ღვიძლის ანთებითი დაავადებებისგან ეს ყვავილი გიხსნით

1010

ვარდკაჭკაჭა – მოდით, გავიცნოთ!

ვარდკაჭკაჭა – ეს ყავის შემცვლელია. ვარდკაჭკაჭას ფესვისგან დამზადებული სასმელი, თავისი გემოთი, გვახსენებს ნატურალურ ყავას და არამხოლოდ უვნებელი, არამედ ძალიან სამკურნალო სასმელია.

იგი შლის და გამოაქვს ნაღვლის კენჭები, დილაობით გვაფხიზლებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გვიხსნის უძილობისგან.

მის მოსამზადებლად, ხმელი ფესვები უნდა მოხალოთ ღია ყავისფრის მიღებამდე და დააფქვიოთ ყავის საფქვავში.

რაც მეტი სიმწარეა სასმელში, მით უფრო სასარგებლოა მისი მოქმედება.

ვარდკაჭკაჭას სასმელი: 1 ჩ.კ. ფესვს დაასხით 1/4 ლ ცივი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 2-5 წუთით.

დააყენეთ და გადაწურეთ.

მზა სასმელს დაუმატეთ თაფლი ან შაქარი, ასევე, რძე ან ნაღები.

საინტერესო ფაქტი: რძე ოთხჯერ უფრო უკეთ აითვისება ორგანიზმის მიერ, თუ მას ვარდკაჭკაჭას დაუმატებთ. ნატურალური ყავის მოყვარულებითვის რეკომენდებულია სასმელში ვარდკაჭკაჭას დამატებაც – მაშინ ყავის მავნე მოქმედება არსებითად შემცირდება/

თუ ვარდკაჭკაჭას რეგულარულად დალევთ, მაგალითად, ყავის ნაცვლად, მნიშვნელოვნად შეამცირებთ ორგანიზმში შლაკებისა და ტოქსინების “მარაგს”, გამოდევნით მძიმე მეტალებსა და რადიაქტიულ ნივთიერებებს, ასევე, გაიუმჯობესებთ მადასა და საჭმლის მონელებას, მოიხსნით სტრესს.

უკუჩვენებები: სისხლძარღვების დაავადებები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან ბუასილი. ვარდკაჭკაჭას პროდუქტის მოხმარებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ვარდკაჭკაჭათი მკურნალობა

ვარდკაჭკაჭას ნაყენი

ნაყენს ასე ამზადებენ: 1 ს.კ. მცენარის დაქუცმაცებულ ფესვებზე 0.5 ლ წყალი. მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

რეკომენდებულია ნაყენის მიღება ღვიძლის დაავადებების დროს, განსაკუთრებით, ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობის პერიოდში. მცენარის ნაყენს დიეტური თვისებები აქვს, ამიტომ რეკომენდებულია ჭარბი წონის, ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დარღვევების დროსაც.

ფესვების ნახარში

1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 0.5 ლ წყალი და ადუღეთ 30 წუთით. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ.

მიირთვით 1 ს.კ. ნახარში დღეში სამჯერ, ჭამამდე, გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, სისხლის ამოხველების, ყაბზობის, პოდაგრის, სახსრების დაავადებების, კუნთებისა და კბილის ტკივილის შემთხვევაში.

ასევე, ნაღვლის ბუშტისა და თირკმლების, ნაღველ- და თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსამატებლად, ნერვული აგზნებადობის შესამცირებლად, საერთოგამაძლიერებელი საშუალების სახით, გულით გამოწვეული შეშუპებებისა და დიაბეტის დროს.

ვარდკაჭკაჭა ასტიმულირებს ნაღველწარმოქმნას, ადუნებს გლუვ კუნთებს

2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 30 წუთით, დააყენეთ ამდენივე ხნით და გადაწურეთ. მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს