათა არ მიაყენოს ზიანი საკუთარ ორგანიზმს. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს