იცით, რატომ უნდა მოხარშოთ დანა-ჩანგლები თვეში ერთხელ მაინც?

1

ნადებით გაშავებული დანა-ჩანგლები ყველაზე გემრიელ ვახშამზეც შთაბეჭდილებას აფუჭებს. ამიტომაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს, როგორ გაწმინდოს დანა-ჩანგლები დაკაწვრის გარეშე. ამ საქმეში დაგეხმარებათ 6 მეთოდი, რომელთა გამოყენება ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

ამიერიდან ჭუჭყიანი უჟანგავი ფოლადის ჩანგლები და კოვზები პრობლემა აღარ არის. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ჭუჭყი სწრაფად და საიმედოდ. აიღეთ ბლოკნოტი და ჩაიწერეთ, რომ არ დაკარგოთ.

როგორ გაწმინდოთ დანა-ჩანგალი: ეფექტური მეთოდები

მეთოდი 1

გამოხარშვა უმარტივესი მეთოდია დანა-ჩანგლების გასაწმენდად. ქვაბში 2 ლიტრი სუფთა წყალი ჩაასხით. 2 ს/კ საკვები სოდა და 2 ს/კ მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. დანა-ჩანგალი მდუღარე წყალში მოათავსეთ და 20 წუთი საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ. კოვზების და ჩანგლების გაგრილებას დაელოდეთ, შემდეგ გამდინარე წყალი გადაავლეთ და გაამშრალეთ.

მეთოდი 2

ისეთი გაზიანი სასმელები, როგორიცაა „კოლა“, „ფანტა“ და „სპრაიტი“, ჭუჭყს გაუმკლავდება. მათ შემადგენლობაში არის ლიმონმჟავა, რომელიც დანა-ჩანგალს წმენდს. ამ მეთოდისთვის გახსნილი სასმელიც გამოგადგებათ. თუ გაზი უკვე გაუვიდა, არ გადაასხათ, არამედ საწმენდ საშუალებად გამოიყენეთ. ღრმა ჭურჭელი „სპრაიტით“ გაავსეთ (ეს სასმელი უკეთესია, რადგან უფეროა). კოვზები და ჩანგლები მასში ჩააწყვეთ და 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გამდინარე წყალი გადაავლეთ და გაამშრალეთ.

მეთოდი 3

ამ მეთოდით დანა-ჩანგლებს ყველაზე ჩამჯდარ ლაქებსაც მოაშორებთ. პატარა თასში საკვები სოდა და თხევადი საპონი აურიეთ ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე. კბილის ჯაგრისით ნარევი დანა-ჩანგალს ჭუჭყიან ადგილებში წაუსვით და კარგად გახეხეთ. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ.

მეთოდი 4

ეს მეთოდი მცენარეული ზეთის გამოყენებას გულისხმობს. ცოტა ზეთი აიღეთ და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ნარევი რბილ მშრალ ქსოვილს წაუსვით და ამით დანა-ჩანგალი გაწმინდეთ. შემდეგ კოვზები და ჩანგლები გამდინარე წყალში გარეცხეთ. დანა-ჩანგალი სუფთაა!

მეთოდი 5

უჟანგავი ფოლადის ნივთების გაწმენდაში კარტოფილიც დაგეხმარებათ. ყველაფერი მასში შემავალი სახამებლის წყალობით. მისი დახმარებით გაშავებულ კოვზებს და ჩანგლებს ბზინვარებას დაუბრუნებთ. კარტოფილი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით და ამით დანა-ჩანგალი გაწმინდეთ. შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

მეთოდი 6

კბილის პასტა დაგეხმარებათ მოაშოროთ ჭუჭყი ისეთ ძნელად მისადგომ ადგილებში, როგორიცაა ჩანგლის კბილებს შორის. კბილის პასტა სველ რბილ ჩვარს წაუსვით და დანა-ჩანგლები გაწმინდეთ. 10 წუთი გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ პასტა გამდინარე წყლით კარგად ჩამორეცხეთ.

კოვზებსა და ჩანგლებზე ცხიმიანი ნადები საკმაოდ სწრაფად შეგიძლიათ მოიშოროთ. მთავარია, ეს რეგულარულად გააკეთოთ. არ დაგავიწყდეთ ჭურჭელზე ზრუნვა. თვეში ერთხელ მაინც გაწმინდეთ. ასე კოვზების და ჩანგლების ბზინვარება უსაზღვროდ გაგახარებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს