მზიურას ღვინოს რეცეპტი ხალხური მედიცინის გაზეთში 2000 წელს დაიბეჭდა სათაურით „მზიურას ღვინო ფეხს კი არ მოგკვეთთ, არამედ ფეხზე დაგაყენებთ“.
გაზეთში ერთ-ერთი სპორტსმენის შესახებ ეწერა, რომელსაც ძლიერი გადაღლილობის გამო სიარულიც კი აღარ შეეძლო. მას სახსრების ძლიერი ტკივილი აწუხებდა. მზიურას ღვინოს თავად ამზადებდა და სვამდა. ეს საშუალება მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარა.
მე, ართროზი მაწუხებს და ამ რეცეპტის გამოყენება გადავწყვიტე.
რეცეპტის მიხედვით ღვინო მოვამზადე, მაგრამ ექიმებმა შემაშინეს. მისი დალევა ვერ გავბედე, თუმცა გადასხმაც დამენანა. ვიფიქრე, იყოს. 1 წელი მინის ბოთლებში ბოლომდე გავსებული, საცობით და პლასტმასის თავსახურით დახურული გავაჩერე.
გულის არეში ტკივილი მაწუხებდა, ექიმები კი ერთხმად მეუბნებოდნენ, რომ ამის მიზეზი ოსტეოქონდროზი იყო და მედიკამენტები დამინიშნეს. მათ არ დავუჯერე და წამლები არ ვიყიდე. ახლა ძალიან ბევრი ყალბი მედიკამენტი გამოდის.
ამ დროს ვიფიქრე, რომ მზიურის ღვინო მაინც დამელია. თავიდან სუფრის კოვზით მიღება დავიწყე, თავს ნორმალურად ვგრძნობდი! შემდეგ რეცეპტის მიხედვით 50 გრამის დალევა დავიწყე და კვლავ ნორმალური იყო. გრადუსით უფრო მსუბუქია, ოდნავ მომწაროა.
მზიურას ღვინის დალევა გავაგრძელე. პირველი 10 დღე ცვლილებები არ მომხდარა. შემდეგ თითქოს ცოტა განწყობის გაუმჯობესება ვიგრძენი, სახსრებიც ნაკლებად ხახუნობდა და სიარული გამიადვილდა.
2 კვირის შემდეგ მარცხენა მხარი ნაკლებად მტკიოდა. შედეგი შესამჩნევი იყო. 15-18 დღის შემდეგ თითქმის აღარ მაწუხებდა და თან სასმელსაც უკვე მივეჩვიე.
შემდეგ ვიფიქრე, რომ 50 გრ, თითქმის 2 ყლუპი, არაფერია. რა მოხდება, თუ სამ ყლუპს დავლევ? ვცადე და შესანიშნავი შედეგი მქონდა! სიმსუბუქე იმწამსვე ვიგრძენი.
იშვიათად, მაგრამ უწყვეტად პულსის გამოტოვება მაწუხებდა. ახლა ეს უსიამოვნება გაქრა. პულსს ვამოწმებ და ყველაფერი ნორმალურადაა. დასვენების დღეებში მეგობრებთან ერთად ვსეირნობ და ჯგუფს არ ვრჩები.
სხვათა შორის, 13 აგვისტოს 69 წელი შემისრულდა. პენსიონერი ვარ, რადგან პენსია ცოტაა მცირე წამუშავებაზე უარს არ ვამბობ: შპალერს ვაკრავ, ვალაგებ.
პირველად, დაახლოებით 6 ლ მზიურას ღვინო დავლიე. კურსი – 26 დღე. შემდეგ 1 წელი არ დამილევია. სახსრების ტკივილმა როგორც კი კვლავ შემაწუხა, მზიურას ღვინოს მივმართე.
მზიურას თავად ვამზადებ. მზიურას შესაგროვებლად კარგი ადგილი უნდა იპოვოთ, ამოთხაროთ, გარეცხოთ, ოდნავ გააშროთ, დანით დააქუცმაცოთ, გაახმოთ და შემდეგ ღვინო გააკეთოთ. თუმცა ეს გარჯა ასმაგ სარგებელს მოგცემთ.
სულ ასეთი ღვინო 4-5 ლიტრი 4-ჯერ დავლიე. ყოველი დალევის შემდეგ 3 თვე შესვენება გააკეთეთ და შემდეგ კვლავ გააგრძელეთ. გადავწყვიტე, რომ სიცოცხლის ბოლომდე ამ ღვინოს დავლევ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ართროზი კვლავ თავს იჩენს.
ცოტა თავს შევიქებ: 31 დეკემბერს ტრადიციისამებრ ბეშტაუს მთაზე ავდივართ, რომ ძველ წელს დავემშვიდობოთ და ახალს შევხვდეთ. დილით გავდივართ და დღის 2-3 საათზე უკვე სახლში ვართ. მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 1401 მეტრს შეადგენს. ბოლოს ამ მთაზე ასვლის დროს ძლიერი ქარი ქროდა, თუმცა ჯიუტად წინ მივიწევდი და მივაღწიე. როცა ქვემოთ ჩავიხედე, მივხდი, რომ გულის ცემა ერთხელაც არ ამჩქარებია. ეს უკვე სასწაულია!
როგორ მოვამზადოთ მზიურას ღვინო
- 5 ლიტრიან ქილაში 1 მუჭა დაქუცმაცებული მზიურას ფესვი ჩაყარეთ და 100 გრ საფუარი და ნახევარი ლიტრი თაფლი დაუმატეთ.
- მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და მჭიდრო ქსოვილი შემოახვიეთ. თბილ ადგილას (გათბობის ბატარეასთან არა!) 2 კვირა დუღილისთვის გააჩერეთ.
- როცა დუღილი დასრულდება, ღვინო გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ.
- 50 გრ ღვინო დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ, ყველაფერი უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე.
მე ღვინის ორმაგ დოზას ვამზადებ. 10 ლიტრიან ქილაში 2 მუჭა მზიურა ჩაყარეთ, 100 გრ საფუარი და 1 ლ თაფლი დაუმატეთ. მდუღარე (გაგრილებული) წყალი დაასხით და დუღილისთვის დატოვეთ.
დუღილს სწრაფად დაიწყებს, 5-6 დღეში კარგად ადუღდება. 10 დღის შემდეგ დუღილს თითქმის შეწყვეტს.
2 კვირა ვაჩერებ, როგორც მითითებული იყო. ღვინო გამჭვირვალე გახდება, ქილის ძირში საკმაოდ სქელი ნადები იქნება. ღვინო შლანგით უნდა გადმოასხათ როგორც ამას მეღვინეები აკეთებენ.
ნარჩენი გადაყარეთ, მას მომწარო გემო და ცუდი სუნი აქვს. ღვინო ემალის ვედროში ჩაასხით და შემდეგ წვენის ლიტრიან ბოთლებში ჩაასხით. პლასტმასის თავსახურები დაახურეთ. ბოლომდე გაავსეთ, რომ ჰაერი მასში არ დარჩეს.
როგორც უკვე გითხარით, ასე 1 წელი შენახული მქონდა. მაცივარში არ შემინახავს, ამის ადგილი არ მქონდა. აი, რაც ვიცი და რასაც ვაკეთებ. დანარჩენი კი თავად გადაწყვიტეთ.
გაითვალისწინეთ, როცა მზიურას ღვინოს სამკურნალო საშუალების სახით იღებთ, სხვა სპირტიან სასმელებს უარი უნდა თქვათ. ღვინის მოქმედებას მედიკამენტებიც ხელს უშლის. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.