მწერები ფქვილში – როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნება

2

შარშან მთელი ტომარა ფქვილის გადაყრა მომიწია. თითქოს გამოცდილ გამყიდველთან შევიძინე, პროდუქტი ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ როცა ისევ გავხსენი ტომარა, მივხვდი, რომ ფქვილში მწერები იყვნენ. იმ დღეს მომიწია ოჯახის წევრების იმედგაცრუება ინფორმაციით, რომ მათ საყვარელ ღვეზელს ვერ გამოვაცხობდი.

აღმოჩნდა, რომ მსგავს პრობლემას მხოლოდ მე არ წავაწყდი. მეგობრებს ვუამბე რა რაოდენობის პროდუქტით ვიზარალე და მათგან ბევრი მსგავსი ისტორია მოვისმინე. თურმე მათაც ჰქონიათ შემთხვევები, როცა ფქვილში პარაზიტები იპოვეს და მთელი პროდუქტი გადაყარეს. მაგრამ ახლა ვიცი, რა გავაკეთო.

მწერები ფქვილში – როგორ ავიცილოთ თავიდან მათი გამოჩენა?

თუ ფქვილში წვრილი მწერები გამოჩნდნენ, არასწორი შენახვის გამო თავი არ დაიდანაშაულო. არც პროდუქტის გადაყრა იჩქარო! ფქვილის ტომარაში ადგილობრივი, სახლის მწერები არ შემძვრალან. ძალიან ხშირად ვყიდულობთ ფქვილს უკვე არსებული ლარვებით, რომლებიც შემდეგ ხილული ხდება. პრობლემის მოგვარების სამი მეთოდი არსებობს.

ფოლგა

აიღეთ ჩვეულებრივი ფოლგა, რომელსაც ცხობისას იყენებთ, ბურთივით დააგუნდავეთ და ფქვილის ტომარაში მოათავსეთ. უცნობია რატომ, მაგრამ ეს პროდუქტი შესანიშნავად აფრთხობს მწერებს.

კოვზი

მსგავსი ეფექტი მიიღწევა უბრალო რკინის კოვზის გამოყენებით. კოვზი ფქვილის ტომარაში მოათავსეთ, რომ იქ მავნე მწერები არასოდეს დაინახოთ.

სანელებლები

თუ ფოლგით ან კოვზით ექსპერიმენტები თქვენთვის არაა, სხვა ვარიანტი სცადეთ. კარადაში, სადაც ინახავთ ფქვილს, არომატული სანელებლები მოათავსეთ. გამოგადგებათ სხვადასხვა წიწაკა, დაფნის ფოთოლი, ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა. მწერებს მძაფრი სუნი აფრთხობს.

ბევრი დიასახლისი ფქვილს დიდი ტომრებით ბითუმად ყიდულობს. განსაკუთრებით ისინი, რომელთაც სახლში ცომეულის (პური, ღვეზელი, ხაჭაპური, ფუნთუშა) გამოცხობა უყვართ. დიდი რაოდენობით პროდუქტის გადაყრა დასანანია, ამიტომ უმჯობესია თავი დაიზღვიოთ უსიამოვნო შედეგებისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს