სარეცხი მანქანის ნაქაფისგან გაწმენდის ეფექტური მეთოდები – ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

10

დღეს ცხოვრება სარეცხი მანქანის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ის შეუცვლელი დამხმარეა ნივთების სისუფთავის შენარჩუნებაში. ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა დროის და ძალის დაზოგვაში გვეხმარება. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სარეცხ მანქანასაც მოვლა სჭირდება. მისი რეგულარული გამოყენება სათანადო წმენდის გარეშე ტექნიკის დაზიანებით შეიძლება დასრულდეს. ამ შემთხვევაში მოგიწევთ ტექნიკის შეკეთება ან ახლის ყიდვა. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ გაწმინდოთ სარეცხი მანქანა ნაქაფისგან და როგორ გაზარდოთ მისი მომსახურების ვადა.

წმენდის მხოლოდ 3 ეფექტური მეთოდი ხელოსნის ნომერს დაგავიწყებთ. მუდმივი დაზიანება თქვენი თავის ტკივილი აღარ იქნება. სარეცხი მანქანა უფრო დიდხანს გემსახურებათ, თუ ნაქაფის მოსაშორებელ სასწაულ საშუალებებს გაიხსენებთ.

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა ნაქაფისგან: 3 მეთოდი

მეთოდი 1

ინგრედიენტები:

  • 1 ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი
  • 2 ხუფი თეთრეულის კონდიციონერი
  • 10 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • 40 გ ლიმონმჟავა
  • 100 მლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი აიღეთ და დაფშვენით. ლიმონმჟავა დაუმატეთ.
  2. დაასხით თეთრეულის კონდიციონერი, ჭურჭლის სარეცხი სითხე და სუფთა წყალი.
  3. ერთგვაროვანი ქაფის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ.
  4. მზა ნარევი დოლურაში ჩაასხით. სარეცხი მანქანა ჩართეთ 60 გრადუს ტემპერატურაზე.

მეთოდი 2

ინგრედიენტები:

  • 30 გ ლიმონმჟავა

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. ლიმონმჟავა სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელ განყოფილებაში ჩაყარეთ.
  2. სარეცხი მანქანა მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართეთ.
  3. ასეთი წმენდის მეთოდი სამ თვეში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ. უფრო ხშირად არ გამოიყენოთ.

მეთოდი 3

ინგრედიენტები:

  • 50 გ საკვები სოდა
  • 50 მლ სუფთა წყალი
  • 200 მლ 9%-იანი ძმარი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. სოდა ღრმა თასში ჩაყარეთ და წყალი დაასხით. კარგად აურიეთ.
  2. მიღებული ნარევი სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელ განყოფილებაში ჩაყარეთ.
  3. სუფრის ძმარი დოლურაში ჩაასხით.
  4. სარეცხი მანქანა ჩართეთ მაღალ ტემპერატურაზე და მაქსიმალურ ხანგრძლივობაზე.

მნიშვნელოვანია! წმენდის ეს მეთოდები გამოიყენეთ, როდესაც დოლურა ცარიელია და არ არის სავსე ნივთებით. ასე ტანსაცმელს არ გააფუჭებს და მოაშორებს ნაქაფს იმ დეტალებს, რომლებიც ძალიან ცხელდება რეცხვის დროს. ამასთან ძვირადღირებული საწმენდი საშუალებების გამოყენება არ მოგიწევთ. სარეცხი მანქანა ხელმისაწვდომი საშუალებებით შეგიძლიათ გაწმინდოთ. ბიუჯეტური, სწრაფი და ეფექტური!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს