ვარშავული ვაშლის ნამცხვარი – სწრაფი და მარტივი რეცეპტი

387

ზაფხულში ბევრი ახალი ხილით და ბოსტნეულით დახლები სავსე იყო, თუმცა მათ მომზადებაზე დრო არ გვყოფნიდა. აი, ზამთარში სამზარეულოში დიდხანს ყოფნა შეიძლება. თუ ასეთი საქმიანობა ზამთარშიც არ გიზიდავთ, სწრაფ და მარტივ რეცეპტებს განსაკუთრებით დააფასებთ.

„პაპარაცი“ გთავაზობთ ვარშავულ ვაშლის ნამცხვარს. დესერტი იმდენად მარტივად მზადდება, რომ მას ბავშვიც კი გაუმკლავდება. ამასთან დესერტი სხეულის ფორმებს არანაირ ზიანს არ აყენებს.

გემრიელი ნამცხვარი ვაშლით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 0,5-1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 100 გრ რაფინირებული მზესუმზირას ზეთი
  • 80 გრ დაქუცმაცებული ნიგოზი

მომზადება:

1. მანანის ბურღული, შაქარი და ფქვილი ცალკე თასში აურიეთ. ვანილის შაქარი და დარიჩინი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ – სწორედ ეს თქვენი ცომი იქნება.

2. ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

3. საცხობ ფორმაში „ცომის“ მესამედი ნაწილი ჩაყარეთ და გაათანაბრეთ. შემდეგ გახეხილი ვაშლის მესამედი ნაწილი დაუმატეთ და ფენა გაასწორეთ. პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ.

4. ახლა ფორმას მცენარეული ზეთი დაასხით.

5. ბოლოს დაქუცმაცებული ნიგოზი მოაყარეთ.

6. ღვეზელი 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ.

7. მარტივი და გემრიელი ნამცხვარი ვაშლით მზადაა. ცოტა გაგრილება აცადეთ და დეგუსტაცია დაიწყეთ. გემრიელად მიირთვით!

ნამცხვრის მომზადების ასეთი ტექნიკა საკმაოდ პოპულარულია, ამიტომ უამრავი ვარიანტი არსებობს. ზოგი ვაშლის ნაცვლად მსხალს იყენებს, ზოგიც 10 ფენას აკეთებს, ზოგს კი ნიგოზს ნუშის ფირფიტები ურჩევნია, ზოგი კი ზედმეტ ინგრედიენტებს საერთოდ არ იყენებს. თავისი სიმარტივით ნამცხვარი ყოველთვის ნაზი და ზომიერად გაჟღენთილი გამოდის.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს